ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ორ ბრალდებულს აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის გიორგი ბერიძის განცხადებით, დაცვის მხარეს კითხვები აქვს უშუალოდ საგამოძიებო პროცედურებთან დაკავშირებით.

საქმის პროკურორის ინა გუგუშვილის თქმით, მტკიცებულების სახით არსებობს მიმოწერა, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულები 77 წლის მამაკაცის მკვლელობას გეგმავდნენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმყოფებოდნენ ბრალდებულების ახლობლები, თუმცა ისინი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

გამოძიების ინფორმაციით, 77 წლის მოხუცს შვილიშვილმა და მისმა მეგობარმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, კვალის დაფარვის მიზნით, კი ბინაში ხანძარი გააჩინეს. ბრალდება მკვლელობის მოტივად ანგარებას ასახელებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო პროცესი 3 ივლისს გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ