სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რეფერენდუმი თურქეთში: მოსახლეობის 51,40% საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს
 რეფერენდუმი თურქეთში: მოსახლეობის 51,40% საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს

დღეს თურ­ქეთ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ რე­ფე­რენ­დუ­მი გა­ი­მარ­თა. ამომ­რჩევ­ლებ­მა თურ­ქე­თის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში 18 ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას მის­ცა ხმა. ცვლი­ლე­ბე­ბი მმარ­თველ­მა - "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პარ­ტი­ამ" მო­ამ­ზა­და.

ცვლი­ლე­ბე­ბი მო­ი­ცავს: ქვეყ­ნის სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მი­დან საპ­რე­ზი­დენ­ტო­ზე გა­დას­ვლას, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბის გა­უქ­მე­ბას, სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის 550-დან 600-მდე გაზ­რდას და თურ­ქე­თის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის კო­ლე­გი­ის რე­ფორ­მი­რე­ბას.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით, თურ­ქე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 51,40% სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მხარს უჭერს. რე­ფე­რენ­დუმ­ში მო­ნა­წი­ლე­თა ხმე­ბის 99,34% უკვე დათ­ვლი­ლია. ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის დათ­ვლის შე­დე­გე­ბით, ამომ­რჩე­ველ­თა 51,40%-მა მხა­რი და­უ­ჭი­რა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო "ანა­დო­ლუ" იუ­წყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რეფერენდუმი თურქეთში: მოსახლეობის 51,40% საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს

 რეფერენდუმი თურქეთში: მოსახლეობის 51,40% საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს

დღეს თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა - "სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" მოამზადა.

ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.

ამ დროისთვის არსებული შედეგებით, თურქეთის მოსახლეობის 51,40% საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს. რეფერენდუმში მონაწილეთა ხმების 99,34% უკვე დათვლილია. ბიულეტენების აღნიშნული რაოდენობის დათვლის შედეგებით, ამომრჩეველთა 51,40%-მა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"