სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გელა ხვედელიძის ინფორმაციით, იგი მუდმივად თვალთვალის ობიექტი იყო
გელა ხვედელიძის ინფორმაციით, იგი მუდმივად თვალთვალის ობიექტი იყო

შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე გელა ხვე­დე­ლი­ძე, რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ ფი­ზი­კუ­რი თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, ამ­ბობს, რომ მუდ­მი­ვად თვალ­თვა­ლის ობი­ექ­ტი იყო.

რო­გორც ხვე­დე­ლი­ძემ "რუს­თა­ვი2"-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან მი­მარ­თე­ბით ოპე­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ძი­რი­თა­დად სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და.

შს მი­ნის­ტრის ყო­ფილ­მა მო­ად­გი­ლემ თავ­დას­ხმის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა და გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ მას ფი­ზი­კუ­რად მო­ჭი­და­ვე­ე­ბი გა­უს­წორ­დნენ. "იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რო­გო­რი შე­ბოჭ­ვა გა­ა­კე­თა, ვფიქ­რობ, რომ მო­ჭი­და­ვეა. პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, მხო­ლოდ ორნი არ იქ­ნე­ბოდ­ნენ, იქ­ნე­ბო­და კი­დევ მი­ნი­მუმ ორი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც მათ კო­ორ­დი­ნი­რე­ბას ახორ­ცი­ე­ლებ­და", - გა­ნა­ცხა­და გელა ხვე­დე­ლი­ძემ.

ხვე­დე­ლი­ძის აზ­რით, მას­ზე თავ­დამ­სხმე­ლებს "ჰყავთ მფარ­ვე­ლე­ბი იმ სტუქ­ტუ­რებ­ში, რო­მელ­თაც გა­აჩ­ნი­ათ ოპე­რა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რათა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ოპე­რა­ტი­უ­ლად იმოქ­მე­დონ, რომ მათი ფაქ­ტზე ან ცხელ კვალ­ზე და­კა­ვე­ბა არ მოხ­დეს". "მათ ჰქონ­დათ იმის გა­რან­ტია, რომ ამ აქ­ცი­ას ჩა­ა­ტა­რებ­დნენ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მი­ვი­დოდ­ნენ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე, სა­დაც უნდა მი­სუ­ლიყ­ვნენ", - აღ­ნიშ­ნა გელა ხვე­დე­ლი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

გელა ხვედელიძის ინფორმაციით, იგი მუდმივად თვალთვალის ობიექტი იყო

გელა ხვედელიძის ინფორმაციით, იგი მუდმივად თვალთვალის ობიექტი იყო

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა, ამბობს, რომ მუდმივად თვალთვალის ობიექტი იყო.

როგორც ხვედელიძემ "რუსთავი2"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, წლების განმავლობაში მასთან მიმართებით ოპერატიულ ღონისძიებებს ძირითადად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე იოსებ გოგაშვილი ახორციელებდა.

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თავდასხმის დეტალები გაიხსენა და გამოთქვა ვარაუდი, რომ მას ფიზიკურად მოჭიდავეები გაუსწორდნენ. "იქიდან გამომდინარე, თუ როგორი შებოჭვა გააკეთა, ვფიქრობ, რომ მოჭიდავეა. პიროვნებები, რომლებიც ქალაქის ცენტრში ასეთ ღონისძიებას ახორციელებენ, მხოლოდ ორნი არ იქნებოდნენ, იქნებოდა კიდევ მინიმუმ ორი პიროვნება, რომლებიც მათ კოორდინირებას ახორციელებდა", - განაცხადა გელა ხვედელიძემ.

ხვედელიძის აზრით, მასზე თავდამსხმელებს "ჰყავთ მფარველები იმ სტუქტურებში, რომელთაც გააჩნიათ ოპერატიული საშუალებები, რათა შეძლებისდაგვარად ოპერატიულად იმოქმედონ, რომ მათი ფაქტზე ან ცხელ კვალზე დაკავება არ მოხდეს". "მათ ჰქონდათ იმის გარანტია, რომ ამ აქციას ჩაატარებდნენ და ჩვეულებრივად მივიდოდნენ დანიშნულების ადგილზე, სადაც უნდა მისულიყვნენ", - აღნიშნა გელა ხვედელიძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ