სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღის ფოტო: დათვი ცნობილი ფოტოდან, თბილისის ახალი ზოოპარკის პირველ ვოლიერში დააბინავეს
დღის ფოტო: დათვი ცნობილი ფოტოდან, თბილისის ახალი ზოოპარკის პირველ ვოლიერში დააბინავეს

თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის ახალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი ვო­ლი­ე­რი გა­იხ­სნა. პირ­ვე­ლი ბი­ნად­რე­ბი კავ­კა­სი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი - დათ­ვე­ბი და მგლე­ბი არი­ან.

ერთ-ერთი დათ­ვი ცნო­ბი­ლი ფო­ტოს გმი­რია - 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ის დროს, როცა ჯერ კი­დევ ბელი იყო, კონ­დი­ცი­ო­ნერ­ზე აძ­ვრა და ასე გა­ექ­ცა სტი­ქი­ას. დღეს ის ახალ ვო­ლი­ერ­ში შე­ა­სახ­ლეს...

ვო­ლი­ე­რი გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით აშენ­და. მისი ფარ­თო­ბი 1 ჰა-ზე მე­ტია. შემ­დეგ ეტაპ­ზე ახალ ზო­ო­პარკში ირ­მე­ბი და ნი­ა­მო­რე­ბი და­ი­დე­ბენ ბი­ნას.

რო­გორც ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ზო­ო­პარ­კის ამ­ჟა­მინ­დელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ) ად­გი­ლის სიმ­ცი­რის გამო (5 ჰა) შე­უძ­ლე­ბე­ლია შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა - ცხო­ვე­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ის გამ­დიდ­რე­ბა და სრულ­ყო­ფი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა. ახა­ლი ტე­რი­ტო­რია (48 ჰა) სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის ზო­ო­პარ­კის აშე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა - დიდი და კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ვო­ლი­ე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თხრი­ლე­ბით, არ­ხე­ბი­თა და მსუ­ბუ­ქი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით შე­მო­ი­სა­ზღვრე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ლან­დშაფ­ტი ცხო­ვე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ არე­ალ­თან მიმსგავ­სე­ბულ გა­რე­მოს შექ­მნის. დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე მო­ე­წყო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დღის ფოტო: დათვი ცნობილი ფოტოდან, თბილისის ახალი ზოოპარკის პირველ ვოლიერში დააბინავეს

დღის ფოტო: დათვი ცნობილი ფოტოდან, თბილისის ახალი ზოოპარკის პირველ ვოლიერში დააბინავეს

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი გაიხსნა. პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან.

ერთ-ერთი დათვი ცნობილი ფოტოს გმირია - 13 ივნისის სტიქიის დროს, როცა ჯერ კიდევ ბელი იყო, კონდიციონერზე აძვრა და ასე გაექცა სტიქიას. დღეს ის ახალ ვოლიერში შეასახლეს...

ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. მისი ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას.

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება - ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა - დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება.

არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის. დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი