სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მსოფლიოში დოლარი სუსტდება, საქართველოში ლარი მყარდება
მსოფლიოში დოლარი სუსტდება, საქართველოში ლარი მყარდება

ბოლო სამი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ლარ­მა გამ­ყა­რე­ბა და­ი­წყო და 2.48-იანი ნიშ­ნუ­ლი­დან კურ­სი 2.40-მდე ჩა­მო­ვი­და.

მოკ­ლე და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან პე­რი­ოდ­ში არის გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­პი­რო­ბა იმის­თვის, რომ ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტა კი­დევ გამ­ყარ­დეს და ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ზა­ფხულ­ში გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა და­ი­წყე­ბა. ამ­ჟა­მინ­დე­ლი გამ­ყა­რე­ბა-გა­უ­ფა­სუ­რე­ბა მათ ხე­ლოვ­ნურ პრო­ცე­სად მი­აჩ­ნი­ათ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟებ­ზე დო­ლა­რის პო­ზი­ცია თან­და­თან სუს­ტდე­ბა. 6 ნო­ემ­ბრის შემ­დეგ ამე­რი­კუ­ლი ვა­ლუ­ტა ევ­როს­თან მი­მარ­თე­ბით ყვე­ლა­ზე და­ბალ ნიშ­ნულ­ზეა. თუ იან­ვარ­ში 1 ევრო 1.04 დო­ლა­რი ღირ­და, დღეს უკვე 1.11-ის მაჩ­ვე­ნე­ბელს გა­და­ა­ბი­ჯა.

გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ვა­ლუ­ტე­ბი საკ­მაო სტა­ბი­ლუ­რო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. ამ ფონ­ზე, ლა­რის გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცია, სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­მოდ­გო­მამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ლა­რის გამ­ყა­რე­ბას ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უკავ­ში­რებს ფი­ნან­სის­ტი აკა­კი ცო­მა­ია. რო­გორც მან "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ზა­ფხულ­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო და ასეც ხდე­ბა.

"თუ კარ­გად და­ვაკ­ვირ­დე­ბით, ლარი წლის ამ პე­რი­ოდ­ში ყო­ველ­თვის მყარ­დე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, ეს ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ამას გარ­და, ხაზი უნდა გა­ეს­ვას, რომ ჩვენს სა­ვაჭ­რო პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მეტ-ნაკ­ლე­ბად გა­მოს­წორ­და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­დან ექ­სპორ­ტმა შე­და­რე­ბით მო­ი­მა­ტა. ეს ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია ლა­რის გამ­ყა­რე­ბი­სა.

გა­ნაგ­რძე კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მსოფლიოში დოლარი სუსტდება, საქართველოში ლარი მყარდება

მსოფლიოში დოლარი სუსტდება, საქართველოში ლარი მყარდება

ბოლო სამი კვირის განმავლობაში ლარმა გამყარება დაიწყო და 2.48-იანი ნიშნულიდან კურსი 2.40-მდე ჩამოვიდა.

მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში არის გარკვეული წინაპირობა იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ გამყარდეს და ზაფხულის პერიოდში სტაბილურობა შეინარჩუნოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზაფხულში გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყება. ამჟამინდელი გამყარება-გაუფასურება მათ ხელოვნურ პროცესად მიაჩნიათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ბირჟებზე დოლარის პოზიცია თანდათან სუსტდება. 6 ნოემბრის შემდეგ ამერიკული ვალუტა ევროსთან მიმართებით ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუ იანვარში 1 ევრო 1.04 დოლარი ღირდა, დღეს უკვე 1.11-ის მაჩვენებელს გადააბიჯა.

გარდა ამისა, საქართველოს მეზობელი ქვეყნების ვალუტები საკმაო სტაბილურობას ინარჩუნებენ. ამ ფონზე, ლარის გამყარების ტენდენცია, სავარაუდოდ, შემოდგომამდე გაგრძელდება.

ბოლო პერიოდში ლარის გამყარებას ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირებს ფინანსისტი აკაკი ცომაია. როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, ზაფხულში ეროვნული ვალუტის გამყარება მოსალოდნელი იყო და ასეც ხდება.

"თუ კარგად დავაკვირდებით, ლარი წლის ამ პერიოდში ყოველთვის მყარდება. პირველ რიგში, ეს ტურისტული სეზონის გააქტიურებას უკავშირდება. ამას გარდა, ხაზი უნდა გაესვას, რომ ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გამოსწორდა, შესაბამისად, საქართველოდან ექსპორტმა შედარებით მოიმატა. ეს ძირითადი მიზეზია ლარის გამყარებისა.

განაგრძე კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი