ადვოკატი - მამა გიორგი იღებს მხოლოდ წყალს და უარს ამბობს როგორც საკვებზე, ისე გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო დანიშნულ მედიკამენტებზე

ადვოკატი - მამა გიორგი იღებს მხოლოდ წყალს და უარს ამბობს როგორც საკვებზე, ისე გულთან დაკავშირებული პრობლემის გამო დანიშნულ მედიკამენტებზე

დეკანოზმა გიორგი მამალაძე იმ მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს გამოწერილი, - ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა #9 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. რამიშვილი ასევე კატეგორიულად გამორიცხავს, რომ მამა გიორგი მამალაძე მარხულობს და წყლის გარდა მისი კვების რაციონში არაფერი არ შედის.

”ნამდვილად შიმშილობს, არის სუსტად და რომ შეხედავ, წონაშიც აქვს დაკლებული. მასთან შედის ყოველდღიურად დოკუმენტი, რომელსაც აწერს ხელს, რომ საკვებზე უარს ამბობს და იღებს მხოლოდ წყალს. მან ჩემს თვალწინ მოაწერა ხელი მედიკამენტების მიღებაზე უარს. უარს ამბობს იმ მედიკამენტების მიღებაზე, რომელიც გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო აქვს დანიშნული”, - განაცხადა რამიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი