აჭარაში მოგზაურობისა და რეგიონის ტურისტული მრავალფეროვნების შესახებ ბელორუსი ჟურნალისტები რეპორტაჟებს, გადაცემებსა და სტატიებს მოამზადებენ. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით პოპულარული ტელეკომპანიების Беларусь 1, ОНТ და ვებ-პორტალების Onliner.by, Антенна, Комсомольская правда, АиФ ჟურნალისტები უკვე აჭარაში იმყოფებიან და მედიატურის ფარგლებში ისინი რეგიონში მოგზაურობენ.
პრესტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ადგილები და დაესწრნენ აჭარული ხაჭაპურის მომზადების მასტერკლასს. დღეს, კი ისინი მთიანი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებსა და რეგიონის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. ჟურნალისტები აჭარას 10 მაისს დატოვებენ.
წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პრეს-ინფოტურებს ორგანიზებას 16 სამიზნე ქვეყნიდან უწევს. ჯამში, წლის ბოლომდე რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს ჟურნალისტები და ტურსააგენტოები 32 ინფო და მედია ტურის ფარგლებში გაეცნობიან.