სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
სხვენში, სარდაფში, ეზოებსა და გზებზე... - ბოლნისში შხამიანი გველების სიმრავლეს უჩივიან
სხვენში, სარდაფში, ეზოებსა და გზებზე... - ბოლნისში შხამიანი გველების სიმრავლეს უჩივიან

ბოლ­ნი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ქვე­წარ­მავ­ლე­ბის სიმ­რავ­ლეს უჩი­ვის. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ქვე­წარ­მავ­ლე­ბი, მათ შო­რის შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სახ­ლე­ბის სხვენ­ში, სარ­დაფ­ში, ეზო­ებ­სა და გზებ­ზე ხში­რად ხვდე­ბათ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ქვე­წარ­მავ­ლე­ბის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა­ზე შპს "კო­მუ­ნა­ლუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბის" სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ცხე­ლი ხაზი, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბას, ქვე­წარ­მავ­ლის ნახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში, და­რეკ­ვა 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია.

შპს "კო­მუ­ნა­ლუ­რი მე­ურ­ნე­ო­ბის" ქვე­წარ­მავ­ლე­ბის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის სპე­ცი­ა­ლის­ტის და­ვით ბუ­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მათ ბოლ­ნი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა აპ­რი­ლის ბოლო რი­ცხვე­ბი­დან და­ი­წყეს და დღემ­დე ქვე­წარ­მავ­ლის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფის 12 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

"ბოლ­ნის­ში ისე­თი რე­ლი­ე­ფია, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა ქვე­წარ­მავ­ლებს ხში­რად ნა­ხუ­ლობს. ქა­ლა­ქი მთე­ბით არის გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი და არის კლდე­ე­ბი, სა­დაც გი­ურ­ზა ბი­ნად­რობს. ბოლ­ნის­ში გი­ურ­ზე­ბის პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად, არა­ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბით არი­ან სხვა სა­ხე­ო­ბის ქვე­წარ­მავ­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, წი­თელ­მუ­ცე­ლა მცუ­რა­ვი. ასე­ვე ხში­რად გვხვდე­ბა ოთხზო­ლი­ა­ნი მცუ­რა­ვი, რო­მე­ლიც 2- 2,5 მეტ­რი იზ­რდე­ბა. ასე­ვე სახ­ლებ­ში, ეზო­ებ­ში, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სა­ქათ­მე­ებ­სა და სა­ქონ­ლის სად­გო­მებ­ში ხში­რად გვხვდე­ბი­ან გველ­ხო­კე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხვლი­კის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა და ფე­ხე­ბი არ აქვს. მინ­და ვთქვა, რომ ადა­მი­ა­ნებს არ აინ­ტე­რე­სებთ გვე­ლი შხა­მი­ა­ნია თუ არა, ისი­ნი ამა­ში ვერც ერ­კვე­ვი­ან და ეში­ნი­ათ. ამ შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, ქვე­წარ­მავ­ლის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფი­სათ­ვის ჩვენ გვი­ძა­ხე­ბენ. მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე არის გი­ურ­ზა, რო­მე­ლიც შხა­მი­ა­ნია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ გვქონ­და ერთი გა­მო­ძა­ხე­ბა, სო­ფელ დის­ვე­ლის გზა­ზე და­ვი­ჭი­რეთ საკ­მა­ოდ დიდი ზო­მის გი­ურ­ზა. შარ­შან ბოლ­ნის­ში გი­ურ­ზას მიერ ადა­მი­ა­ნის დაკ­ბე­ნის ერთი შემ­თხვე­ვაც და­ფიქ­სირ­და. ჩვენ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვმუ­შა­ობთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვართ, რომ თი­თო­ე­ულ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე დრო­უ­ლად მი­ვი­დეთ", - გა­ნა­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში და­ვით ბი­უშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

სხვენში, სარდაფში, ეზოებსა და გზებზე... - ბოლნისში შხამიანი გველების სიმრავლეს უჩივიან

სხვენში, სარდაფში, ეზოებსა და გზებზე... - ბოლნისში შხამიანი გველების სიმრავლეს უჩივიან

ბოლნისის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქვეწარმავლების სიმრავლეს უჩივის. ადგილობრივების თქმით, ქვეწარმავლები, მათ შორის შხამიანი გველები, ტემპერატურის მატებასთან ერთად, სახლების სხვენში, სარდაფში, ეზოებსა და გზებზე ხშირად ხვდებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ქვეწარმავლების გაუვნებელყოფაზე შპს "კომუნალური მეურნეობის" სპეციალისტები მუშაობენ, ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობას, ქვეწარმავლის ნახვის შემთხვევაში, დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

შპს "კომუნალური მეურნეობის" ქვეწარმავლების გაუვნებელყოფის სპეციალისტის დავით ბუიშვილის განცხადებით, მათ ბოლნისის ტერიტორიაზე მუშაობა აპრილის ბოლო რიცხვებიდან დაიწყეს და დღემდე ქვეწარმავლის გაუვნებელყოფის 12 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"ბოლნისში ისეთი რელიეფია, სადაც მოსახლეობა ქვეწარმავლებს ხშირად ნახულობს. ქალაქი მთებით არის გარშემორტყმული და არის კლდეები, სადაც გიურზა ბინადრობს. ბოლნისში გიურზების პრობლემაა, მაგრამ ამასთან ერთად, არანაკლები რაოდენობით არიან სხვა სახეობის ქვეწარმავლები, მაგალითად, წითელმუცელა მცურავი. ასევე ხშირად გვხვდება ოთხზოლიანი მცურავი, რომელიც 2- 2,5 მეტრი იზრდება. ასევე სახლებში, ეზოებში, აღარაფერს ვამბობ საქათმეებსა და საქონლის სადგომებში ხშირად გვხვდებიან გველხოკელები, რომლებიც ხვლიკის ნაირსახეობაა და ფეხები არ აქვს. მინდა ვთქვა, რომ ადამიანებს არ აინტერესებთ გველი შხამიანია თუ არა, ისინი ამაში ვერც ერკვევიან და ეშინიათ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქვეწარმავლის გაუვნებელყოფისათვის ჩვენ გვიძახებენ. მთავარი პრობლემა, როგორც აღვნიშნე არის გიურზა, რომელიც შხამიანია. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ერთი გამოძახება, სოფელ დისველის გზაზე დავიჭირეთ საკმაოდ დიდი ზომის გიურზა. შარშან ბოლნისში გიურზას მიერ ადამიანის დაკბენის ერთი შემთხვევაც დაფიქსირდა. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და მაქსიმალურად მობილიზებული ვართ, რომ თითოეულ გამოძახებაზე დროულად მივიდეთ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში დავით ბიუშვილმა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა