ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვის გამო, ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვის გამო, ევროკავშირის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

იანოშ ჰერმანს ამ წუთებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხვდება. შეხვედრის შემდეგ კი მედიისთვის განცხადება გაკეთდება.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერი გუშინ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და აღნიშნულ "პოსტის" დაკავება მიულოცა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."