სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები
ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები

ამ ლი­ბა­ნე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სა­ხე­ლი უკვე მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის. მისი შექ­მნი­ლი სა­ღა­მოს თუ სა­ქორ­წი­ლო კა­ბე­ბი ჯერ კი­დევ მისი კა­რი­ე­რის და­სა­წყის­ში მო­ირ­გეს ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა ქალ­ბა­ტო­ნებ­მა. მსოფ­ლიო სა­ქორ­წი­ლო მო­დამ მისი წყა­ლო­ბით უდი­დე­სი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა წინ.

დი­ზა­ი­ნე­რი 1964 წლის 4 ივ­ლისს ბე­ი­რუთ­ში, კა­თო­ლი­კურ ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მშობ­ლებ­მა სიყ­მაწ­ვი­ლე­ში­ვე შე­ამ­ჩნი­ეს ჭრა-კერ­ვის ნიჭი და დარ­წუ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რომ ბიჭი მკე­რა­ვი გა­მო­ვი­დო­და. სულ პა­ტა­რა ბიჭი სა­კუ­თარ დებს დი­დე­ბულ კა­ბებს უკე­რავ­და.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ლი­ბან­ში მკე­რა­ვის პრო­ფე­სია ოდით­გან­ვე მა­მა­კა­ცურ საქ­მედ მი­იჩ­ნე­ო­და. ამ ქვე­ყა­ნა­ში მკე­რა­ვებს ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემ­დნენ. თუმ­ცა იყო ერთი მაგ­რამ... საქ­მე ის იყო, რომ აღ­მო­სავ­ლეთ­ში მკე­რა­ვი გარ­კვე­ულ დოგმებს უნდა და­მორ­ჩი­ლე­ბო­და, მის ფან­ტა­ზი­ას არ­ცთუ დიდი გა­სა­ქა­ნი ჰქონ­და.

უფრო ფარ­თო ას­პა­რეზ­ზე გაჭ­რის სურ­ვილ­მა იმ­დე­ნი ქნა, რომ ელი სა­ცხოვ­რებ­ლად პა­რიზ­ში გა­და­ვი­და. 1981 წელს ელი სა­ა­ბი დი­ზი­ნე­რის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბას შე­უდ­გა. მსოფ­ლიო მო­დის სამ­ყა­რო­ში პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის ამაღ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა და სა­კუ­თა­რი მო­დის სახ­ლის გახ­სნა გა­და­წყვი­ტა. მან აქ­ცენ­ტი სა­დღე­სას­წა­უ­ლო და სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე გა­ა­კე­თა. მის­მა ჩა­ნა­ფიქ­რმა გა­ა­მარ­თლა. დი­ზა­ი­ნე­რი სა­კუ­თარ სამ­შობ­ლო­ში უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლობ­და.

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ სა­ყო­ველ­თაო აღი­ა­რე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას მან სულ რა­ღაც 18 წლის ასაკ­ში მი­აღ­წია. სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბის­თვის ის უძ­ვირ­ფა­სეს ქსო­ვი­ლებს იყე­ნებ­და. დღეს­დღე­ო­ბით მის სა­ლონს სტუმ­რო­ბენ არა მარ­ტო ლი­ბა­ნე­ლი, არა­მედ ფრან­გი და შვე­ი­ცა­რი­ე­ლი უმ­დიდ­რე­სი ქა­ლა­ბტო­ნე­ბი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა+იხი­ლეთ ფო­ტო­ე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები

ელი სააბი - ყველაზე ცნობილი ლიბანელი დიზაინერის უცნობი ოჯახი და შვილები

ამ ლიბანელი დიზაინერის სახელი უკვე მთელმა მსოფლიომ იცის. მისი შექმნილი საღამოს თუ საქორწილო კაბები ჯერ კიდევ მისი კარიერის დასაწყისში მოირგეს ყველაზე ცნობილმა ქალბატონებმა. მსოფლიო საქორწილო მოდამ მისი წყალობით უდიდესი ნაბიჯი გადადგა წინ.

დიზაინერი 1964 წლის 4 ივლისს ბეირუთში, კათოლიკურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა სიყმაწვილეშივე შეამჩნიეს ჭრა-კერვის ნიჭი და დარწუნებულები იყვნენ, რომ ბიჭი მკერავი გამოვიდოდა. სულ პატარა ბიჭი საკუთარ დებს დიდებულ კაბებს უკერავდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ლიბანში მკერავის პროფესია ოდითგანვე მამაკაცურ საქმედ მიიჩნეოდა. ამ ქვეყანაში მკერავებს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. თუმცა იყო ერთი მაგრამ... საქმე ის იყო, რომ აღმოსავლეთში მკერავი გარკვეულ დოგმებს უნდა დამორჩილებოდა, მის ფანტაზიას არცთუ დიდი გასაქანი ჰქონდა.

უფრო ფართო ასპარეზზე გაჭრის სურვილმა იმდენი ქნა, რომ ელი საცხოვრებლად პარიზში გადავიდა. 1981 წელს ელი სააბი დიზინერის პროფესიის დაუფლებას შეუდგა. მსოფლიო მოდის სამყაროში პროფესიონალიზმის ამაღლების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება და საკუთარი მოდის სახლის გახსნა გადაწყვიტა. მან აქცენტი სადღესასწაულო და საქორწინო კაბებზე გააკეთა. მისმა ჩანაფიქრმა გაამართლა. დიზაინერი საკუთარ სამშობლოში უდიდესი წარმატებით სარგებლობდა.

ამ ყველაფერთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საყოველთაო აღიარებასა და წარმატებას მან სულ რაღაც 18 წლის ასაკში მიაღწია. საკუთარი ნამუშევრებისთვის ის უძვირფასეს ქსოვილებს იყენებდა. დღესდღეობით მის სალონს სტუმრობენ არა მარტო ლიბანელი, არამედ ფრანგი და შვეიცარიელი უმდიდრესი ქალაბტონები... განაგრძეთ კითხვა+იხილეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება