სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შსს - საქართველოში ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა
შსს - საქართველოში ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა

სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­პარ­კი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა - 2016 წელს ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 8% შე­ად­გი­ნა, ხოლო 2014 წელ­თან შე­და­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 16,8%-ით გა­ი­ზარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ასა­ხუ­ლია შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის კვლე­ვა­ში - "სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­პარ­კი 2016".

ცენ­ტრმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და რე­ექ­სპორ­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა. შსს-ს პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო დი­ნა­მი­კა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით; ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბი­სა და გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ტენ­დენ­ცი­ე­ბი; ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პი­რებს შო­რის, ასე­ვე ფი­ზი­კურ პირ­თა სქე­სის და ასა­კის მი­ხედ­ვით.

"კვლე­ვის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­პარ­კი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. 2016 წელს ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 8% შე­ად­გი­ნა, ხოლო 2014 წელ­თან შე­და­რე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში

ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 16,8%-ით გა­ი­ზარ­და. ავ­ტო­პარ­კის 81,6%-ს მსუ­ბუ­ქი (მა­ღა­ლი გა­მავ­ლო­ბის ჩათ­ვლით) ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი შე­ად­გენს. ავ­ტო­პარ­კის დიდი ნა­წი­ლი 10 წელ­ზე ძვე­ლია, თუმ­ცა იზ­რდე­ბა 4-6 წლი­ა­ნი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა (45%) სე­და­ნის ტი­პი­საა, თუმ­ცა 2016 წელს უფრო მეტი მო­თხოვ­ნა იყო "ჰეჩ­ბე­კი" ძა­რის ტი­პის მქო­ნე ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე. თი­თო­ე­ულ ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე მო­ქა­ლა­ქე­თა ხვედ­რი­თი წილი რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით 3-დან 4-მდე მერ­ყე­ობს. 2016 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბა 4,7%-ით გა­ი­ზარ­და. იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის 18% დი­ზე­ლის ძრა­ვი­ა­ნია, 0,8% - აირ­ზე მო­მუ­შა­ვე, ხოლო ჰიბ­რი­დე­ბის იმ­პორ­ტმა 4-ჯერ მო­ი­მა­ტა. 2016 წელს იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია 34 ელექტრო­მო­ბი­ლი. მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის იმ­პორ­ტმა მთე­ლი იმ­პორ­ტის 38,9% შე­ად­გი­ნა", - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

შსს - საქართველოში ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა

შსს - საქართველოში ავტოპარკის ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა

საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება - 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა.

აღნიშნული მონაცემები ასახულია შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კვლევაში - "საქართველოს ავტოპარკი 2016".

ცენტრმა საქართველოში რეგისტრირებული, ასევე იმპორტირებული და რეექსპორტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ კვლევა ჩაატარა. შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვლევისას გათვალისწინებული იყო დინამიკა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონკრეტული მახასიათებლებით; ავტოპარკის განახლებისა და გაახალგაზრდავების ტენდენციები; ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილება რეგიონების მიხედვით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ასევე ფიზიკურ პირთა სქესის და ასაკის მიხედვით.

"კვლევის თანახმად, საქართველოში ავტოპარკი ყოველწლიურად იზრდება. 2016 წელს ზრდის მაჩვენებელმა 8% შეადგინა, ხოლო 2014 წელთან შედარებით, ქვეყანაში

ავტომობილების რაოდენობა 16,8%-ით გაიზარდა. ავტოპარკის 81,6%-ს მსუბუქი (მაღალი გამავლობის ჩათვლით) ავტომანქანები შეადგენს. ავტოპარკის დიდი ნაწილი 10 წელზე ძველია, თუმცა იზრდება 4-6 წლიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა. მსუბუქი ავტომანქანების უმრავლესობა (45%) სედანის ტიპისაა, თუმცა 2016 წელს უფრო მეტი მოთხოვნა იყო "ჰეჩბეკი" ძარის ტიპის მქონე ავტომანქანებზე. თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოქალაქეთა ხვედრითი წილი რეგიონების მიხედვით 3-დან 4-მდე მერყეობს. 2016 წლის განმავლობაში ავტომანქანების იმპორტის მოცულობა 4,7%-ით გაიზარდა. იმპორტირებული ავტომანქანების 18% დიზელის ძრავიანია, 0,8% - აირზე მომუშავე, ხოლო ჰიბრიდების იმპორტმა 4-ჯერ მოიმატა. 2016 წელს იმპორტირებულია 34 ელექტრომობილი. მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების იმპორტმა მთელი იმპორტის 38,9% შეადგინა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი