ილია ელოშვილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე - "მოსახლეობაში პანიკის შეტანას ცდილობენ, პროექტის შესახებ მცდარ ინფორმაციას აწვდიან"

 ილია ელოშვილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე - "მოსახლეობაში პანიკის შეტანას ცდილობენ, პროექტის შესახებ მცდარ ინფორმაციას აწვდიან"

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა "ქსანი-სტეფანწმინდის" დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

როგორც ილია ელოშვილმა განაცხადა, გადამცემი ხაზი მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასაც და საზოგადოებასაც არაერთგზის აუხსნა, რომ ამ ობიექტის უსაფრთხოება სრულ შესაბამისობაშია მსოფლიო სტანდარტებთან.

"პირადად მე არაერთხელ ვიყავი ადგილზე, ვესაუბრე ადგილობრივებს, გავაცანი მთავრობის შესაბამისი დადგენილება და არანაირი წინაღობა ხალხის მხრიდან საკითხს არ მოჰყოლია. ამჟამად ამ ხალხთან ჩადიან ჯგუფები, რომლებიც მოსახლეობაში ცდილობენ პანიკის ან დაძაბულობის შეტანას. პროექტის შესახებ აწვდიან მცდარ ინფორმაციას. რაც შეეხება ადგილობრივ მცხოვრებლებს, მსურს კიდევ ერთხელ დავარწმუნო ყველა, რომ ჩვენი ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არ არის მიმართული თუნდაც ერთი ადამიანის საზიანოდ. მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისაკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობას, გამგებლებს და თემის წარმომადგენლებს, მოახდინონ მოსახლეობასთან შეხვედრების ორგანიზება და თუ კიდევ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობს, ჩვენ არგუმენტებს მივაწვდით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაც შეეხება დესტრუქციულ ჯგუფებს, ეს საზოგადოებამ განსაჯოს ვის და რის ინტერესებს ემსახურებიან. მივმართავ ამ პროცესების უკან მდგომებს, შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, გარწმუნებთ, თქვენი მიზნების მიღწევა არ გამოგივათ. არეულობის ინსპირირების მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

დუშეთის რაიონის სოფელ ჭართალში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობის ინფორმაციით, ანძა დასახლებულ პუნქტთან ახლოსაა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის დამონტაჟება მოსახლეობას ჯანმრთელობის პრობლემებს შეუქმნის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი