სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართული ენდემური ხორბლით დამზადებული უნიკალური პურის ისტორია
ქართული ენდემური ხორბლით დამზადებული უნიკალური პურის ისტორია

"მზე­თამ­ზეს" იდეა გაჩ­ნდა მას შემ­დეგ, რაც სვა­ნეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ერთ ხნი­ერ და ჭკვი­ან ადა­მი­ანს ვკი­თხე, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო სვა­ნეთ­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში. მან მი­პა­სუ­ხა, რომ რაც სვა­ნეთ­მა ხორ­ბლის მოყ­ვა­ნას თავი და­ა­ნე­ბა და პუ­რის ქა­ლა­ქი­დან ამო­ტა­ნა და­ი­წყო, მას შემ­დეგ ჩვე­ნი იმუ­ნი­ტე­ტი უკან-უკან მი­დი­სო," - ამ­ბობს "მზე­თამ­ზეს" დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი ჩავ­ლეშ­ვი­ლი.

ამის შემ­დეგ ირაკ­ლი ხორ­ბლით და­ინ­ტე­რეს­და და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მსოფ­ლი­ო­ში ხორ­ბლის რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი 27 ჯი­შია, მათ­ში 14 ქარ­თუ­ლია და ამ თო­თხმე­ტი­დან 6 ენ­დე­მუ­რი ჯი­შია. საქ­მით იმ­დე­ნად და­ინ­ტე­რეს­და, რომ 3 პარტნი­ორ­თან ერ­თად პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლის კომ­პა­ნია "მზე­თამ­ზე" შექ­მნა.

"ბუ­ნე­ბამ ათას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე, ადა­მი­ა­ნის ჩა­რე­ვის გა­რე­შე შექ­მნა ის, რაც გვჭირ­დე­ბა ადა­მი­ა­ნებს იმის­თვის, რომ ვი­ყოთ ადა­მი­ა­ნე­ბი. ამა­ში შე­დის იმუ­ნი­ტე­ტი, სი­ლა­მა­ზე, აზ­როვ­ნე­ბა და ბევ­რი სხვა კომ­პო­ნენ­ტი. პური კი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი კომ­პო­ნენ­ტია. გაგ­ვი­მარ­თლა და ვი­პო­ვეთ ფერ­მე­რე­ბი, რომ­ლებ­საც ქარ­თუ­ლი ჯი­შის ხორ­ბა­ლი მო­ყავ­დათ არც თუ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით. დღეს ეს ხალ­ხი, იმე­დით, რომ ასეთ პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა გა­იზ­რდე­ბა, უფრო დიდ მას­შტაბ­ზე გა­დი­ან. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ეს არის და გვჯე­რა, რომ შეგ­ვწევს ძალა, ქვე­ყა­ნა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავ­ხა­დოთ ჯან­სა­ღი სურ­სა­თი, რა­ზეც დღეს დიდი დე­ფი­ცი­ტია," - ამ­ბობს ირაკ­ლი ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი.

"მზე­თამ­ზეს" პური მზად­დე­ბა ქარ­თუ­ლი ენ­დე­მუ­რი ჯი­შის ხორ­ბლის ფქვი­ლის­გან. პუ­რის სა­ფუ­ა­რად იყე­ნე­ბენ პუ­რის დე­დას. ერ­თა­დერ­თი, რა­საც თა­ნა­მედ­რო­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­დან იყე­ნე­ბენ, ელექტრო­ე­ნერ­გი­აა. პური გა­მო­დის სურ­ნე­ლო­ვა­ნი, გემ­რი­ე­ლი და სა­სარ­გებ­ლო, რად­გან ის შე­ი­ცავს ყვე­ლა მიკ­რო­ე­ლე­მენტს, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სჭირ­დე­ბა.

პარტნი­ო­რე­ბის­თვის ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა არც ისე მარ­ტი­ვი იყო. იყო დრო, რო­დე­საც გი­ორ­გი დო­ბორჯგი­ნი­ძე, რო­მე­ლიც ახლა კო­მერ­ცი­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას გა­ნა­გებს, პუ­რის დის­ტრი­ბუ­ცი­ის­თვის ფე­ხი­თაც და­დი­ო­და, რად­გან მან­ქა­ნა არ ყავ­დათ.

"ამ ეტაპ­ზე 22 სა­ხე­ო­ბის პურს ვა­ცხობთ. მათი ფასი 50 თეთ­რი­დან 5 ლა­რამ­დე მერ­ყე­ობს. ასე­ვე, გვაქვს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სხვა რამ­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტი. სხვა პრო­დუქ­ტე­ბის და­მა­ტე­ბა­საც ვგეგ­მავთ. მა­გა­ლი­თად, რა­ჭუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბის ვაშ­ლის­გან ძვე­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დით დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძმა­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბაა," - ამ­ბობს კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

ამ­ჟა­მად პური დიდ ქსე­ლურ მარ­კე­ტებ­სა და რამ­დე­ნი­მე მცი­რე მა­ღა­ზი­ა­ში იყი­დე­ბა. სტარ­ტა­პი "თი­ბი­სი ბან­კის" პრო­ექტ "სტარ­ტა­პე­რის" მო­ნა­წი­ლეა და პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი სეს­ხით რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ად­გი­ლე­ბის და­მა­ტე­ბას აპი­რე­ბენ. ეს ჯან­საღ პურს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის უფრო ხელ­მი­საწ­ვდომს გახ­დის.

ირაკ­ლი ყვე­ლას ურ­ჩევს, შექ­მნან სტარ­ტა­პე­ბი, რაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად სტარ­ტა­პე­რებ­ზე, ასე­ვე ზო­გა­დად, ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

"ჩემი აზ­რით, ორი­ენ­ტა­ცია უნდა ავი­ღოთ ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ზე, რო­მელ­შიც გა­მორ­ჩე­უ­ლი ვიქ­ნე­ბით და კონ­კუ­რე­ტულ გა­რე­მო­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ა­ში მყოფს გახ­დის ჩვენს ქვე­ყა­ნას. ერთ-ერთ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მი­მარ­თუ­ლე­ბად აგრო სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტე­ბი მი­მაჩ­ნია. მას შე­უძ­ლი­ათ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ისე პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა, რომ იყოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი, სა­სარ­გებ­ლო, გემ­რი­ე­ლი, რთუ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი და შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი ფა­სის," - ამ­ბობს ირაკ­ლი.

"მზე­თამ­ზე" პუ­რის გარ­და, მე­ცხო­ვე­ლე­ბა­შიც საქ­მი­ა­ნობს. ჰყავთ კა­ხუ­რი ტყის ღო­რე­ბი, მეგ­რუ­ლი თხე­ბი, ქარ­თუ­ლი ჯი­შის ძრო­ხე­ბი. ასე­ვე,მოჰ­ყავთ ენ­დე­მუ­რი ჯი­შის ბოსტნე­უ­ლი. სა­მო­მავ­ლოდ, ამ ყვე­ლაფ­რის ფარ­თო მას­შტაბ­ში გა­და­ტა­ნა ტექ­ნი­კის და ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის სა­კი­თხია.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: ADvan/ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართული ენდემური ხორბლით დამზადებული უნიკალური პურის ისტორია

ქართული ენდემური ხორბლით დამზადებული უნიკალური პურის ისტორია

"მზეთამზეს" იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც სვანეთში მოგზაურობისას ერთ ხნიერ და ჭკვიან ადამიანს ვკითხე, თუ რა მდგომარეობა იყო სვანეთში ჯანმრთელობის მხრივ მოსახლეობაში. მან მიპასუხა, რომ რაც სვანეთმა ხორბლის მოყვანას თავი დაანება და პურის ქალაქიდან ამოტანა დაიწყო, მას შემდეგ ჩვენი იმუნიტეტი უკან-უკან მიდისო," - ამბობს "მზეთამზეს" დირექტორი ირაკლი ჩავლეშვილი.

ამის შემდეგ ირაკლი ხორბლით დაინტერესდა და აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში ხორბლის რადიკალურად განსხვავებული 27 ჯიშია, მათში 14 ქართულია და ამ თოთხმეტიდან 6 ენდემური ჯიშია. საქმით იმდენად დაინტერესდა, რომ 3 პარტნიორთან ერთად პურ-ფუნთუშეულის კომპანია "მზეთამზე" შექმნა.

"ბუნებამ ათასწლეულების მანძილზე, ადამიანის ჩარევის გარეშე შექმნა ის, რაც გვჭირდება ადამიანებს იმისთვის, რომ ვიყოთ ადამიანები. ამაში შედის იმუნიტეტი, სილამაზე, აზროვნება და ბევრი სხვა კომპონენტი. პური კი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. გაგვიმართლა და ვიპოვეთ ფერმერები, რომლებსაც ქართული ჯიშის ხორბალი მოყავდათ არც თუ დიდი რაოდენობით. დღეს ეს ხალხი, იმედით, რომ ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზრდება, უფრო დიდ მასშტაბზე გადიან. ჩვენი მიზანიც ეს არის და გვჯერა, რომ შეგვწევს ძალა, ქვეყანაში ხელმისაწვდომი გავხადოთ ჯანსაღი სურსათი, რაზეც დღეს დიდი დეფიციტია," - ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

"მზეთამზეს" პური მზადდება ქართული ენდემური ჯიშის ხორბლის ფქვილისგან. პურის საფუარად იყენებენ პურის დედას. ერთადერთი, რასაც თანამედროვე შესაძლებლობებიდან იყენებენ, ელექტროენერგიაა. პური გამოდის სურნელოვანი, გემრიელი და სასარგებლო, რადგან ის შეიცავს ყველა მიკროელემენტს, რომელიც ადამიანს ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობისთვის სჭირდება.

პარტნიორებისთვის ბიზნესის დაწყება არც ისე მარტივი იყო. იყო დრო, როდესაც გიორგი დობორჯგინიძე, რომელიც ახლა კომერციულ მიმართულებას განაგებს, პურის დისტრიბუციისთვის ფეხითაც დადიოდა, რადგან მანქანა არ ყავდათ.

"ამ ეტაპზე 22 სახეობის პურს ვაცხობთ. მათი ფასი 50 თეთრიდან 5 ლარამდე მერყეობს. ასევე, გვაქვს სოფლის მეურნეობის სხვა რამდენიმე პროდუქტი. სხვა პროდუქტების დამატებასაც ვგეგმავთ. მაგალითად, რაჭული ადგილობრივი ჯიშების ვაშლისგან ძველი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ძმარი, რომელიც ძალიან ეფექტური სამკურნალო საშუალებაა," - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ამჟამად პური დიდ ქსელურ მარკეტებსა და რამდენიმე მცირე მაღაზიაში იყიდება. სტარტაპი "თიბისი ბანკის" პროექტ "სტარტაპერის" მონაწილეა და პროექტის ფარგლებში მიღებული სესხით რეალიზაციის ადგილების დამატებას აპირებენ. ეს ჯანსაღ პურს საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ირაკლი ყველას ურჩევს, შექმნან სტარტაპები, რაც დადებითად აისახება როგორც ინდივიდუალურად სტარტაპერებზე, ასევე ზოგადად, ქვეყნის კეთილდღეობაზე.

"ჩემი აზრით, ორიენტაცია უნდა ავიღოთ ისეთ საქმიანობებზე, რომელშიც გამორჩეული ვიქნებით და კონკურეტულ გარემოში მოწინავე პოზიციაში მყოფს გახდის ჩვენს ქვეყანას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად აგრო სასურსათო პროდუქტები მიმაჩნია. მას შეუძლიათ მსოფლიო ბაზარზე ისე პოზიციონირება, რომ იყოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი, სასარგებლო, გემრიელი, რთულად ხელმისაწვდომი და შესაბამისად, მაღალი ფასის," - ამბობს ირაკლი.

"მზეთამზე" პურის გარდა, მეცხოველებაშიც საქმიანობს. ჰყავთ კახური ტყის ღორები, მეგრული თხები, ქართული ჯიშის ძროხები. ასევე,მოჰყავთ ენდემური ჯიშის ბოსტნეული. სამომავლოდ, ამ ყველაფრის ფართო მასშტაბში გადატანა ტექნიკის და ფინანსების მოპოვების საკითხია.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

რას ნიშნავს უსაფრთხო ინტერნეტი?

ქართული პროდუქცია სასურსათო ქსელურ მაღაზიებში ბარიერების გარეშე შევა - ახალი პროექტი მეწარმეებისთვის

თბილისი სტარტაპ ბიურო და „კედარი ვენჩერსი“ სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ