სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი "შავლეგ მადლიანის" როლზე და რა სიახლეა მსახიობის პირად ცხოვრებაში
როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი "შავლეგ მადლიანის" როლზე და რა სიახლეა მსახიობის პირად ცხოვრებაში

მას შემ­დეგ, რაც "იმედ­ზე" სხვა გა­სარ­თობ გა­და­ცე­მებ­თან ერ­თად, "ილო ბე­როშ­ვი­ლის შოუც" და­ი­ხუ­რა, შოუს წამ­ყვანს 3-თვი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბის პე­რი­ო­დი ჰქონ­და. ამ­ბობს, რომ ეს სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. დატ­კბა შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, შეხ­ვდა პატ­რი­არ­ქს და ბევ­რი რამ გა­და­ა­ფა­სა. ახლა სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" თა­მა­შობს. ყო­ველ­თვის სურ­და, სა­კუ­თა­რი თავი სამ­სა­ხი­ო­ბო საქ­მე­ში გა­მო­ე­ცა­და და ეს დღეც დად­გა: მან ბიზ­ნეს­მენ შავ­ლეგ მად­ლი­ა­ნის როლი მო­ირ­გო.

- ილო, რო­გორ ხარ, შენი გა­და­ცე­მის ნოს­ტალ­გია ხომ არ გაქვს?

- ად­გი­ლი, სა­დაც წლე­ბი გაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­გე­ნატ­რე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ნატ­რე­ბი­ან, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც შო­უ­ში და დი­ლის გა­და­ცე­მა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. კონ­ტრაქ­ტი დას­რულ­და, არხზე რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია მოხ­და და ჩვენ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი გვქონ­და. "ილო ბე­როშ­ვი­ლის შოუს" შე­ვეჩ­ვიე და არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ოდეს­მე ღა­მის შოუს ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა­ში დავ­ბრუნ­დე. ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში სა­კუ­თა­რი თავი გა­მო­მე­ცა­და. მე ხომ პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ ვარ, მაგ­რამ გზა­დაგ­ზა ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­და.

იმ პე­რი­ოდ­ში, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე აქ­ტი­უ­რად ვჩან­დი, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში უამ­რა­ვი რამ მოხ­და, მქონ­და პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბიც. იყო პე­რი­ო­დი, როცა ერ­თდრო­უ­ლად სამ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დი. იმ რე­ჟიმს თან დიდი სტრე­სიც ახ­ლდა. არ ვიცი, პრე­ცე­დენ­ტი თუ არ­სე­ბობს, როცა ადა­მი­ა­ნი არის დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობს ღა­მის გა­და­ცე­მა­ზე.

"რეს­ტარ­ტი" ადა­მი­ანს კი არა, კომ­პი­უ­ტერ­საც სჭირ­დე­ბა. ეს დას­ვე­ნე­ბა სა­ჭი­რო იყო.

- ის 3 თვე რო­გორ გა­ა­ტა­რე?

- და­ვის­ვე­ნე, იო­გა­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი, დავ­დი­ვარ კუს ტბა­ზე, ბავ­შვებ­თან ერ­თად დიდ დროს ვა­ტა­რებ, თან ისე, რომ მათი თა­ნა­ტო­ლი ვხდე­ბი. როცა იცი, არ­სად გეჩ­ქა­რე­ბა, საქ­მე სწრა­ფად არ უნდა გა­ა­კე­თო. არ გაქვს იმის გან­ცდა, რომ რა­ღა­ცას ვერ ას­წრებ, სტრე­სიც აღარ გაქვს და ამას ში­ნა­გა­ნი სიმ­შვი­დე მო­აქვს.

- გარ­და იმი­სა, რომ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დატ­კბი, ალ­ბათ, ბევ­რი რამ გა­და­ა­ფა­სე კი­დეც, არა?

- პატ­რი­არ­ქს შევ­ხვდი ჩემი მე­გობ­რის, სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის (მამა გუ­რა­მი) დახ­მა­რე­ბით და იმ დღის შემ­დეგ ჩემ­ში სა­ო­ცარ­მა სიმ­შვი­დემ და­ი­სად­გუ­რა. შეხ­ვედ­რა 3 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და. 12 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­შინ შევ­ნიშ­ნე, პატ­რი­არ­ქის ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე მთე­ლი სხე­უ­ლი მი­კან­კა­ლებ­და, ცრემ­ლე­ბი მომ­დი­ო­და და ეს ამ­ბა­ვი ახ­ლობ­ლებ­მა იცოდ­ნენ. რო­დე­საც მამა გუ­რამს ეს ვუ­თხა­რი, ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე იზ­რუ­ნა. სულ მჯე­რო­და, პატ­რი­არ­ქს ადრე თუ გვი­ან, აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბო­დი. და­ვი­ნა­ხე თუ არა, ისევ კან­კა­ლი და­მე­წყო. ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა იყო, როცა მე ჩუ­მად ვი­ყა­ვი, პატ­რი­არ­ქი ლა­პა­რა­კობ­და. თა­ვა­დაც შე­მა­ტყო ღელ­ვა, შფო­თი... ისე­თი ძა­ლით და ენერ­გი­ით ამავ­სო, რომ იმ მდგო­მა­რე­ო­ბას სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემ. სხვაგ­ვა­რად ფიქ­რი და­ვი­წყე. პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, სულ მაქვს გან­ცდა, რომ მან ჩემ­ში ჩადო სი­კე­თის თეს­ლი, რო­მე­ლიც სულ უფრო და უფრო ღვივ­დე­ბა და აქამ­დე ამა­ზე ასე ვრცლად, სა­ჯა­როდ არც მი­ლა­პა­რა­კია.

- ამ შეხ­ვედ­რი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, რა და­გა­მახ­სოვ­რდა?

- მკი­თხა, იცი შენი სა­ხე­ლი - "ილია" რას ნიშ­ნავ­სო? არ ვი­ცო­დი. ილია ერ­თა­დერ­თი სა­ხე­ლია, რო­მელ­შიც ღმერ­თი ორ­ჯერ არის ნახ­სე­ნე­ბი და ნიშ­ნავს: "ღმერ­თი არის უფა­ლი ჩემი". დიდი სი­ნა­ნუ­ლით ვუ­თხა­რი, ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა მინ­დო­და და ვნა­ნობ, რომ არ გა­მო­მი­ვი­და-მეთ­ქი. ავუხ­სე­ნი, რომ ყვე­ლა­ზე მშვი­დი მა­შინ ვი­ყა­ვი, როცა ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი, გო­ლის გა­ტა­ნაც დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო-მეთ­ქი. გა­ე­ცი­ნა და მი­თხრა, - არ იცი, უფალს შენ­ზე სხვა რა გეგ­მე­ბი აქ­ვსო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო მისი ყო­ვე­ლი სი­ტყვა და ის ენერ­გე­ტი­კა, რო­მე­ლიც გად­მომ­ცა. მას­თან სა­ო­ცა­რი მცე­ნა­რე­ე­ბი ხა­რო­ბენ, შემ­დეგ ტრა­პეზ­ზე გა­და­მი­პა­ტი­ჟა. ხომ არის მო­მენ­ტი, როცა ადა­მი­ა­ნის­გან სით­ბოს იგ­რძნობ და სულ სხვაა, როცა ადა­მი­ა­ნის­გან სა­სი­ცო­ცხლო წყა­როს შე­იგ­რძნობ. დიდი ძა­ლის მქო­ნე სი­კე­თე და ის სიმ­შვი­დე, რო­მე­ლიც მის­გან ვიგ­რძე­ნი, ბავ­შვო­ბის მერე აღარ მქონ­და ნაგ­რძნო­ბი. ყვე­ლა­ნა­ი­რი შიში სა­დღაც გაქ­რა. ადა­მი­ა­ნებს ხომ ბევ­რი შიში გვაქვს...

- რო­გორც ვიცი, პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით ცი­ხე­ებ­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა გაქვს.

- დიახ, მომ­ცა კურ­თხე­ვა, რომ პა­ტიმ­რებ­თან შე­ვი­დე და "სთენ­და­ფე­ბი" ჩა­ვა­ტა­რო. უვა­დო პა­ტიმ­რე­ბი პატ­რი­არ­ქს გა­მორ­ჩე­უ­ლად უყ­ვარს. 2 კვი­რის წინ, ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი, ახლო მო­მა­ვალ­ში არას­რულ­წლო­ვან პა­ტიმ­რებს უნდა შევხდე, მერე სა­ვა­რა­უ­დოდ, ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში და "უვა­დო­ებ­თა­ნაც" შე­ვალ. მათ­გა­ნაც ძა­ლი­ან ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო რა­მეს ვი­გებ. იქ მოხ­ვედ­რას არა­ვის ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ ფიქ­რის­თვის მეტი დრო აქვთ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი სა­კუ­თარ თავს ჩა­უღ­რმავ­და. ხის­გან ისეთ ლა­მაზ ნა­კე­თო­ბებს ამ­ზა­დე­ბენ, რომ ნახო, გა­ოც­დე­ბი. უნდა მო­ის­მი­ნო, რო­გორ ლა­პა­რა­კო­ბენ, რამ­დე­ნად დიდი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვთ. ერთ-ერ­თმა ახ­ლა­ხან და­მი­რე­კა, ვი­ლა­პა­რა­კეთ. რო­გორც ჩანს, მეც არ დავ­ტო­ვე მათ­ზე ცუდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა. არას­დროს მიც­დია, ვინ­მე მო­მე­ტყუ­ე­ბი­ნა, პა­ტიმ­რე­ბი კი ფარსს, სი­ყალ­ბეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გრძნო­ბენ. გულ­წრფე­ლი ვი­ყა­ვი და ეს იგ­რძნეს. ისე­თი პო­ზი­ტი­უ­რი ღი­მი­ლი, რო­გო­რიც ცი­ხე­ში ვნა­ხე, გა­რეთ, ქუ­ჩა­ში არ მი­ნა­ხავს. მინ­და, ეს შეხ­ვედ­რე­ბი გაგ­რძელ­დეს. არ ვთვლი, რომ ქველ­მოქ­მე­დე­ბას ვე­წე­ვი. ამ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჩემ­თვი­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი "შავლეგ მადლიანის" როლზე და რა სიახლეა მსახიობის პირად ცხოვრებაში

როგორ აღმოჩნდა ილო ბეროშვილი "შავლეგ მადლიანის" როლზე და რა სიახლეა მსახიობის პირად ცხოვრებაში

მას შემდეგ, რაც "იმედზე" სხვა გასართობ გადაცემებთან ერთად, "ილო ბეროშვილის შოუც" დაიხურა, შოუს წამყვანს 3-თვიანი დასვენების პერიოდი ჰქონდა. ამბობს, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დატკბა შვილებთან ურთიერთობით, შეხვდა პატრიარქს და ბევრი რამ გადააფასა. ახლა სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" თამაშობს. ყოველთვის სურდა, საკუთარი თავი სამსახიობო საქმეში გამოეცადა და ეს დღეც დადგა: მან ბიზნესმენ შავლეგ მადლიანის როლი მოირგო.

- ილო, როგორ ხარ, შენი გადაცემის ნოსტალგია ხომ არ გაქვს?

- ადგილი, სადაც წლები გაქვს გატარებული, ბუნებრივია, მოგენატრება. ადამიანები მენატრებიან, რომლებთან ერთადაც შოუში და დილის გადაცემაზე ვმუშაობდი. კონტრაქტი დასრულდა, არხზე რეორგანიზაცია მოხდა და ჩვენ ცივილიზებული საუბარი გვქონდა. "ილო ბეროშვილის შოუს" შევეჩვიე და არ გამოვრიცხავ, რომ ოდესმე ღამის შოუს ფორმატის გადაცემაში დავბრუნდე. ყოველთვის მაინტერესებდა, სამსახიობო ხელოვნებაში საკუთარი თავი გამომეცადა. მე ხომ პროფესიით მსახიობი არ ვარ, მაგრამ გზადაგზა ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება დამიგროვდა.

იმ პერიოდში, როცა საზოგადოების წინაშე აქტიურად ვჩანდი, ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ მოხდა, მქონდა პირადი პრობლემებიც. იყო პერიოდი, როცა ერთდროულად სამ პროექტზე ვმუშაობდი. იმ რეჟიმს თან დიდი სტრესიც ახლდა. არ ვიცი, პრეცედენტი თუ არსებობს, როცა ადამიანი არის დილის გადაცემის წამყვანი და პარალელურად მუშაობს ღამის გადაცემაზე.

"რესტარტი" ადამიანს კი არა, კომპიუტერსაც სჭირდება. ეს დასვენება საჭირო იყო.

- ის 3 თვე როგორ გაატარე?

- დავისვენე, იოგაზე დავიწყე სიარული, დავდივარ კუს ტბაზე, ბავშვებთან ერთად დიდ დროს ვატარებ, თან ისე, რომ მათი თანატოლი ვხდები. როცა იცი, არსად გეჩქარება, საქმე სწრაფად არ უნდა გააკეთო. არ გაქვს იმის განცდა, რომ რაღაცას ვერ ასწრებ, სტრესიც აღარ გაქვს და ამას შინაგანი სიმშვიდე მოაქვს.

- გარდა იმისა, რომ შვილებთან ურთიერთობით დატკბი, ალბათ, ბევრი რამ გადააფასე კიდეც, არა?

- პატრიარქს შევხვდი ჩემი მეგობრის, სასულიერო პირის (მამა გურამი) დახმარებით და იმ დღის შემდეგ ჩემში საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა. შეხვედრა 3 საათამდე გაგრძელდა. 12 წლის რომ ვიყავი, მაშინ შევნიშნე, პატრიარქის ხმის გაგონებაზე მთელი სხეული მიკანკალებდა, ცრემლები მომდიოდა და ეს ამბავი ახლობლებმა იცოდნენ. როდესაც მამა გურამს ეს ვუთხარი, ჩვენი შეხვედრის ორგანიზებაზე იზრუნა. სულ მჯეროდა, პატრიარქს ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევხვდებოდი. დავინახე თუ არა, ისევ კანკალი დამეწყო. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მე ჩუმად ვიყავი, პატრიარქი ლაპარაკობდა. თავადაც შემატყო ღელვა, შფოთი... ისეთი ძალით და ენერგიით ამავსო, რომ იმ მდგომარეობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სხვაგვარად ფიქრი დავიწყე. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, სულ მაქვს განცდა, რომ მან ჩემში ჩადო სიკეთის თესლი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღვივდება და აქამდე ამაზე ასე ვრცლად, საჯაროდ არც მილაპარაკია.

- ამ შეხვედრიდან ყველაზე მეტად, რა დაგამახსოვრდა?

- მკითხა, იცი შენი სახელი - "ილია" რას ნიშნავსო? არ ვიცოდი. ილია ერთადერთი სახელია, რომელშიც ღმერთი ორჯერ არის ნახსენები და ნიშნავს: "ღმერთი არის უფალი ჩემი". დიდი სინანულით ვუთხარი, ფეხბურთელობა მინდოდა და ვნანობ, რომ არ გამომივიდა-მეთქი. ავუხსენი, რომ ყველაზე მშვიდი მაშინ ვიყავი, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, გოლის გატანაც დიდი სიხარული იყო-მეთქი. გაეცინა და მითხრა, - არ იცი, უფალს შენზე სხვა რა გეგმები აქვსო. მნიშვნელოვანი იყო მისი ყოველი სიტყვა და ის ენერგეტიკა, რომელიც გადმომცა. მასთან საოცარი მცენარეები ხარობენ, შემდეგ ტრაპეზზე გადამიპატიჟა. ხომ არის მომენტი, როცა ადამიანისგან სითბოს იგრძნობ და სულ სხვაა, როცა ადამიანისგან სასიცოცხლო წყაროს შეიგრძნობ. დიდი ძალის მქონე სიკეთე და ის სიმშვიდე, რომელიც მისგან ვიგრძენი, ბავშვობის მერე აღარ მქონდა ნაგრძნობი. ყველანაირი შიში სადღაც გაქრა. ადამიანებს ხომ ბევრი შიში გვაქვს...

- როგორც ვიცი, პატრიარქის კურთხევით ციხეებში შესვლის უფლება გაქვს.

- დიახ, მომცა კურთხევა, რომ პატიმრებთან შევიდე და "სთენდაფები" ჩავატარო. უვადო პატიმრები პატრიარქს გამორჩეულად უყვარს. 2 კვირის წინ, ორთაჭალის ციხეში ვიყავი, ახლო მომავალში არასრულწლოვან პატიმრებს უნდა შევხდე, მერე სავარაუდოდ, ქალთა კოლონიაში და "უვადოებთანაც" შევალ. მათგანაც ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ვიგებ. იქ მოხვედრას არავის ვუსურვებ, მაგრამ ფიქრისთვის მეტი დრო აქვთ. თითოეული მათგანი საკუთარ თავს ჩაუღრმავდა. ხისგან ისეთ ლამაზ ნაკეთობებს ამზადებენ, რომ ნახო, გაოცდები. უნდა მოისმინო, როგორ ლაპარაკობენ, რამდენად დიდი იუმორის გრძნობა აქვთ. ერთ-ერთმა ახლახან დამირეკა, ვილაპარაკეთ. როგორც ჩანს, მეც არ დავტოვე მათზე ცუდი შთაბეჭდილება. არასდროს მიცდია, ვინმე მომეტყუებინა, პატიმრები კი ფარსს, სიყალბეს განსაკუთრებულად გრძნობენ. გულწრფელი ვიყავი და ეს იგრძნეს. ისეთი პოზიტიური ღიმილი, როგორიც ციხეში ვნახე, გარეთ, ქუჩაში არ მინახავს. მინდა, ეს შეხვედრები გაგრძელდეს. არ ვთვლი, რომ ქველმოქმედებას ვეწევი. ამ ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი