სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო
აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო

აკუ­რის ღვი­ნის ქარ­ხნის ჩა­მორ­თმე­ვის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლომ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო. მო­სა­მარ­თლის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და, თუმ­ცა "ამი­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, მას სას­ჯე­ლი შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 1 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა შს ყო­ფილ მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, მო­სა­მარ­თლემ მას 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა, თუმ­ცა "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით, სას­ჯე­ლის ვადა მა­საც შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ 2 წლი­თა და 3 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აკუ­რის ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბი­დან პირ­ვე­ლია, რო­მელ­ზეც ადე­იშ­ვი­ლი გამ­ტყუნ­და. რო­გორც ად­ვო­კატ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ბრა­ლე­უ­ლო­ბას არ ადას­ტუ­რებ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო

აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო

აკურის ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა "ამინისტიის შესახებ" კანონის თანახმად, მას სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

რაც შეეხება შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მოსამართლემ მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა "ამნისტიის შესახებ" კანონით, სასჯელის ვადა მასაც შეუმცირდა და საბოლოოდ 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღსანიშნავია, რომ აკურის ღვინის ქარხანაზე გამოტანილი განაჩენი იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებიდან პირველია, რომელზეც ადეიშვილი გამტყუნდა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას არ ადასტურებდა.

"საფრანგეთში ორივე დაწესებულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურების გავლენისა და კონტროლის ქვეშ არის" - დავით ფურცხვანიძე

"ტაჯიკეთის მოქალაქეებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ფიზიკურად გაუსწორდნენ", - შსს-მ 4 პირი დააკავა

"ფურცხვანიძე ბაჩალიაშვილების ოჯახს ანტისახელმწიფოებრივად იყენებს... ის ხელმძღვანელობს მედიას, რომელიც პირდაპირ რუსეთის სამთავრობო ლოჟისგან ფინანსდება" - ექსპერტი