სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მოსკოვის ყოფილი მერი მილიარდერ მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფება
მოსკოვის ყოფილი მერი მილიარდერ მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფება

მოს­კო­ვის ყო­ფი­ლი მერი იური ლუჟ­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლოს მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სტუმ­რობს. ამის შე­სა­ხებ Эхо Кавказа წერს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 80 წლის ლუჟ­კოვ­მა, მის­მა მე­უღ­ლემ და მათ­მა თან­მხლებ­მა პი­რებ­მა, სო­ფელ ქან­და­ში 13 ასუ­რე­ლი მა­მის მო­ნას­ტე­რი მო­ი­ნა­ხუ­ლეს. ამ ვი­ზი­ტის ამ­სახ­ველ ფო­ტო­ებს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი მამა სე­რა­ფი­მეც ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, რუსი სტუმ­რე­ბი სა­გან­გე­ბოდ მამა სე­რა­ფი­მეს გა­ლო­ბის მო­სას­მე­ნად ჩა­ვიდ­ნენ მო­ნას­ტერ­ში, რო­მე­ლიც არა­მე­ულ ენა­ზე გა­ლობს.

Эхо Кавказа ასე­ვე წერს, რომ ჯერ კი­დევ 2008 წლის ომამ­დე, ლუჟ­კო­ვი მო­უ­წო­დებ­და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა. ამის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის იმ­ჟა­მინ­დე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, მის პერ­სო­ნა ნონ-გრა­ტად გა­მო­ცხა­დე­ბას მო­ი­თხოვ­დნენ. ომი­დან ერთი წლის შემ­დეგ კი მოს­კო­ვის მერი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეწ­ვია ცხინ­ვალს.

ლუჟ­კო­ვი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან 2010 წელს, 18-წლი­ა­ნი მე­რო­ბის შემ­დეგ წა­ვი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მის მე­უღ­ლეს - ელე­ნა ბა­ტუ­რი­ნა რუ­სე­თის 200 ყვე­ლა­ზე მდი­დარ ქალ ბიზ­ნეს­მენს შო­რი­საა და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. 54 წლის ბა­ტუ­რი­ნა, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი­თაა შე­ფა­სე­ბუ­ლი, კომ­პა­ნია Inteco Management-ს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

წა­ი­კი­თხეთ: რას წერს მამა სე­რა­ფი­მე ქან­დის მო­ნას­ტერ­ში იური ლუჟ­კო­ვის ვი­ზიტ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მოსკოვის ყოფილი მერი მილიარდერ მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფება

მოსკოვის ყოფილი მერი მილიარდერ მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფება

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. ამის შესახებ Эхо Кавказа წერს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. ამ ვიზიტის ამსახველ ფოტოებს ფეისბუქის პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმეც ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი სტუმრები საგანგებოდ მამა სერაფიმეს გალობის მოსასმენად ჩავიდნენ მონასტერში, რომელიც არამეულ ენაზე გალობს.

Эхо Кавказа ასევე წერს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე, ლუჟკოვი მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ამის გამო, საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი დეპუტატები, მის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას მოითხოვდნენ. ომიდან ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვის მერი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ცხინვალს.

ლუჟკოვი თანამდებობიდან 2010 წელს, 18-წლიანი მერობის შემდეგ წავიდა.

რაც შეეხება მის მეუღლეს - ელენა ბატურინა რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ქალ ბიზნესმენს შორისაა დასახელებული. 54 წლის ბატურინა, რომლის ქონებაც 1 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, კომპანია Inteco Management-ს ხელმძღვანელობს.

წაიკითხეთ: რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

როგორ იფუნქციონირებს და რა ერქმევა პორტალს, სადაც შეგეძლებათ გაარკვიოთ რომელ კლინიკას, ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ - ვებ-გვერდი დღეიდან ამოქმედდება

"ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა" - გორში 22 წლის ბიჭს მეექვსე დღეა ეძებენ

"როცა ომში მყოფი ქვეყანა გამარცხებს საკუთარ მოედანზე, აღარაფერზე უნდა გქონდეს პრეტენზია..მარტო მწვრთნელის გაწირვა არ გიშველით" - საქართველოს სომხეთთან მარცხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა