ტყიბულის მაღაროში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება.
პრეზიდენტი მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს და ტყიბულის მაღაროში მომუშავე მუშებსა და მათ ოჯახებს თანადომას უცხადებს.
"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ტყიბულში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი.
ამ უმძიმეს წუთებში, თანადგომას ვუცხადებ შახტაში მომუშავეთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს.
სამწუხაროდ, ეს უკვე მერამდენე ტრაგედია ვერ ჩაითვლება უბრალოდ "შემთხვევად". შრომის უსაფრთხოების დღეს არსებული პირობები, თუნდაც მოქმედი კანონმდებლობის დაცვის ხარისხი, სამწუხაროდ, ეფექტურად ვერ გამორიცხავს მსგავს უბედურებებს. საჭიროა მთლიანი საზოგადოების, მათ შორის, დამსაქმებელთა და ცხადია, პირველ რიგში ხელისუფლების ძალისხმევა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ", - აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.