სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჯუნგლების ციებ-ცხელება" დუშეთში - ერთადერთი სალონი, რომელიც დუშელებს უახლეს სერვისებს სთავაზობს
"ჯუნგლების ციებ-ცხელება" დუშეთში - ერთადერთი სალონი, რომელიც დუშელებს უახლეს სერვისებს სთავაზობს

ერთი კვი­რაა, დუ­შე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის გა­კე­თე­ბა რა­ი­ო­ნი­დან გა­უს­ვლე­ლად შე­უძ­ლია. ამ და სხვა უამ­რავ მომ­სა­ხუ­რე­ბას დუ­შე­ლებს სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი "Jungle Fever დუ­შე­თი" სთა­ვა­ზობს. ეს არის ამ დრო­ის­თვის ერ­თა­დერ­თი სა­ლო­ნი დუ­შეთ­ში, რო­მე­ლიც 2016 წლის 1-ელ ივ­ნისს გა­იხ­სნა.

"მომ­ხმა­რე­ბელს ვთა­ვა­ზობთ ყვე­ლა იმ სერ­ვისს, რაც თბი­ლი­სის პრეს­ტი­ჟულ სა­ლო­ნებ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი. მათ შო­რის გვაქვს ტა­ტუს გა­კე­თე­ბი­სა და მო­შო­რე­ბის სერ­ვი­სი. სულ ახ­ლა­ხან ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის კა­ბი­ნე­ტი და­ვა­მა­ტეთ. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­ლო­ნი დუ­შეთ­ში მდე­ბა­რე­ობს და ფა­სე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად გან­ვა­ვი­თა­რო დუ­შე­თი და შევ­ქმნა ისე­თი ად­გი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლობ­რი­ვებს ცხოვ­რე­ბას გა­უ­მარ­ტი­ვებს და გარ­კვე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბის მი­სა­ღე­ბად მათ ქა­ლაქ­ში წას­ვლა აღარ მო­უ­წევს," - გან­მარ­ტავს "JF დუ­შე­თის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დათო ზო­ტი­კიშ­ვი­ლი.

სა­ლონ­ში 8 ად­გი­ლობ­რი­ვია და­საქ­მე­ბუ­ლი. ზო­ტი­კიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნის შექ­მნი­სას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო.

"სტი­ლის­ტე­ბი ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ, თვი­თონ გახ­სნან სა­ლო­ნე­ბი და სხვა მე­პატ­რო­ნის სა­ლონ­ში არ იმუ­შა­ონ. ამი­ტომ გაგ­ვი­ჭირ­და მოგ­ვე­ნა­ხა ად­გი­ლობ­რი­ვი კვა­ლი­ფი­უ­რი კად­რე­ბი. მათი სხვა ქა­ლა­ქი­დან მოყ­ვა­ნა კი არ გვინ­დო­და, რად­გან ეს და­მა­ტე­ბით სირ­თუ­ლე­ებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­ბო­ლო­ოდ, ნამ­დვი­ლად შევ­ძე­ლით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბის შერ­ჩე­ვა. მათ შრო­მას სა­თა­ნა­დოდ ვუ­ნა­ზღა­უ­რებთ. ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის სხვა სის­ტე­მაც მოქ­მე­დებს," - ამ­ბობს ზო­ტი­კიშ­ვი­ლი.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­და, სა­ლო­ნის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლო­ა­ლუ­რი კლი­ენ­ტებ­ზეც ბევ­რს ფიქ­რობს და ზრუ­ნავს. მათ­თვის ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ერ­თგუ­ლე­ბის ბა­რა­თი და თმის ყო­ვე­ლი მე­ო­თხე შეჭ­რა უფა­სოა.

"მაქ­სი­მა­ლუ­რად ვზრუ­ნავთ თი­თო­ე­ულ კლი­ენტზე. შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ გვაქვს. რა­ი­ონ­ში კარ­გი ამ­ბა­ვი მალე ვრცელ­დე­ბა, ცუდი კი - კი­დევ უფრო მალე. ჩვე­ნი მცი­რე კვლე­ვის თა­ნახ­მად, კმა­ყო­ფი­ლი კლი­ენ­ტი სა­შუ­ა­ლოდ 3-5 ადა­მი­ანს ეუბ­ნე­ბა ამის შე­სა­ხებ, უკ­მა­ყო­ფი­ლო კი - 10-15 ახ­ლო­ბელს. ამი­ტო­მაც უკ­მა­ყო­ფი­ლო კლი­ენ­ტის ყო­ლის უფ­ლე­ბა არ გვაქვს," - გან­მარ­ტავს სა­ლო­ნის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი ზო­ტი­კიშ­ვი­ლის­თვის, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც დუ­შე­თი­და­ნაა წარ­მო­შო­ბით, უკვე მე­ო­თხე პრო­ექ­ტია დუ­შეთ­ში. საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ცეს­ში მისი პარტნი­ო­რია თი­ბი­სი ბან­კი, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი პრო­ექტ "თი­ბი­სი სტარ­ტა­პე­რის" მო­ნა­წი­ლეა.

"სა­ლონს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა "თი­ბი­სი სტარ­ტა­პერ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ძა­ლი­ან მინ­დო­და ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის აპა­რა­ტე­ბის ყიდ­ვა, თუმ­ცა ამის ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და. "თი­ბი­სი ბან­კი" და­მეხ­მა­რა, რომ დუ­შე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ლა­ზე­რუ­ლი ეპი­ლა­ცი­ის მომ­სა­ხუ­რე­ბაც ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და," - ამ­ბობს ზო­ტი­კიშ­ვი­ლი.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: ADvan/ ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ჯუნგლების ციებ-ცხელება" დუშეთში - ერთადერთი სალონი, რომელიც დუშელებს უახლეს სერვისებს სთავაზობს

"ჯუნგლების ციებ-ცხელება" დუშეთში - ერთადერთი სალონი, რომელიც დუშელებს უახლეს სერვისებს სთავაზობს

ერთი კვირაა, დუშეთის მოსახლეობას ლაზერული ეპილაციის გაკეთება რაიონიდან გაუსვლელად შეუძლია. ამ და სხვა უამრავ მომსახურებას დუშელებს სილამაზის სალონი "Jungle Fever დუშეთი" სთავაზობს. ეს არის ამ დროისთვის ერთადერთი სალონი დუშეთში, რომელიც 2016 წლის 1-ელ ივნისს გაიხსნა.

"მომხმარებელს ვთავაზობთ ყველა იმ სერვისს, რაც თბილისის პრესტიჟულ სალონებშია ხელმისაწვდომი. მათ შორის გვაქვს ტატუს გაკეთებისა და მოშორების სერვისი. სულ ახლახან ლაზერული ეპილაციის კაბინეტი დავამატეთ. ვითვალისწინებთ, რომ სალონი დუშეთში მდებარეობს და ფასები ადგილობრივებისთვის მეტად ხელმისაწვდომია.

ვცდილობ მაქსიმალურად განვავითარო დუშეთი და შევქმნა ისეთი ადგილები, რომლებიც ადგილობრივებს ცხოვრებას გაუმარტივებს და გარკვეული სერვისების მისაღებად მათ ქალაქში წასვლა აღარ მოუწევს," - განმარტავს "JF დუშეთის" დამფუძნებელი დათო ზოტიკიშვილი.

სალონში 8 ადგილობრივია დასაქმებული. ზოტიკიშვილის განმარტებით, სილამაზის სალონის შექმნისას კვალიფიციური კადრების მოძიება ყველაზე რთული პროცესი იყო.

"სტილისტები ყოველთვის ცდილობენ, თვითონ გახსნან სალონები და სხვა მეპატრონის სალონში არ იმუშაონ. ამიტომ გაგვიჭირდა მოგვენახა ადგილობრივი კვალიფიური კადრები. მათი სხვა ქალაქიდან მოყვანა კი არ გვინდოდა, რადგან ეს დამატებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული. საბოლოოდ, ნამდვილად შევძელით პროფესიონალი კადრების შერჩევა. მათ შრომას სათანადოდ ვუნაზღაურებთ. ჩვენთან თანამშრომლების წახალისების სხვა სისტემაც მოქმედებს," - ამბობს ზოტიკიშვილი.

თანამშრომლების გარდა, სალონის დამფუძნებელი ლოალური კლიენტებზეც ბევრს ფიქრობს და ზრუნავს. მათთვის ფუნქციონირებს ერთგულების ბარათი და თმის ყოველი მეოთხე შეჭრა უფასოა.

"მაქსიმალურად ვზრუნავთ თითოეულ კლიენტზე. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. რაიონში კარგი ამბავი მალე ვრცელდება, ცუდი კი - კიდევ უფრო მალე. ჩვენი მცირე კვლევის თანახმად, კმაყოფილი კლიენტი საშუალოდ 3-5 ადამიანს ეუბნება ამის შესახებ, უკმაყოფილო კი - 10-15 ახლობელს. ამიტომაც უკმაყოფილო კლიენტის ყოლის უფლება არ გვაქვს," - განმარტავს სალონის დამფუძნებელი.

სილამაზის სალონი ზოტიკიშვილისთვის, რომელიც თავადაც დუშეთიდანაა წარმოშობით, უკვე მეოთხე პროექტია დუშეთში. საქმიანობის პროცესში მისი პარტნიორია თიბისი ბანკი, სილამაზის სალონი პროექტ "თიბისი სტარტაპერის" მონაწილეა.

"სალონს განვითარებისთვის ძალიან დამეხმარა "თიბისი სტარტაპერში" მონაწილეობა. ძალიან მინდოდა ლაზერული ეპილაციის აპარატების ყიდვა, თუმცა ამის ფინანსური საშუალება არ მქონდა. "თიბისი ბანკი" დამეხმარა, რომ დუშეთის მოსახლეობისთვის ლაზერული ეპილაციის მომსახურებაც ხელმისაწვდომი გახდა," - ამბობს ზოტიკიშვილი.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი