წიგნის მოყვარულებს "პალიტრა L" სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. დღეიდან წიგნის შეძენა უკვე აპარატებით იქნება შესაძლებელი.
"პალიტრა L"-ის წიგნის აპარატები მეტროსადგურებში - მარჯანიშვილი და სადგურის მოედანზე განთავსდა. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს დასახელებულ მისამართზე მარტივად შეუძლია მსოფლიო ბესტსელერების შეძენა. "პალიტრა L"-ის მიერ დანერგილი სიახლე საზოგადოებაში წიგნის პოპულარიზაციას ემსახურება.