სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დაავადება, რომელსაც ბრძოლის ნაცვლად, საქართველოში პოპულარიზაციას უწევენ
დაავადება, რომელსაც ბრძოლის ნაცვლად, საქართველოში პოპულარიზაციას უწევენ

ნე­ბის­მი­ერ და­ა­ვა­დე­ბას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ებ­რძვი­ან ყველ­გან და ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­შუ­ა­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბენ. თუმ­ცა, ამ მხრივ, ლუ­დო­მა­ნია გა­მო­ნაკ­ლი­სია. და­ა­ვა­დე­ბა­თა კო­დი­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში ამ პა­თო­ლო­გი­ას სა­კუ­თა­რი ნო­მე­რი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი - F 63.0. ეს კი ეჭვქვეშ აღარ აყე­ნებს ფაქტს, რომ ლუ­დო­მა­ნია და­ა­ვა­დე­ბაა.

რა არის ლუ­დო­მა­ნია და რა­ტომ მოხ­ვდა ის და­ა­ვა­დე­ბა­თა სის­ტე­მა­ში? ეს არის აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც 21-ე სა­უ­კუ­ნის სე­ნად არის ქცე­უ­ლი. თუმ­ცა, ეს არ არის უბ­რა­ლოდ ლტოლ­ვა თა­მა­შის მი­მართ. ლუ­დო­მა­ნი­ის სიმპტო­მე­ბია თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძი­ლის დარ­ღვე­ვა, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა, ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სა­ბო­ლო­ოდ ძლი­ერ დეპ­რე­სი­ა­სა და თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბებ­შიც კი გა­და­იზ­რდე­ბა. რო­გორც ვხე­დავთ, ლუ­დო­მა­ნი­ის აბ­სტი­ნენ­ცი­ის ნიშ­ნე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნარ­კო­მა­ნი­ი­სა და ალ­კოჰო­ლიზ­მის აბ­სტი­ნენ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის ანა­ლო­გი­უ­რია.

თუ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ლუ­დო­მა­ნია ისე­თი­ვე სიმ­ძაფ­რის და­ა­ვა­დე­ბაა, რო­გორც ალ­კოჰო­ლიზ­მი და ნარ­კო­მა­ნია და თუ ქვე­ყა­ნა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო დო­ნე­ზე მი­დის, მსჯე­ლო­ბა თამ­ბა­ქოს რეკ­ლა­მე­ბის აკ­რძალ­ვა­სა და ფილ­მებ­ში მო­წე­ვის კად­რე­ბის და­ფარ­ვა­ზეც კი, რა­ტომ უწე­ვენ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას თა­მაშ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ სხვა სა­ხის რეკ­ლა­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით?

წა­ი­კი­თხეთ: "ვირუ­სი", რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 000 ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი

ბიზ­ნე­სის პა­სუ­ხი ამ კი­თხვა­ზე მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა: იმი­ტომ, რომ ბიზ­ნეს­მა ფული უნდა აკე­თოს, თა­ნაც ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, ლუ­დო­მა­ნი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას მას არა­ვინ უკ­რძა­ლავს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა ვერ, ან არ ხერ­ხდე­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნიტ­რის 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში მი­ცე­მუ­ლი და­პი­რე­ბი­დან, რო­მე­ლიც ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­ზე მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, თით­ქმის ორი წელი გა­ვი­და, თუმ­ცა არც მთავ­რო­ბას და არც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს, ამ ხნის მან­ძილ­ზე პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის­თვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია.

აქვე ჩნდე­ბა მე­ო­რე მხა­რე. გა­სა­გე­ბია, რომ კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზია ბიზ­ნე­სია და მას ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბას არა­ვინ უკ­რძა­ლავს, თუმ­ცა, რა­ტომ ხდე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა აფი­ნან­სებს? მა­უ­წყე­ბელ­ზე სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბის და სპორ­ტუ­ლი მატ­ჩე­ბის ტრანსლა­ცი­ის დროს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა თვალ­ში­სა­ცე­მია. სპორ­ტი და სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უნდა ახ­დენ­დეს, რე­ა­ლუ­რად კი და­ა­ვა­დე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა ხდე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­ვი მა­უ­წყებ­ლის და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა თა­ვად აფი­ნან­სებს იმ და­ა­ვა­დე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბის ზრდა­საც, რო­მელ­საც წე­სით უნდა ებ­რძო­დეს.

კერ­ძო ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვა. ამ შემ­თხვე­ვა­ში გემბლინ­გის რეკ­ლა­მი­რე­ბა მხო­ლოდ სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი­სა და მატ­ჩე­ბის ტრანსლა­ცი­ის დრო­საა და­საშ­ვე­ბი. თუმ­ცა, პრობ­ლე­მის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ესეც აკ­რძა­ლუ­ლი უნდა იყოს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მე­ბი ძი­რი­თა­დად ახალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტე­რე­სის სფე­როა.

წა­ი­კი­თხეთ: პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ბევრ ქარ­თულ ოჯახს აწუ­ხებს - რო­გორ ვუშ­ვე­ლოთ აზარ­ტულ თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ანს

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ახ­ლა­დარ­ჩე­ულ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ამ სა­კი­თხთან და მისი და­რე­გუ­ლი­რე­ბის კონ­კრე­ტულ გეგ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი არ გა­აჩ­ნია. მრა­ვალ­ჯე­რა­დი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა და კი­თხვა­ზე - რა­ტომ გა­დის მა­უ­წყე­ბელ­ზე ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბის რეკ­ლა­მა, პა­სუ­ხის მი­ღე­ბა არ მო­ხერ­ხდა. გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი ია ან­თა­ძე კი აცხა­დებს, რომ მას რეკ­ლა­მის რე­გუ­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პა­სუ­ხი არ აქვს.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ვარ საქ­მის კურ­სში, თუ რა ხდე­ბა ამ კუ­თხით. ზო­გა­დად, რეკ­ლა­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ და ჩვენ­თან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოქ­მე­დებს. ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რი რეკ­ლა­მე­ბი გა­დის ხოლ­მე. რა ხდე­ბა ამ შე­ზღუ­დულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ისე­თი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, ნამ­დვი­ლად არ ვიცი. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი პრობ­ლე­მაა და ამა­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს ისე­ვე, რო­გორც სხვებს, არა­ერ­თი მა­სა­ლა გა­უ­კე­თე­ბია. ონ­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის მფლო­ბე­ლე­ბიც მზად არი­ან, რომ გარ­კვე­ულ რე­გუ­ლა­ცი­ებს და­ექ­ვემ­დე­ბა­რონ. ეს არის ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი. ხოლო იმა­ზე, რომ რეკ­ლა­მა გა­დის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე და რეკ­ლა­მა ჩვენ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, მე ვერ გი­პა­სუ­ხებთ. ამას კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა პირ­მა უნდა გას­ცეს პა­სუ­ხი შე­სა­ბა­მი­სი დე­პარ­ტა­მენ­ტი­დან. მე ნამ­დვი­ლად არ მაქვს პა­სუ­ხი," - აღ­ნიშ­ნავს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ია ან­თა­ძე.

ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­დი­ი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელს თაკო ბერ­ძე­ნიშ­ვილ­საც, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ სპორ­ტულ გა­და­ცე­მებ­ში გემბლინ­გის რეკ­ლა­მი­რე­ბის რე­გუ­ლა­ცია შე­საძ­ლოა, მარ­თლაც გა­და­სა­ხე­დი იყოს:

"ჩვენ მხო­ლოდ სპორ­ტულ გა­და­ცე­მებ­ში გვაქვს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა და ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რე­ბის რეკ­ლა­მა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ეს რე­გუ­ლა­ცი­აც გა­და­სა­ხე­დია. გა­და­ხედ­ვა უნდა მოხ­დეს გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­სა და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს­თან ერ­თად. ამ ეტაპ­ზე მსჯე­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­კი­თხის ინი­ცი­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს ან მე­ნე­ჯმენ­ტის მხრი­დან მოხ­დეს. ინი­ცი­ა­ტი­ვას ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის მხრი­დან მი­ვე­სალ­მე­ბით," - გან­მარ­ტავს თაკო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მა ევ­რო­პის უმე­ტეს ქვე­ყა­ნა­ში შე­ზღუდ­ვე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ევ­რო­კავ­შირ­ში შე­მა­ვალ ქვეყ­ნებს უფ­ლე­ბა აქვთ, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის წე­სე­ბი სა­კუ­თა­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით გან­სა­ზღვრონ. მა­გა­ლი­თად, ლატ­ვი­ის "აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, აკ­რძა­ლუ­ლია აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მი­რე­ბა სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­რეთ.

ლიტ­ვა­ში აკ­რძა­ლუ­ლია აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მა, გარ­და უშუ­ა­ლოდ თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ფირ­მის, სა­მო­რი­ნეს, ბინ­გოს სა­ლო­ნე­ბის და სხვა სა­თა­მა­შო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ტე­რი­ტო­რი­ი­სა. ეს­ტო­ნეთ­შიც იმა­ვე­ნა­ი­რად, დაშ­ვე­ბუ­ლია რეკ­ლა­მა უშუ­ა­ლოდ აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის გა­სა­მართ ად­გი­ლებ­ში და რეკ­ლა­მა არ შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს აზარ­ტულ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მო­წო­დე­ბას. ბულ­გა­რეთ­ში აკ­რძა­ლუ­ლია აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის პირ­და­პი­რი რეკ­ლა­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ის მი­მარ­თუ­ლია არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სად­მი.

აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რე­გუ­ლირ­დე­ბა რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ კო­მი­ტე­ტი­სა და სა­მა­უ­წყებ­ლო კო­მი­ტე­ტის აქ­ტე­ბით (CAP/BCAP). აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მა სა­მა­უ­წყებ­ლო მე­დი­ით აკ­რძა­ლუ­ლია, გარ­და ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მომ­სა­ხუ­რე­ბის სერ­ვი­სე­ბი­სა (ტე­ლე­ტექ­სტი).

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დაავადება, რომელსაც ბრძოლის ნაცვლად, საქართველოში პოპულარიზაციას უწევენ

დაავადება, რომელსაც ბრძოლის ნაცვლად, საქართველოში პოპულარიზაციას უწევენ

ნებისმიერ დაავადებას უძველესი დროიდან მოყოლებული ებრძვიან ყველგან და ყველა შესაძლო საშუალებით მკურნალობენ. თუმცა, ამ მხრივ, ლუდომანია გამონაკლისია. დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული - F 63.0. ეს კი ეჭვქვეშ აღარ აყენებს ფაქტს, რომ ლუდომანია დაავადებაა.

რა არის ლუდომანია და რატომ მოხვდა ის დაავადებათა სისტემაში? ეს არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, რომელიც 21-ე საუკუნის სენად არის ქცეული. თუმცა, ეს არ არის უბრალოდ ლტოლვა თამაშის მიმართ. ლუდომანიის სიმპტომებია თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ ძლიერ დეპრესიასა და თვითმკვლელობის მცდელობებშიც კი გადაიზრდება. როგორც ვხედავთ, ლუდომანიის აბსტინენციის ნიშნები, ფაქტობრივად, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის აბსტინენციის სიმპტომების ანალოგიურია.

თუ დადასტურებულია, რომ ლუდომანია ისეთივე სიმძაფრის დაავადებაა, როგორც ალკოჰოლიზმი და ნარკომანია და თუ ქვეყანაში საპარლამენტო დონეზე მიდის, მსჯელობა თამბაქოს რეკლამების აკრძალვასა და ფილმებში მოწევის კადრების დაფარვაზეც კი, რატომ უწევენ პოპულარიზაციას თამაშდამოკიდებულებას სატელევიზიო თუ სხვა სახის რეკლამების საშუალებით?

წაიკითხეთ: "ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული

ბიზნესის პასუხი ამ კითხვაზე მარტივი იქნება: იმიტომ, რომ ბიზნესმა ფული უნდა აკეთოს, თანაც ონლაინ კაზინოების რეკლამირებას და შესაბამისად, ლუდომანიის პოპულარიზაციას მას არავინ უკრძალავს. საკანონმდებლო დონეზე ამ პრობლემის მოგვარება ვერ, ან არ ხერხდება. პრემიერ-მინიტრის 2015 წლის დეკემბერში მიცემული დაპირებიდან, რომელიც ონლაინკაზინოებზე მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, თითქმის ორი წელი გავიდა, თუმცა არც მთავრობას და არც საკანონმდებლო ორგანოს, ამ ხნის მანძილზე პრობლემის გადაჭრისთვის არაფერი გაუკეთებია.

აქვე ჩნდება მეორე მხარე. გასაგებია, რომ კერძო ტელევიზია ბიზნესია და მას ონლაინკაზინოების რეკლამირებას არავინ უკრძალავს, თუმცა, რატომ ხდება ანალოგიური საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აფინანსებს? მაუწყებელზე სპორტული გადაცემების და სპორტული მატჩების ტრანსლაციის დროს ონლაინკაზინოების რეკლამების რაოდენობა თვალშისაცემია. სპორტი და სპორტული გადაცემები საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უნდა ახდენდეს, რეალურად კი დაავადების რეკლამირება ხდება. ფაქტობრივად, საზოგადოებივი მაუწყებლის დაფინანსებით, საზოგადოება თავად აფინანსებს იმ დაავადებისადმი მიდრეკილების ზრდასაც, რომელსაც წესით უნდა ებრძოდეს.

კერძო ტელეკომპანიებისგან განსხვავებით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებობს გარკვეული შეზღუდვა. ამ შემთხვევაში გემბლინგის რეკლამირება მხოლოდ სპორტული გადაცემებისა და მატჩების ტრანსლაციის დროსაა დასაშვები. თუმცა, პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, ესეც აკრძალული უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სპორტული გადაცემები ძირითადად ახალგაზრდების ინტერესის სფეროა.

წაიკითხეთ: პრობლემა, რომელიც ბევრ ქართულ ოჯახს აწუხებს - როგორ ვუშველოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლადარჩეულ ხელმძღვანელობას ამ საკითხთან და მისი დარეგულირების კონკრეტულ გეგმასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული აზრი არ გააჩნია. მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესთან დაკავშირება და კითხვაზე - რატომ გადის მაუწყებელზე ონლაინკაზინოების რეკლამა, პასუხის მიღება არ მოხერხდა. გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე კი აცხადებს, რომ მას რეკლამის რეგულაციასთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს.

"აბსოლუტურად არ ვარ საქმის კურსში, თუ რა ხდება ამ კუთხით. ზოგადად, რეკლამებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვართ და ჩვენთან განსხვავებული რეგულაციები მოქმედებს. ძირითადად, სოციალური რეკლამები გადის ხოლმე. რა ხდება ამ შეზღუდულ სიტუაციაში ისეთი, რომ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, ნამდვილად არ ვიცი. ყველამ ვიცით, რომ ონლაინკაზინოები პრობლემაა და ამაზე საზოგადოებრივ მაუწყებელს ისევე, როგორც სხვებს, არაერთი მასალა გაუკეთებია. ონლაინ კაზინოების მფლობელებიც მზად არიან, რომ გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარონ. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ამბავი. ხოლო იმაზე, რომ რეკლამა გადის საზოგადოებრივ მაუწყებელზე და რეკლამა ჩვენ უნდა შევარჩიოთ ღირებულებების მიხედვით, მე ვერ გიპასუხებთ. ამას კვალიფიციურმა პირმა უნდა გასცეს პასუხი შესაბამისი დეპარტამენტიდან. მე ნამდვილად არ მაქვს პასუხი," - აღნიშნავს AMBEBI.GE-სთან საუბარში ია ანთაძე.

ჩვენ დავუკავშირდით საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელს თაკო ბერძენიშვილსაც, რომელიც აღნიშნავს, რომ სპორტულ გადაცემებში გემბლინგის რეკლამირების რეგულაცია შესაძლოა, მართლაც გადასახედი იყოს:

"ჩვენ მხოლოდ სპორტულ გადაცემებში გვაქვს ონლაინკაზინოებისა და ტოტალიზატორების რეკლამა. თუმცა, შეიძლება ეს რეგულაციაც გადასახედია. გადახედვა უნდა მოხდეს გენერალურ დირექტორსა და სამეურვეო საბჭოსთან ერთად. ამ ეტაპზე მსჯელობა ნამდვილად არ მიმდინარეობს. საკითხის ინიცირება შეიძლება სამეურვეო საბჭოს ან მენეჯმენტის მხრიდან მოხდეს. ინიციატივას ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან მივესალმებით," - განმარტავს თაკო ბერძენიშვილი.

აზარტული თამაშების რეკლამა ევროპის უმეტეს ქვეყანაში შეზღუდვებით ხორციელდება. ევროკავშირში შემავალ ქვეყნებს უფლება აქვთ, აზარტული თამაშების რეკლამის წესები საკუთარი კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრონ. მაგალითად, ლატვიის "აზარტული თამაშების შესახებ" კანონის თანახმად, აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამირება სათამაშო დაწესებულებების გარეთ.

ლიტვაში აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამა, გარდა უშუალოდ თამაშების ორგანიზატორი ფირმის, სამორინეს, ბინგოს სალონების და სხვა სათამაშო დაწესებულებების ტერიტორიისა. ესტონეთშიც იმავენაირად, დაშვებულია რეკლამა უშუალოდ აზარტული თამაშების გასამართ ადგილებში და რეკლამა არ შეიძლება შეიცავდეს აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მოწოდებას. ბულგარეთში აკრძალულია აზარტული თამაშების პირდაპირი რეკლამა, განსაკუთრებით, თუ ის მიმართულია არასრულწლოვნებისადმი.

აზარტული თამაშები დიდ ბრიტანეთში რეგულირდება რეკლამის შესახებ კომიტეტისა და სამაუწყებლო კომიტეტის აქტებით (CAP/BCAP). აზარტული თამაშების რეკლამა სამაუწყებლო მედიით აკრძალულია, გარდა ინტერაქტიული და დამატებითი სატელევიზიო მომსახურების სერვისებისა (ტელეტექსტი).

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა