რას ნიშნავს ლიზინგი და რამდენად მომგებიანია ამ მომსახურებით სარგებლობა

რას ნიშნავს ლიზინგი და რამდენად მომგებიანია ამ მომსახურებით სარგებლობა

ტერმინი "ლიზინგი", სათავეს იღებს ინგლისური სიტყვიდან Lease და ქირის საფასურით ქონების აღებას/გაცემას ნიშნავს. ბოლო პერიოდში ლიზინგით მომსახურება საქართველოშიც აქტუალური გახდა, კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა პირობებსა და პროცენტს სთავაზობენ. რას ნიშნავს ლიზინგი და რამდენად მომგებიანია ამ მომსახურებით სარგებლობა, ამის შესახებ Allnews.ge ექსპერტსა და რამდენიმე სალიზინგო კომპანიას ესაუბრა.

"ლიზინგი განვადების მსგავსი სერვისია, რომელიც კომპანიებისა და სხვადასხვა ფირმის მიერ ძირითადად, საწარმოო დანადგარების შესაძენად გამოიყენება, თუმცა, ლიზინგით სარგებლობა ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ" - განმარტავს "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე.

"მაგალითად, მცირე სატრანსპორტო კომპანიას შეუძლია, ავტომობილები ლიზინგით შეიძინოს, რომელთა ღირებულების ნაწილს თავად გადაიხდის, ნაწილს კი სალიზინგო კომპანია დაუფარავს. პროცენტი სალიზინგო კომპანიის მიერ დაფარული თანხის მიხედვით განისაზღვრება,".

გიორგი კეპულაძის განმარტებით, ლიზინგით მომსახურების მიღება მომხმარებლისთვის ხელსაყრელია, რადგან საპროცენტო განაკვეთები დაბალია და სალიზინგო კომპანიის დახმარებით, შეძენილი ტექნიკა-დანადგარების ან სხვა აღჭურვილობის ღირებულების ნაწილის დაფარვის შემდეგ, მათი გადაფორმება მომხმარებელზე ხდება.

"ლიზინგის მეშვეობით, კომპანიას რაღაც ინვენტარის ან საწარმოო დანადგარების შეძენა შეუძლია, რომელსაც შემდეგ ამუშავებს, შემოსავალს მიიღებს და ამის საშუალებით, შეასრულებს იმ ვალდებულებას, რაც სალიზინგო კომპანიასთან აქვს გაფორმებული. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი