დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისში პოლიციელი დაჭრეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 117-ე და 236-ე მუხლებით.
შემთხვევის დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ის მსუბუქადაა დაჭრილი.
შემთხვევა გუშინ მოხდა.