ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ბოგუსლავ სობოტკამ გუშინ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. გადადგომის მიზეზად ჩეხეთის ფინანსთა მინისტრ, მილიარდერ ანდრე ბაბისთან არსებული დაპირისპირება დაასახელა.

ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ქვეყნის პრეზიდენტს მილოშ ზემანს გადადგომის მოთხოვნით მიმართავს.

ბოგუსლავ სობოტკამ ფინანსთა მინისტრი გადასახადების თავის არიდებაში დაადანაშაულა.

"მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ფინანსთა მინისტრს არ შეუძლია პასუხი გაგვცეს თუ საიდან მოიპოვა ქონება და შეასრულა თუ არა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება", - განაცხადა ბოგუსლავ სობოტკამ.

"მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, პასუხს ვერ ვაგებ იმ მთავრობაზე, რომლის ფინანსთა მინისტრი ეჭვმიტანილია ფინანსურ მაქინაციებში. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის გადადგომის შესახებ. შესაბამისი მოთხოვნით პრეზიდენტს კვირის განმავლობაში მივმართავ", - დასძინა ჩეხეთის პრემიერმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"