სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მთავარი პროკურატურა სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს ამხელს
მთავარი პროკურატურა სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს ამხელს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით, 2016 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს, სას­წავ­ლო ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გიგა შენ­გე­ლი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში გუ­შაგს ბრა­ლი არ მი­უ­ძღვის. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, რომ გუ­შა­გი მოქ­მე­დებ­და "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ყა­რა­უ­ლო წეს­დე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2008 წლის 18 ივ­ნი­სის N310 ბრძა­ნე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2016 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სას­წავ­ლო ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გიგა შენ­გე­ლი­ას სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

გიგა შენ­გე­ლი­ას სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ჩა­ტარ­და არა­ერ­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, გა­მო­ი­კი­თხა ათე­უ­ლო­ბით მოწ­მე, ჩა­ტარ­და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო, ბა­ლის­ტი­კუ­რი, ტრა­სო­ლო­გი­უ­რი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი, გე­ნე­ტი­კუ­რი, კო­მი­სი­უ­რი და კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი, გან­ხორ­ცი­ელ­და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

ამავდრო­უ­ლად, გა­მო­ძი­ე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი გიგა შენ­გე­ლი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყ­ვნენ გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, ისი­ნი ასე­ვე სრუ­ლად გა­ეც­ნენ საქ­მის მა­სა­ლებს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ 2016 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს, ღა­მის სა­ა­თებ­ში, გიგა შენ­გე­ლი­ამ, ძმას­თან - გი­ორ­გი შენ­გე­ლი­ას­თან და თან­მხლებ პირ­თან ერ­თად, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­უფ­ლე­ბის მიზ­ნით ფა­რუ­ლად შე­აღ­წია წვრთნე­ბი­სა და სამ­ხედ­რო გა­ნათ­ლე­ბის სარ­დლო­ბის მხარ­დამ­ჭერ ცენ­ტრ "კრწა­ნი­სის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რაც შემ­ჩნე­უ­ლი იქნა გუ­შა­გის მიერ. "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ყა­რა­უ­ლო წეს­დე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2008 წლის 18 ივ­ნი­სის N310 ბრძა­ნე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით, გუ­შაგ­მა ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გას­რო­ლით მო­უ­წო­და ხსე­ნე­ბულ პი­რებს შე­ჩე­რე­ბის­კენ, თუმ­ცა ისი­ნი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ გუ­შა­გის კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას, რის შემ­დე­გაც გუ­შაგ­მა ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა გას­რო­ლე­ბი, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა გიგა შენ­გე­ლი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით უტყუ­ა­რად და­დას­ტურ­და, რომ გუ­შა­გი მოქ­მე­დებ­და "შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სა­ყა­რა­უ­ლო წეს­დე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის 2008 წლის 18 ივ­ნი­სის N310 ბრძა­ნე­ბის მო­თხოვ­ნა­თა დაც­ვით. შე­სა­ბა­მი­სად პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მთავარი პროკურატურა სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს ამხელს

მთავარი პროკურატურა სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს ამხელს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2016 წლის 23 ოქტომბერს, სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას გარდაცვალებაში გუშაგს ბრალი არ მიუძღვის. პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ გუშაგი მოქმედებდა "შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

"საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაასრულა. გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, კომპიუტერული, გენეტიკური, კომისიური და კომპლექსური ექსპერტიზები, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

ამავდროულად, გამოძიების ყველა ეტაპზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას ოჯახის წევრები ინფორმირებული იყვნენ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ისინი ასევე სრულად გაეცნენ საქმის მასალებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2016 წლის 23 ოქტომბერს, ღამის საათებში, გიგა შენგელიამ, ძმასთან - გიორგი შენგელიასთან და თანმხლებ პირთან ერთად, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით ფარულად შეაღწია წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, რაც შემჩნეული იქნა გუშაგის მიერ. "შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით, გუშაგმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გამაფრთხილებელი გასროლით მოუწოდა ხსენებულ პირებს შეჩერებისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც გუშაგმა ზემოაღნიშნული პირების მისამართით განახორციელა გასროლები, რასაც შედეგად მოჰყვა გიგა შენგელიას გარდაცვალება.

ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ გუშაგი მოქმედებდა "შეიარაღებული ძალების საყარაულო წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ივნისის N310 ბრძანების მოთხოვნათა დაცვით. შესაბამისად პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ