სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ათენში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა
ათენში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა

სა­ბერ­ძნეთ­ში ხან­ძრის შე­დე­გად ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი და­შავ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ქარ­თველ მიგ­რან­ტთა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ავ­თან­დილ გი­უ­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ხან­ძა­რი 16 აპ­რილს, ათე­ნის კა­ლი­თი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოხ­და. შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 72 წლის ქალი. სახ­ლში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი და ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ოჯახ­ში დამ­ხმა­რედ მუ­შა­ობ­და.

"სა­ვა­რა­უ­დოდ ხან­ძა­რი კან­დელ­მა გა­მო­იწ­ვია. დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­სულ­მა სა­ხან­ძრომ ცე­ცხლის ევა­კუ­ა­ცია უზ­რუნ­ველ­ყო. სახ­ლში იპო­ვეს უგო­ნოდ მყო­ფი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და მო­ხუ­ცი მა­მა­კა­ცი, რომ­ლე­ბიც გა­და­იყ­ვა­ნეს ათენ­ში, გე­ნი­მა­ტას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, თუმ­ცა სტა­ბი­ლუ­რი", - გა­ნა­ცხა­და გი­უ­ნაშ­ვილ­მა.

ქარ­თველ მიგ­რან­ტთა სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბელ­მა მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ ოჯა­ხი ითხოვს დახ­მა­რე­ბას, რად­გან ყვე­ლა სა­ბუ­თი, რაც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის არის სა­ჭი­რო, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თველ ემიგ­რანტს სხე­უ­ლის 65%-იანი დამ­წვრო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ათენში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა

ათენში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა

საბერძნეთში ხანძრის შედეგად ქართველი ემიგრანტი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა განუცხადა, ხანძარი 16 აპრილს, ათენის კალითიის მუნიციპალიტეტში მოხდა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 72 წლის ქალი. სახლში ასევე იმყოფებოდა მოხუცი მამაკაცი და ქართველი ემიგრანტი, რომელიც აღნიშნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა.

"სავარაუდოდ ხანძარი კანდელმა გამოიწვია. დაგვიანებით მოსულმა სახანძრომ ცეცხლის ევაკუაცია უზრუნველყო. სახლში იპოვეს უგონოდ მყოფი ქართველი ქალბატონი და მოხუცი მამაკაცი, რომლებიც გადაიყვანეს ათენში, გენიმატას საავადმყოფოში. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ქართველი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური", - განაცხადა გიუნაშვილმა.

ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც დაზარალებული ქალის ოჯახის ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახი ითხოვს დახმარებას, რადგან ყველა საბუთი, რაც საავადმყოფოში რეგისტრაციისთვის არის საჭირო, განადგურებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ქართველ ემიგრანტს სხეულის 65%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია