სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საია - 5 სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა
საია - 5 სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა

ხუთ სა­მი­ნის­ტრო­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად 2 300 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, მათ­გან ყვე­ლა­ზე მეტი 2250 - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან, 20 სა­ჯა­რო მო­ხე­ლე - ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრო­დან, 17 -ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, 11 - კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან, ხოლო ყვე­ლა­ზე ცოტა - 2 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის კვლე­ვა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის 2016 წლის 9 დე­კემ­ბრის ინი­ცი­ა­ტი­ვას ეხე­ბა სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მიერ სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის 10%-ით შემ­ცი­რე­ბა­სა და შტა­ტე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ.

რო­გორც საია-ს თავ­მჯდო­მა­რემ ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია არ წარ­მო­ად­გენს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას, თუმ­ცა ის უნდა იყოს გან­ჭვრე­ტა­დი, გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­სა­გებ კრი­ტე­რი­უმ­ზე.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა მო­ნი­ტო­რინ­გმა გა­მოვ­ლი­ნა, რომ სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მთე­ლი რიგი ხარ­ვე­ზე­ბით. 12-მა სა­მი­ნის­ტრომ ითა­ნამ­შრომ­ლა ჩვენ­თან და მოგ­ვა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია. მათ­გან აღ­ნიშ­ნუ­ლი ხუთი სა­მი­ნის­ტრო­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ამ პრო­ცეს­ში იკ­ვე­თე­ბა მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი. პრო­ცე­სი არ იყო გამჭვირ­ვა­ლე თა­ვად სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის­თვის და მათ­ში ეს პრო­ცე­სი იწ­ვევ­და გა­ურ­კვევ­ლო­ბას, შიშს, ასე­ვე ცუ­დად მოქ­მე­დებ­და მათ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე. შიშს იწ­ვევ­და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ იყო ნათ­ლად გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, თუ რის სა­ფუძ­ველ­ზე თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან", - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მისი თქმით, საია იცავს 3 სა­ჯა­რო მო­ხე­ლის უფ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­მარ­თლებ­რივ და­ვას აწარ­მო­ე­ბენ და ფიქ­რო­ბენ, რომ მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი საკ­მა­რი­სად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

საია-ს გან­ცხა­დე­ბით, რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მათ ინ­ფორ­მა­ცია არ მი­ა­წო­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ და გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის სა­მი­ნის­ტრომ.

"12 სა­მი­ნის­ტროს მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მიერ შემ­ცი­რე­ბუ­ლი სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბის მთლი­ა­ნი ოდე­ნო­ბა შე­ად­გენს 55 მლნ 344 ათას ლარს. სა­მი­ნის­ტრო­ებ­მა ყვე­ლა­ზე მეტი თან­ხა, სულ 39 მლნ ლარი - შე­ამ­ცი­რეს შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ნა­წილ­ში, რაც ძი­რი­თა­დად გა­მო­ი­ხა­ტა პრე­მი­ე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის ფონ­დის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბა­სა ან/და მთლი­ა­ნად გა­უქ­მე­ბა­ში. რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც გა­მო­იწ­ვია შტა­ტე­ბის შემ­ცი­რე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და 5 სა­მი­ნის­ტრო­ში, კერ­ძოდ: თავ­დაც­ვის; ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა სა­მი­ნის­ტრო; რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის; კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რის სა­ფუძ­ველ­ზეც სულ გა­თა­ვი­სუფ­ლდა 2300 სა­ჯა­რო მო­ხე­ლე. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი­სათ­ვის კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით გა­დახ­დი­ლი თან­ხის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა არის 5 მი­ლი­ონ 322 ათას 300 ლარი.

5 თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქის - ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის, ზუგ­დი­დის, ოზურ­გე­თის და ფო­თის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მმარ­თველ­მა ქა­ლა­ქებ­მა სა­ბი­უ­ჯე­ტო ხარ­ჯე­ბი შე­ამ­ცი­რეს სულ 3 მლნ 630 ათა­სი ლა­რით, ხოლო აი­პე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა 1მლნ 220 ათა­სი ლა­რით. გარ­და ამი­სა, აა­ი­პებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად სულ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა 137 თა­ნამ­შრო­მე­ლი.

სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ანა­ლი­ზი­სა და შე­ფა­სე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლი­ნა შემ­დე­გი პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბი:

1. მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე არ ყო­ფი­ლა გან­ხი­ლუ­ლი სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი და შე­დე­გე­ბი, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლი სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ზე;

2. სა­მი­ნის­ტრო­ებ­სა და თვით­მმარ­თველ ქა­ლა­ქებს ჰქონ­დათ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბი სა­ბი­უ­ჯე­ტო სახ­სრე­ბის შემ­ცი­რე­ბის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­სა და ოდე­ნო­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ერ­თი­ა­ნი ხედ­ვის არარ­სე­ბო­ბით;

3. მი­ნის­ტრე­ბის მიერ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი სტან­დარ­ტუ­ლი და ფორ­მა­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­საა, სა­დაც გა­წე­რი­ლია მხო­ლოდ რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის და­წყე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა გაფრ­თხი­ლე­ბის მო­თხოვ­ნა.

4. სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს არ აქვთ ნათ­ლად გა­წე­რი­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა შე­სარ­ჩე­ვად.

5. და­დე­ბით ტენ­დენ­ცი­ად უნდა შე­ფას­დეს, თვით­მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ აი­პე­ბის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია და მათი და­ფი­ნან­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ხორ­ცი­ელ­და ნაჩ­ქა­რე­ვად და მოკ­ლე ვა­დებ­ში, არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი, თვით­მმარ­თვე­ლი ქა­ლა­ქე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა და მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის კვლე­ვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საია - 5 სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა

საია - 5 სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა

ხუთ სამინისტროში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად 2 300 თანამშრომელი გათავისუფლდა, მათგან ყველაზე მეტი 2250 - თავდაცვის სამინისტროდან, 20 საჯარო მოხელე - ლტოლვილთა სამინისტროდან, 17 -ინფრასტრუქტურის, 11 - კულტურის სამინისტროდან, ხოლო ყველაზე ცოტა - 2 თანამშრომელი გათავისუფლდა საგარეო საქმეთა სამინისტროდან, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივას ეხება საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების ოპტიმიზაციის შესახებ.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რეორგანიზაცია არ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა ის უნდა იყოს განჭვრეტადი, გამჭვირვალე პროცესი დაფუძნებული გასაგებ კრიტერიუმზე.

"სამწუხაროდ, ჩვენს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოვლინა, რომ საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობდა მთელი რიგი ხარვეზებით. 12-მა სამინისტრომ ითანამშრომლა ჩვენთან და მოგვაწოდა ინფორმაცია. მათგან აღნიშნული ხუთი სამინისტროდან გათავისუფლდნენ თანამშრომლები და ამ პროცესში იკვეთება მთელი რიგი პრობლემები. პროცესი არ იყო გამჭვირვალე თავად საჯარო მოხელეებისთვის და მათში ეს პროცესი იწვევდა გაურკვევლობას, შიშს, ასევე ცუდად მოქმედებდა მათ მოტივაციაზე. შიშს იწვევდა იქიდან გამომდინარე, რომ არ იყო ნათლად გაწერილი კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე თავისუფლდებოდნენ ადამიანები სამსახურიდან", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, საია იცავს 3 საჯარო მოხელის უფლებებს, რომლებიც სამართლებრივ დავას აწარმოებენ და ფიქრობენ, რომ მათი გათავისუფლების მიზეზები საკმარისად დასაბუთებული არ ყოფილა.

საია-ს განცხადებით, რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.

"12 სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროების მიერ შემცირებული საბიუჯეტო ხარჯების მთლიანი ოდენობა შეადგენს 55 მლნ 344 ათას ლარს. სამინისტროებმა ყველაზე მეტი თანხა, სულ 39 მლნ ლარი - შეამცირეს შრომის ანაზღაურების ნაწილში, რაც ძირითადად გამოიხატა პრემიებისა და დანამატების ფონდის მნიშვნელოვნად შემცირებასა ან/და მთლიანად გაუქმებაში. რეორგანიზაცია, რომელმაც გამოიწვია შტატების შემცირება განხორციელდა 5 სამინისტროში, კერძოდ: თავდაცვის; ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; კულტურისა და ძეგლთა დაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტრო, რის საფუძველზეც სულ გათავისუფლდა 2300 საჯარო მოხელე. გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებისათვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხის ჯამური ოდენობა არის 5 მილიონ 322 ათას 300 ლარი.

5 თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ფოთის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თვითმმართველმა ქალაქებმა საბიუჯეტო ხარჯები შეამცირეს სულ 3 მლნ 630 ათასი ლარით, ხოლო აიპების დაფინანსება 1მლნ 220 ათასი ლარით. გარდა ამისა, ააიპებში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად სულ სამსახურიდან გათავისუფლდა 137 თანამშრომელი.

საბიუჯეტო სახსრების შემცირებისა და რეორგანიზაციის პროცესის ანალიზისა და შეფასების შედეგად გამოვლინა შემდეგი პრობლემური საკითხები:

1. მთავრობის სხდომაზე არ ყოფილა განხილული სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი და შედეგები, ასევე საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია ეფექტური კონტროლი სამინისტროებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესზე;

2. სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს ჰქონდათ არაერთგვაროვანი და განსხვავებული მიდგომები საბიუჯეტო სახსრების შემცირების პრიორიტეტებისა და ოდენობის თაობაზე, რაც განპირობებული იყო საქართველოს მთავრობის ერთიანი ხედვის არარსებობით;

3. მინისტრების მიერ რეორგანიზაციის თაობაზე გამოცემული ბრძანებები სტანდარტული და ფორმალური ხასიათისაა, სადაც გაწერილია მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესის დაწყების თაობაზე საჯარო მოხელეთა გაფრთხილების მოთხოვნა.

4. საჯარო დაწესებულებებს არ აქვთ ნათლად გაწერილი კრიტერიუმები რეორგანიზაციის პროცესში გასათავისუფლებელ საჯარო მოხელეთა შესარჩევად.

5. დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს, თვითმმართველობის ორგანოების მიერ აიპების რეორგანიზაცია და მათი დაფინანსების შემცირება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განხორციელდა ნაჩქარევად და მოკლე ვადებში, არსებობს კითხვები, თვითმმართველი ქალაქების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საჭიროებისა და მიზანშეწონილობის თაობაზე", - აღნიშნულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."