გია აბდალაძე - მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები

გია აბდალაძე - მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები

დავით დევნოზაშვილი დამემუქრა, ვიცით შენი შვილი კომაროვის სკოლაში სწავლობს და შეიძლება ერთ დღეს სკოლიდან გამოსულს ქუჩაში მანქანა დაეჯახოსო, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლის დავით დევნოზაშვილის საქმეზე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხა. პროცესს თავად დევნოზაშვილიც ესწრებოდა.

გია აბდალაძის განცხადებით, სწორედ დავით დევნოზაშვილთან შეთანხმებით და მისი უშუალო კარნახით შედგენილი ტექსტით მისცა აღიარებითი ჩვენება.

როგორც გია აბდალაძემ აღნიშნა, დევნოზაშვილთან ერთად მასზე ზეწოლას ახდენდა ციხის ადმინისტრაციის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც ამჟამად "დინამოს" ბაზის დაცვის სამსახურში მუშაობს.

"სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ამჟამად მუშაობს "დინამოს" დაცვის ბაზაში. იქ შემხვდა და ამოვიცანი. 24 საათი დევნოზაშვილთან ერთად იყო და ჩვენზე „მუშაობდა", - განაცხადა გია აბდალაძემ.

მან ჩვენების დროს კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება.

"მომთხოვეს ეკა ბესელიას აცილება. მე ეს გავაკეთე, მაგრამ ეკა ბესელიამ ჩემს ჩვენებას წარწერა გაუკეთა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემს მიერ წარმოთქმულ ცრუ ჩვენებას და სწორედ ეს დეტალი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია. ეკა ბესელია მოწმის სახით წარსდგება სასამართლოზე", - განაცხადა გია აბდალაძემ.

როგორც აბდალაძე აცხადებს, მისი ვერსიაა, რომ 26 მაისს გადაღებული ფოტოების გამო დასაჯეს და სავარაუდოდ, გამოძიებაც ამ დასკვნამდე მივა.

"მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, უტიაშვილი არიან ჩვენი დასჯის შემკვეთები", - განაცხადა ფოტოგრაფმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ