სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბორჯომში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტყის მასივში 100 ჰექტრამდე ფართობი უკვე აღდგენილია
ბორჯომში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტყის მასივში 100 ჰექტრამდე ფართობი უკვე აღდგენილია

გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრი გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს ხან­ძრით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ტყის მა­სი­ვის ნერ­გე­ბით და­ფარ­ვა 3-5 წე­ლი­წად­ში დას­რულ­დე­ბა.

რო­გორც აგუ­ლაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ამის შემ­დეგ, ასე­ვე, 3-5 წე­ლი­წა­დი უნდა გაგ­რძელ­დეს მოვ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რათა ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი წა­რი­მარ­თოს. აგუ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ბორ­ჯო­მის ტყის მა­სი­ვის აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი წლე­ბია მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და სა­ტყეო სა­ა­გენ­ტოს, ისე რამ­დე­ნი­მე დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. ამას­თან, ბოლო პე­რი­ოდ­ში პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო კერ­ძო სექ­ტო­რი.

"და­ახ­ლო­ე­ბით 100 ჰექ­ტა­რი ტყე უკვე აღ­დგე­ნი­ლია. იქვე მო­ე­წყო სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბაც. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­საქმდა ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­ში შე­იქ­მნა ეკოკ­ლუ­ბე­ბი. ახლა კომ­პა­ნია "თრი­ფექსთან" და ბიზ­ნე­სა­სო­ცი­ა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, კერ­ძო სექ­ტო­რის, ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით იგეგ­მე­ბა, რომ მთე­ლი ეს სა­ტყეო ფარ­თო­ბი, რაც და­იწ­ვა (თით­ქმის 1000 ჰექტრამ­დე) მთლი­ა­ნად აღ­დგეს. ჯერ­ჯე­რო­ბით, ახა­ლი და­წყე­ბუ­ლია კერ­ძო სექ­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბა, მაგ­რამ უკვე ჩანს, რომ კარ­გად უნდა გან­ვი­თარ­დეს პრო­ცე­სი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი, ორი ან თუნ­დაც ათწ­ლი­ა­ნი პრო­ცე­სი. ტყის მა­სი­ვის სრულ აღ­დგე­ნას და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, დიდი ხანი დას­ჭირ­დე­ბა. ეს ძა­ლი­ან გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა იმის­თვის, რათა სა­ბო­ლოო ჯამ­ში აღ­დგეს ის ეკო­სის­ტე­მა, რაც ბორ­ჯომ­ში იყო. მე ვფიქ­რობ, ასე თუ გა­ი­შა­ლა ფრონ­ტი, რო­გორც ახლა იგეგ­მე­ბა და კერ­ძო ბიზ­ნე­სი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო, მხო­ლოდ გა­შე­ნე­ბას (და ეს არ არის მთა­ვა­რი, შემ­დეგ მო­დის მოვ­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი) - მთლი­ა­ნად ნერ­გე­ბით და­ფარ­ვას - შე­იძ­ლე­ბა, 3-5 წე­ლი­წა­დი დას­ჭირ­დეს. შემ­დეგ, ასე­ვე, 3-5 წე­ლი­წა­დი - მოვ­ლას, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მდგრა­დად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს და ბუ­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცეს", - გა­ნა­ცხა­და აგუ­ლაშ­ვილ­მა.

მი­ნის­ტრი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დარ­გუ­ლი ნერ­გე­ბის გა­ხა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია - და­ახ­ლო­ე­ბით 80%. ირ­გვე­ბა რო­გორც წიწ­ვო­ვა­ნი, ისე ფოთ­ლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი, და ად­გი­ლობ­რივ სა­ხე­ო­ბებს, ახ­ლე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2008 წელს რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის დროს, ხან­ძრის შე­დე­გად ბორ­ჯო­მის ხე­ო­ბა­ში 950-მდე ჰა ფარ­თო­ბი და­ზი­ან­და, აქე­დან 250 ჰექ­ტა­რი სრუ­ლად გა­ნად­გურ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბორჯომში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტყის მასივში 100 ჰექტრამდე ფართობი უკვე აღდგენილია

ბორჯომში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დამწვარ ტყის მასივში 100 ჰექტრამდე ფართობი უკვე აღდგენილია

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ვარაუდობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხანძრით განადგურებული ტყის მასივის ნერგებით დაფარვა 3-5 წელიწადში დასრულდება.

როგორც აგულაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამის შემდეგ, ასევე, 3-5 წელიწადი უნდა გაგრძელდეს მოვლის ღონისძიებები, რათა ბუნებრივი განვითარების პროცესი წარიმართოს. აგულაშვილის თქმით, ბორჯომის ტყის მასივის აღდგენის სამუშაოები წლებია მიმდინარეობს როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სატყეო სააგენტოს, ისე რამდენიმე დონორი ორგანიზაციის მიერ. ამასთან, ბოლო პერიოდში პროცესში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორი.

"დაახლოებით 100 ჰექტარი ტყე უკვე აღდგენილია. იქვე მოეწყო სანერგე მეურნეობაც. პროექტის ფარგლებში დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. რამდენიმე სკოლაში შეიქმნა ეკოკლუბები. ახლა კომპანია "თრიფექსთან" და ბიზნესასოციაციასთან თანამშრომლობით, კერძო სექტორის, ფიზიკური და იურიდიული პირების ჩართულობით იგეგმება, რომ მთელი ეს სატყეო ფართობი, რაც დაიწვა (თითქმის 1000 ჰექტრამდე) მთლიანად აღდგეს. ჯერჯერობით, ახალი დაწყებულია კერძო სექტორის ჩართულობა, მაგრამ უკვე ჩანს, რომ კარგად უნდა განვითარდეს პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი, ორი ან თუნდაც ათწლიანი პროცესი. ტყის მასივის სრულ აღდგენას და რეაბილიტაციას, დიდი ხანი დასჭირდება. ეს ძალიან გრძელვადიანი პროექტი იქნება იმისთვის, რათა საბოლოო ჯამში აღდგეს ის ეკოსისტემა, რაც ბორჯომში იყო. მე ვფიქრობ, ასე თუ გაიშალა ფრონტი, როგორც ახლა იგეგმება და კერძო ბიზნესი აქტიურად ჩაერთო, მხოლოდ გაშენებას (და ეს არ არის მთავარი, შემდეგ მოდის მოვლის ღონისძიებები) - მთლიანად ნერგებით დაფარვას - შეიძლება, 3-5 წელიწადი დასჭირდეს. შემდეგ, ასევე, 3-5 წელიწადი - მოვლას, რომ ეს ყველაფერი მდგრადად ჩამოყალიბდეს და ბუნებრივი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს", - განაცხადა აგულაშვილმა.

მინისტრი ინფორმაციით, დარგული ნერგების გახარების მაჩვენებელი ძალიან მაღალია - დაახლოებით 80%. ირგვება როგორც წიწვოვანი, ისე ფოთლოვანი მცენარეები, და ადგილობრივ სახეობებს, ახლებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ხანძრის შედეგად ბორჯომის ხეობაში 950-მდე ჰა ფართობი დაზიანდა, აქედან 250 ჰექტარი სრულად განადგურდა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა