შსს-მ ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლების დაპირისპირების შედეგად ოთხი პირი დააკავა

შსს-მ ტრანსგენდერი ქალებისა და მათი მეზობლების დაპირისპირების შედეგად ოთხი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გვიან ღამით ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, ოთხი პირი დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, წყნეთის ქუჩაზე, გვიან ღამით, ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეგობრებს შორის ინციდენტი მოხდა. მეზობლებმა საკითხის გარკვევა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად ფიზიკურად არავინ დაშავებულა.

იხილეთ ვიდეო: "რაც აქ კონცერტები მოაწყვეს, ისე აწყობენ ხოლმე სადარბაზოს წინ" - ტრანსგენდერ ქალებსა და მეზობლებს შორის ჩხუბისას 4 პირი დააკავეს

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი