სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ცენტრ-პოინტის" საქმის ახალი დეტალები - რა ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს გურამ რჩეულიშვილი და ვის ჩამოსვლას ელოდება საქართველოში
"ცენტრ-პოინტის" საქმის ახალი დეტალები - რა ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს გურამ რჩეულიშვილი და ვის ჩამოსვლას ელოდება საქართველოში

გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი - და­ახ­ლო­ე­ბით ათ დღე­ში და­ი­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის წარ­სად­გე­ნი საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბია და­მო­კი­დე­ბუ­ლი

პრო­კუ­რო­რი - "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" საქ­მის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია

"ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სა­მეთ­ვა­ლუ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით ათ დღე­ში და­ი­დე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც რჩე­უ­ლიშ­ვი­ლებ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას უნდა შეს­თა­ვა­ზონ.

რო­გორც გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი ელო­დე­ბი­ან "ერთი ბიზ­ნეს­მე­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას", რო­მე­ლიც "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" ქო­ნე­ბას შე­ი­ძენს, მი­ღე­ბუ­ლი თან­ხით კი იგეგ­მე­ბა რამ­დე­ნი­მე ობი­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბა.

"საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას ერთი, ბოლო დე­ტა­ლი აკ­ლია, ვე­ლო­დე­ბით ადა­მი­ა­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, რო­მელ­თა­ნაც, ჯერ კი­დევ მა­მა­ჩე­მი რომ ცო­ცხა­ლი იყო, მა­შინ მოხ­და შე­თან­ხმე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით ათ დღე­ში სა­ბო­ლოო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­ი­დე­ბა. ამ ერთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მთლი­ა­ნი, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა და მისი მი­წო­დე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობს ამ ადა­მი­ან­ზე გარ­კვე­უ­ლი ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბას და რამ­დე­ნი­მე დარ­ჩე­ნი­ლი ობი­ექ­ტის დამ­თავ­რე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, პირი, რომ­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­საც ელო­დე­ბი­ან, ბიზ­ნეს­მე­ნია.

"ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" საქ­მის პრო­კუ­რო­რი, ლაშა კოტ­რი­კა­ძე კი აცხა­დებს, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია. რო­გორც პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ და­ი­წყე­ბა, როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბათ ზი­ა­ნი.

მი­სი­ვე თქმით, დაც­ვის მხა­რე პრო­კუ­რა­ტუ­რას ამ ეტაპ­ზე კონ­კრე­ტულს არა­ფერს სთა­ვა­ზობს.

"და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც ზედ­მე­ტია. ეს არ გა­ნი­ხი­ლე­ბა არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში. მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ და­ი­წყე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბა, როცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბათ ზი­ა­ნი. დაც­ვის მხა­რე რა­ღაც ვა­რი­ან­ტებს გვთა­ვა­ზობს, თუმ­ცა მო­ცე­მუ­ლი ეტა­პის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რია. როცა იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი და რე­ა­ლუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­შინ გან­ვი­ხი­ლავთ პი­რო­ბებს", - გა­ნა­ცხა­და კოტ­რი­კა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ცენტრ-პოინტის" საქმის ახალი დეტალები - რა ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს გურამ რჩეულიშვილი და ვის ჩამოსვლას ელოდება საქართველოში

"ცენტრ-პოინტის" საქმის ახალი დეტალები - რა ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს გურამ რჩეულიშვილი და ვის ჩამოსვლას ელოდება საქართველოში

გურამ რჩეულიშვილი - დაახლოებით ათ დღეში დაიდება ხელშეკრულება, რომელზეც პროკურატურისთვის წარსადგენი საპროცესო შეთანხმების პირობებია დამოკიდებული

პროკურორი - "ცენტრ-პოინტის" საქმის დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია

"ცენტრ პოინტის" სამეთვალუყურეო საბჭოს თავმჯდომარის გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, დაახლოებით ათ დღეში დაიდება ხელშეკრულება, რომელზეც დამოკიდებულია საპროცესო შეთანხმების პირობები, რომელიც რჩეულიშვილებმა პროკურატურას უნდა შესთავაზონ.

როგორც გურამ რჩეულიშვილმა აღნიშნა, ისინი ელოდებიან "ერთი ბიზნესმენის საქართველოში დაბრუნებას", რომელიც "ცენტრ პოინტის" ქონებას შეიძენს, მიღებული თანხით კი იგეგმება რამდენიმე ობიექტის დასრულება.

"საპროცესო შეთანხმებას ერთი, ბოლო დეტალი აკლია, ველოდებით ადამიანის საქართველოში ჩამოსვლას, რომელთანაც, ჯერ კიდევ მამაჩემი რომ ცოცხალი იყო, მაშინ მოხდა შეთანხმება. დაახლოებით ათ დღეში საბოლოო ხელშეკრულება დაიდება. ამ ერთ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული მთლიანი, საპროცესო შეთანხმების პირობების შეთავაზება და მისი მიწოდება პროკურატურისთვის. ხელშეკრულება გულისხმობს ამ ადამიანზე გარკვეული ქონების გასხვისებას და რამდენიმე დარჩენილი ობიექტის დამთავრებას", - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

მისივე თქმით, პირი, რომლის საქართველოში დაბრუნებასაც ელოდებიან, ბიზნესმენია.

"ცენტრ-პოინტის" საქმის პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე კი აცხადებს, რომ დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია. როგორც პროკურორმა აღნიშნა, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ ზიანი.

მისივე თქმით, დაცვის მხარე პროკურატურას ამ ეტაპზე კონკრეტულს არაფერს სთავაზობს.

"დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არ განიხილება არც ერთ შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყება მოლაპარაკება, როცა დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ ზიანი. დაცვის მხარე რაღაც ვარიანტებს გვთავაზობს, თუმცა მოცემული ეტაპისთვის კონკრეტული არაფერია. როცა იქნება კონკრეტული და რეალური შემოთავაზება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ განვიხილავთ პირობებს", - განაცხადა კოტრიკაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ