"გავედი ეზოში და ურიკაზე შესმული ის ქალები დამხვდნენ" - შეურაცხყოფილი ბელადის და ქართველი ექიმის უცნაური ამბავი

"გავედი ეზოში და ურიკაზე შესმული ის ქალები დამხვდნენ" - შეურაცხყოფილი ბელადის და ქართველი ექიმის უცნაური ამბავი

ბატონი ბიძინა სამოცდაათს მიღწეული ექიმია, რომელსაც საოცარი იუმორის გრძნობა აქვს

და სხვა დროსაც გამომიყენებია ჩემს მასალებში მის მიერ მოთხრობილი კურიოზები. ახლა ერთ-ერთ შორეულ წარსულს იხსენებს:

- სამედიცინო ინსტიტუტი მოსკოვში დავამთავრე და ისე შევეჩვიე "კაი ცხოვრებას", სიკვდილივით არ მინდოდა ჩემს პატარა სოფელში დაბრუნება. არადა, არც მოსკოვში დამტოვებდა ვინმე, თუ ერთ მაცდურ წინადადებაზე არ დავთანხმდებოდი: ორი წლით აფრიკის რომელიღაც განუვითარებელ სახელმწიფოში უნდა წავსულიყავი სამუშაოდ და იქაურ მოსახლეობას გავრცელებული ეპიდემიების დამარცხებაში დავხმარებოდი. საბჭოთა კავშირის მთავრობას ჰქონდა აღებული ასეთი ვალდებულება მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების წინაშე. ვინც ერთხელ გაბრიყვდებოდა და წავიდოდა, ისეთ პირობებში უხდებოდა მუშაობა, მეორედ საკმაოდ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდაც არ თანხმდებოდა მივლინებას. ძალიანაც არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა მართლა არ მქონდა. ცოლი ახალი შერთული მყავდა, უკვე ფეხმძიმედ იყო და მის წაყვანას ვერ გავრისკავდი. ჩემი მეუღლე რუსია. იმ იმედით გამიშვა, რომ იქიდან დაბრუნებულს, მოსკოვში სამუშაოსაც მომცემდნენ და მუდმივ საცხოვრებლად თუნდაც, ერთ ოთახს, საერთო საცხოვრებელში...

მოკლედ, დავტოვე ექვსი თვის ფეხმძიმე ცოლი და გავემგზავრე. იქ ადგილობრივი ექიმები დაგვხვდნენ, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩვენს სანიტრებსაც კი ბევრად მეტი ესმოდათ მედიცინის, ვიდრე იმათ. როგორც ღმერთებს, ისე გვიცქერდნენ. აღარ იცოდნენ, რით ესიამოვნებინათ ჩვენთვის, მაგრამ კანის ისეთი შეფერილობა ჰქონდათ - მოლურჯო-მოიისფრო, თანაც დახორკლილი, ხელისგულები კი ყვითელი, არაფერი მინდოდა მათგან, განსაკუთრებით, მათი მომზადებული საკვები. ყველაფერი დიდი ხის გობებით მოჰქონდათ და თუ საერთო გობიდან ჭამის უფლებას მოგვცემდნენ, დიდ პატივად ითვლებოდა. ხშირად ველურ ტომებშიც გვიხდებოდა გასვლა. ისინი ღია ცის ქვეშ, ტყეებში ცხოვრობდნენ. ერთხელაც, ასეთ ადგილზე მოგვიხდა გასვლა: იმ ტომის ბელადის უფროსი ვაჟი იყო ცუდად. რომ გავსინჯე, მაშინვე მივხვდი, აპენდიცინტი ჰქონდა გახეთქილი. სიცხისგან იწვოდა და ბოდავდა. ისე ცუდად იყო, რომ ადგილზევე გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთება. თარჯიმნობას იქაური კოლეგა მიწევდა და იმან გამაფრთხილა: თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ მოარჩენ, არ მოჰკიდო ხელი, თორემ შეიძლება, შენ დაგაბრალონ მისი სიკვდილი და მოგკლანო... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი