სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავარია ტყიბულში - გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი
ავარია ტყიბულში - გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი

ტყი­ბულ­ში, გაბ­რი­ა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­საფ­ლა­ოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა გზი­დან გა­და­ვა­რა­და და მას­ში მყო­ფი 30 წლამ­დე ასა­კის მა­მამ­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ტყი­ბუ­ლის ჰოს­პი­ტალ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბით, ტყი­ბუ­ლის ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. და­ღუ­პუ­ლის ცხე­და­რი კი ქუ­თა­ი­სის პრო­ზექ­ტუ­რა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ავარია ტყიბულში - გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი

ავარია ტყიბულში - გარდაცვლილია 30 წლამდე ასაკის მამაკაცი

ტყიბულში, გაბრიაძის ქუჩაზე, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარადა და მასში მყოფი 30 წლამდე ასაკის მამამკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტყიბულის ჰოსპიტალში განუცხადეს, ავტოავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საშუალო სიმძიმის დაზიანებებით, ტყიბულის ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. დაღუპულის ცხედარი კი ქუთაისის პროზექტურაშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია