კომპანია „ბარამბო“ ნაყინის სეზონს ბევრი სიახლით ხვდება

კომპანია „ბარამბო“ ნაყინის სეზონს ბევრი სიახლით ხვდება

გაზრდილი ასორტიმენტი, განახლებული გემო, დიზაინი და მომხმარებლისთვის პროდუქციის ხარისხთან მიმართებაში მისაღები ფასი ცხელი დღეების გასაგრილებლად ნამდვილად მიმზიდველია. წლის ერთ-ერთი გემრიელი სიახლეა ბარამბოს ნაყინის ტორტი - ჩიტის რძე, მის გალღობას მაცივრიდან გამოღების შემდეგ 5 წუთი დაელოდეთ და უგემრიელესი მუსისებრი შიგთავსი გაგაოცებთ. გაფართოვდა დიდი კონუსის სახეობაც, დაემატა ბანანის და მარწყვის ნაყინი ხრაშუნა ვაფლში, საოჯახო სახის 1000 მლ-იანი სამი შოკოლადის გემოს ტანდემი კი ბარამბო ექსპორტის ბრენდის ქვეშ აწარმოა კომპანიამ - ექსპორტის ნაყინის ტორტს კი შოკოლადი-ალუბლით დაემატა. ბარამბოს ესკიმოს მოყვარულებს ექნებათ შესაძებლობა დააგემოვნონ ახალი ესკიმო ვანილი-რძიანი მინანქრით და ხრაშუნებით, ხოლო ჭიქის ნაყინში გვხვდება ფრანგული ვანილი კარამელის ტოპინგით.

წელს ბარამბოს ნაყინის წარმოების მიმართულებით ახალი ხაზი შევიდა ექსპლუატაციაში 900 მლ-იანი ვანილი, ვანილი-შოკოლადის მიქსი და ვანილი მარწყვი მარწყვის ტოპინგით. მრავალწევრიანი ოჯახისთვის კი სიახლეა 5000 მლ-იანი შოკოლადი-ვანილი-ბისკოტინო, მოცხარი-პანაკოტა-ჟოლო და ბანანი-ფეიხოა-მარწყვი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი