სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ მოაწყო მეტეხელმა ბიჭმა 20 ლარად ზღაპრული ეზო - "ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ფოტოებს იღებენ..."
როგორ მოაწყო მეტეხელმა ბიჭმა 20 ლარად ზღაპრული ეზო - "ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ფოტოებს იღებენ..."

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მე­ტეხ­ში მცხოვ­რე­ბი ლაშა ზუ­ბი­აშ­ვი­ლის ეზოს ფო­ტო­ებ­მა, რო­მე­ლიც ფო­ტოგ­რაფ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­ნა­თავ­სა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. მალე მისი ეზოს დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სურ­ვი­ლი უცხო ადა­მი­ა­ნებ­მაც გა­მოთ­ქვეს.

ლაშა სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­გი­ზი­ა­რებთ და გირ­ჩევთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ეზოს მხატ­ვრუ­ლად მო­წყო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯით.

- კას­პის რა­ი­ონ­ში სო­ფელ მე­ტეხ­ში ვცხოვ­რობ მშობ­ლებ­თან და ძმას­თან ეთად... ეზო­ში ორი შინ­დის ხე გვაქვს, 40 წლის წინ დარ­გო პა­პა­ჩემ­მა და დღეს ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის სი­მაღ­ლეა ორი­ვე... ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მომ­წონ­და ეს შინ­დის ხე­ე­ბი და მო­მინ­და, მათ გარ­შე­მო ლა­მა­ზი გა­რე­მო შე­მექ­მნა. შარ­შან ხე­ე­ბის ძირ­ში ჯერ ქვევ­რე­ბი და­ვა­წყვე, რომ­ლე­ბიც მე­ზობ­ლებ­მა მა­ჩუ­ქეს. ქვევ­რე­ბი რომ ძა­ლი­ან მო­უხ­და, მერე ურ­მის თვლე­ბიც მი­ვა­მა­ტე, რო­მე­ლიც ასე­ვე მე­ზო­ბელ­მა მა­ჩუ­ქა...

თან­და­თან მი­ვა­მა­ტე დო­ქე­ბი და თი­ხის ჭურ­ჭე­ლი, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე სა­თავ­სო­ში იყო გა­და­ნა­ხუ­ლი და არა­ვინ არა­ფერ­ში იყე­ნებ­და. შემ­დეგ კო­ინ­და­რი დავ­თე­სე, კარ­გი ბა­ლა­ხი რომ ყო­ფი­ლი­ყო და ამ ყვე­ლაფ­რი­დან მხო­ლოდ კო­ინ­და­რის თეს­ლი შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც ოცი ლარი და­მიჯ­და... ქვე­ბიც თვი­თონ მოვ­ზი­დე, ქვე­ბის ბი­ლი­კია და მო­რე­ბი სა­დაც მი­წყვია, იქაც და­ვა­ლა­გე, ხალ­ხმა რომ ბა­ლახს ფეხი არ და­ად­გას და და­ა­ზი­ა­ნოს... შე­ვა­ტყვე რომ სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ასეთ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა და ჰა­მა­კიც დავ­კი­დე.

- ძა­ლი­ან ლა­მა­ზია თქვე­ნი ეზო, მაგ­რამ ყვა­ვი­ლე­ბი არ­სად ჩანს...

- დიახ, ყვა­ვი­ლე­ბი არ არის, რად­გან ვე­რაფ­რით გა­ვა­ხა­რე. ეზო­ში ჩრდი­ლია და ეს უშ­ლის ხელს. ხე­ლოვ­ნუ­რი ყვა­ვი­ლე­ბი მაქვს კა­ლა­თე­ბით და­დე­ბუ­ლი. ვი­ნა­ი­დან ჩრდილ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლია ყვა­ვი­ლე­ბის გა­ხა­რე­ბა. ვა­პი­რებ სა­გან­გე­ბოდ ისე­თი ჯი­შის ყვა­ვი­ლე­ბი შე­ვარ­ჩიო, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბებ­ში ხა­რო­ბენ... მსურს ყვა­ვი­ლე­ბი ბა­ლა­ხებ­ში ად­გილ-ად­გილ ჩავრგო... ჩი­ტე­ბის­თვის პა­ტა­რა ქო­ხე­ბი მაქვს, სა­დაც ჩი­ტე­ბი მარ­თლაც ცხოვ­რო­ბენ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა + იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ მოაწყო მეტეხელმა ბიჭმა 20 ლარად ზღაპრული ეზო - "ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ფოტოებს იღებენ..."

როგორ მოაწყო მეტეხელმა ბიჭმა 20 ლარად ზღაპრული ეზო - "ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ფოტოებს იღებენ..."

კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები ლაშა ზუბიაშვილის ეზოს ფოტოებმა, რომელიც ფოტოგრაფმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მალე მისი ეზოს დათვალიერების სურვილი უცხო ადამიანებმაც გამოთქვეს.

ლაშა საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და გირჩევთ, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ეზოს მხატვრულად მოწყობა მინიმალური ფინანსური დანახარჯით.

- კასპის რაიონში სოფელ მეტეხში ვცხოვრობ მშობლებთან და ძმასთან ეთად... ეზოში ორი შინდის ხე გვაქვს, 40 წლის წინ დარგო პაპაჩემმა და დღეს ორსართულიანი შენობის სიმაღლეა ორივე... ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს შინდის ხეები და მომინდა, მათ გარშემო ლამაზი გარემო შემექმნა. შარშან ხეების ძირში ჯერ ქვევრები დავაწყვე, რომლებიც მეზობლებმა მაჩუქეს. ქვევრები რომ ძალიან მოუხდა, მერე ურმის თვლებიც მივამატე, რომელიც ასევე მეზობელმა მაჩუქა...

თანდათან მივამატე დოქები და თიხის ჭურჭელი, რომლებიც მანამდე სათავსოში იყო გადანახული და არავინ არაფერში იყენებდა. შემდეგ კოინდარი დავთესე, კარგი ბალახი რომ ყოფილიყო და ამ ყველაფრიდან მხოლოდ კოინდარის თესლი შევიძინე, რომელიც ოცი ლარი დამიჯდა... ქვებიც თვითონ მოვზიდე, ქვების ბილიკია და მორები სადაც მიწყვია, იქაც დავალაგე, ხალხმა რომ ბალახს ფეხი არ დაადგას და დააზიანოს... შევატყვე რომ სასიამოვნო იყო ასეთ გარემოში ყოფნა და ჰამაკიც დავკიდე.

- ძალიან ლამაზია თქვენი ეზო, მაგრამ ყვავილები არსად ჩანს...

- დიახ, ყვავილები არ არის, რადგან ვერაფრით გავახარე. ეზოში ჩრდილია და ეს უშლის ხელს. ხელოვნური ყვავილები მაქვს კალათებით დადებული. ვინაიდან ჩრდილში ძალიან რთულია ყვავილების გახარება. ვაპირებ საგანგებოდ ისეთი ჯიშის ყვავილები შევარჩიო, რომლებიც ყველანაირ პირობებში ხარობენ... მსურს ყვავილები ბალახებში ადგილ-ადგილ ჩავრგო... ჩიტებისთვის პატარა ქოხები მაქვს, სადაც ჩიტები მართლაც ცხოვრობენ... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი