სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი უფლებები შეიზღუდა
ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი უფლებები შეიზღუდა

11-12 მარ­ტის ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძის ად­ვო­კა­ტი ზაზა პა­პი­ძე აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის ნახ­ვა და­კა­ვე­ბი­დან სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ შეძ­ლო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პა­პი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძეს დაც­ვის უფ­ლე­ბე­ბი შე­ე­ზღუ­და.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის ჩა­რე­ვის შე­დე­გად ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი მო­ვი­ნა­ხუ­ლე. მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე 11-12 მარ­ტის ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ბრალ­დე­ბუ­ლი თავს დამ­ნაშ­ვედ არ ცნობს. და­კა­ვე­ბი­სას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მას უფ­ლე­ბე­ბი არ გა­ნუ­მარ­ტეს. მას ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბაც ჩა­მო­არ­თვეს. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ ვე­ძებ­დით, თუ სად იმ­ყო­ფე­ბო­და, არ ვი­ცო­დით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო თუ იზო­ლა­ტორ­ში იყო. ბო­ლოს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ აჭა­რის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მისი დაც­ვის უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი იყო, სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თხოვ­დი შეხ­ვედ­რას. საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს ან ხვალ გა­ი­მარ­თე­ბა", - აცხა­დებს ზაზა პა­პი­ძე.

ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გუ­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძე და ირაკ­ლი ჩხვირ­კია და­ა­კა­ვეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან სსკ-ის 225-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს ჯგუ­ფუ­რი მოქ­მე­დე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ან ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რა­საც თან ახ­ლავს ძა­ლა­დო­ბა, რბე­ვა, სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა ან გა­ნად­გუ­რე­ბა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ან/და მათ­ზე თავ­დას­ხმა.

ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბამ­დე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლის" სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელმღვა­ნელ­მა მე­რაბ ღო­ღო­ბე­რი­ძემ აჭა­რის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც სა­ამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, კახა ბუხ­რა­ძის გა­დად­გო­მას ითხოვ­და. 11-12 მარტს პლა­ზას მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე პირი და­ა­კა­ვეს. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან გა­და­ი­ნაც­ვლეს. აქ­ცია მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შეკ­რე­ბი­ლე­ბი კახა ბუხ­რა­ძის გა­დად­გო­მას და და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­დნენ. ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ათე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ვე­ვის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, ამას­თან, სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბით 18 პირს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი უფლებები შეიზღუდა

ადვოკატი - მერაბ ღოღობერიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, მისი უფლებები შეიზღუდა

11-12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი ზაზა პაპიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ნახვა დაკავებიდან სამი საათის განმავლობაში ვერ შეძლო. როგორც "ინტერპრესნიუსს" პაპიძემ განუცხადა, მერაბ ღოღობერიძეს დაცვის უფლებები შეეზღუდა.

"სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩარევის შედეგად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოვინახულე. მერაბ ღოღობერიძე 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული. ბრალდებული თავს დამნაშვედ არ ცნობს. დაკავებისას სამართალდამცავებმა მას უფლებები არ განუმარტეს. მას ტელეფონით სარგებლობის უფლებაც ჩამოართვეს. დაკავების შემდეგ ვეძებდით, თუ სად იმყოფებოდა, არ ვიცოდით საავადმყოფოში იყო თუ იზოლატორში იყო. ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მისი დაცვის უფლება შეზღუდული იყო, სამი საათის განმავლობაში ვითხოვდი შეხვედრას. საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გაიმართება", - აცხადებს ზაზა პაპიძე.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ სამართალდამცველებმა მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.

ბათუმის მოვლენების განვითარებამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის" საინფორმაციო ცენტრის ხელმღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართა, სადაც საამმართველოს უფროსის, კახა ბუხრაძის გადადგომას ითხოვდა. 11-12 მარტს პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. პროტესტის ნიშნად, აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, შეკრებილები კახა ბუხრაძის გადადგომას და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ათეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარვევის ფაქტზე დააკავეს და გაათავისუფლეს, ამასთან, სისხლის სამართლის ბრალდებით 18 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ