სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პრეზიდენტის მე-4 ანგარიში პარლამენტში - გიორგი მარგველაშვილის 45-წუთიანი მოხსენების ძირითადი აქცენტები
პრეზიდენტის მე-4 ანგარიში პარლამენტში - გიორგი მარგველაშვილის 45-წუთიანი მოხსენების ძირითადი აქცენტები

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შით წარ­სდგა. ეს არის ქვეყ­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის რი­გით მე­ო­თხე ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­ში, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენ­ტის ტრი­ბუ­ნი­დან კა­ნონ­მდებ­ლებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მი­მარ­თა.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბას 99 დე­პუ­ტა­ტი ის­მენ­და. პლე­ნა­რულ სხდო­მას და­ეს­წრნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მი­ნის­ტრე­ბი, უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

პრე­ზი­დენ­ტმა 45-წუ­თი­ა­ნი მოხ­სე­ნე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე ისა­უბ­რა:

  • კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლა
"რაც შე­ე­ხე­ბა კრი­მი­ნო­გე­ნულ ვი­თა­რე­ბას, რაც ასე­ვე აღელ­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას: ად­რეც მით­ქვამს, კრი­მი­ნალ­თან ეფექ­ტუ­რი ბრძო­ლის­თვის გა­დამ­წვე­ტია უწყე­ბა­თა­შო­რი­სი და ამა­ვე დროს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი პროგ­რა­მე­ბი. ასე­თი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კარ­გი მა­გა­ლი­თია, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ერ­თობ­ლი­ვად გან­ხორ­ცი­ელ­და რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბის მიერ და რო­მელ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვან წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ასე­თი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, გი­დას­ტუ­რებთ ჩემს მხარ­დჭე­რას", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

  • ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი
ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის თქმით, თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და პარტნი­ო­რებ­თან აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თია არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და პარტნი­ო­რე­ბი წარ­მა­ტე­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.

"ამ წარ­მა­ტე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია დგამს ნა­ბი­ჯებს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ფაქ­ტობ­რი­ვი ანექ­სი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამი­ტომ, ისე­ვე, რო­გორც არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კის შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით უნდა შე­იქ­მნას სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ან­ტი­ა­ნექ­სი­უ­რი პო­ლი­ტი­კა და გა­დავ­დგათ შე­თან­ხმე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ანექ­სი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. ამა­ვე დროს, არ შე­იძ­ლე­ბა დღეს­ვე უმწვა­ვე­სი რე­აქ­ცია არ გვქონ­დეს ახა­ლი გამ­ყო­ფი ხა­ზე­ბი­სა და მავ­თულხლარ­თე­ბის გავ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა­ზე, გა­ლის რა­ი­ო­ნის სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სწავ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბი­სა და ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის ხელ­ყო­ფის ფაქ­ტებ­ზე. ქვეყ­ნის­თვის ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებ­ზე ყვე­ლა ერ­თი­ა­ნი უნდა ვი­ყოთ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტმა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­საც მი­მარ­თა.

"მინ­და მივ­მარ­თო ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს - ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ბერ­ლი­ნის კე­დე­ლი და­ინ­გრე­ო­და და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ის ლი­დე­რი, აღ­მო­სავ­ლეთ გერ­მა­ნი­ის მკვიდ­რი გახ­დე­ბო­და. იმე­დი მაქვს, დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ხე­ლოვ­ნუ­რად აღ­მარ­თულ კედ­ლებს და­ან­გრევს და ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რი, კედ­ლის მიღ­მა მცხოვ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე გახ­დე­ბა. დად­გე­ბა დრო, რო­დე­საც აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან გახ­ლე­ჩი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ერ­თი­ან­დე­ბა, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი, აფხა­ზე­ბი, ოსე­ბი შევ­ძლებთ ვი­პო­ვოთ ის გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი, რომ­ლი­თაც დევ­ნი­ლე­ბი უსაფრ­თხოდ უკან დაბ­რუნ­დე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

  • ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა
"სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, სი­ღა­რი­ბე, ფა­სე­ბის ზრდა, მწი­რი პენ­სი­ე­ბი და ლა­რის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა - სწო­რედ ეს არის ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად აწუ­ხებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და რაც ყო­ველ­გვა­რი კვლე­ვის გა­რე­შე თვალ­სა­ჩი­ნოა. დღეს იმე­დი­ა­ნად აღ­ვნიშ­ნავთ, რომ წლის და­სა­წყი­სი­დან - იან­ვარ-თე­ბერ­ვლი­დან თვი­სობ­რი­ვად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. იმედს გა­მოვ­თქვამ, რომ ეს ტენ­დენ­ცია მთავ­რო­ბი­სა და პარ­ლა­მენ­ტის, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა და სხვა აქ­ტო­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მო­მავლშიც შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა. თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კის, ან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზრდა არაფ­რისმთქმელ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მად დარ­ჩე­ბა, თუ არ მოხ­დე­ბა ისე­დაც მწი­რი დოვ­ლა­თის ეფექ­ტუ­რი გა­და­ნა­წი­ლე­ბა, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნა", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზრდის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად არ იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი.

პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ხში­რია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ინ­ვეს­ტო­რებს უცხო­ე­ლი მუ­შა­ხე­ლი ჩა­მოჰ­ყავთ, ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბის გამო. ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტმა პარ­ლა­მენტს შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის შექ­მნი­სა­კენ მო­უ­წო­და.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ბოლო ხანს შე­სამ­ჩნე­ვია ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის გამ­ყა­რე­ბის ტენ­დენ­ცი­აც, რაც, მათ შო­რის, მთავ­რო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

"თუმ­ცა, აქვე გვერდს ვერ ავუვ­ლით მა­ღალ ინფლა­ცი­ურ ფონს, რაც უმ­ძი­მე­სი ტვირ­თია მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და კერ­ძო სექ­ტო­რიც ორ­მა­გი წნე­ხის ქვე­შაა. რად­გან, ერთი მხრივ ძვირ­დე­ბა წარ­მო­ე­ბა და მე­ო­რე მხრივ, იკ­ლებს პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია. ან­ბა­ნუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა, რომ ეკო­ნო­მი­კა, მე­წარ­მე­ო­ბა, სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, მე­წარ­მე­ე­ბის­თვის პი­რო­ბე­ბის შექ­მნა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა კე­თი­ლი ნება, არა­მედ საღი აზ­რის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბიზ­ნეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს, თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ხე­ლის შე­წყო­ბას უნდა აღიქ­ვამ­დეს, არა რო­გორც პრე­რო­გა­ტი­ვას, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას. მე­ტიც - უნდა აღიქ­ვამ­დეს თა­ვი­სი­ვე ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბად და თუ ჩვენ ეს ჭეშ­მა­რი­ტე­ბა კარ­გად გვეს­მის, მა­შინ ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და და­ნერგვა, ბიზ­ნეს­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით უნდა მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს. არ უნდა ხდე­ბო­დეს. მა­შინ, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შემ­ქმნე­ლი სექ­ტო­რის მხარ­და­ჭე­რა, სა­ხელ­მწი­ფოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი უნდა იყოს. მა­შინ, უნდა ამუ­შავ­დეს კერ­ძო არ­ბიტ­რა­ჟი, რო­გორც ბიზ­ნეს­და­ვე­ბის გან­ხილ­ვის, ეფექ­ტუ­რი და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა. მა­შინ კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტო­რი ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით უნდა მოქ­მე­დებ­დეს. კერ­ძოდ კი, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, ბიზ­ნე­სის და­ჯა­რი­მე­ბის გზით არა მის შე­სუს­ტე­ბა­ზე, არა­მედ ბიზ­ნეს­თან პარტნი­ო­რო­ბა­სა და მე­წარ­მე­ე­ბის მხრი­დან დარ­ღვე­ვე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ზე უნდა იყოს ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. მო­უს­მი­ნოთ მათ, ვინც ქმნის ქვეყ­ნის დოვ­ლათს", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გა­საგ­რძე­ლე­ბე­ლი და გა­საღ­რმა­ვე­ბე­ლია ის პო­ზი­ტი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის აქ­ტი­უ­რი ძა­ლის­ხმე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და - "აწარ­მოე სა­ქარ­თვე­ლო­ში", "Start Up სა­ქარ­თვე­ლო", "და­ნერ­გე მო­მა­ვა­ლი" და სხვა. მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მსხვი­ლი ინსფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ­ში ქვეყ­ნის სატ­რან­ზი­ტო, ლო­ჯის­ტი­კურ და ტუ­რის­ტულ პო­ტენ­ცი­ალს გაზ­რდის.

  • ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა
"და­ცუ­ლი მო­ქა­ლა­ქე, და­ცუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, და­ცუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო - არის სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის ქვა­კუ­თხე­დი. სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბა იწყე­ბა იმ გან­ცდი­დან, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ის, ისე მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის, ცხოვ­რე­ბის წე­სის ირ­გვლივ. სწო­რედ ეს თან­ხმო­ბა აყა­ლი­ბებს უნარს, შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გოთ დამ­პყრო­ბელს.

თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის, საფრ­თხე­ე­ბის და ასე­ვე რე­გი­ო­ნის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის ერ­თი­ან ხედ­ვა­ზე შევ­თან­ხმდეთ. სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლად და­ვა­ვა­ლე ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აპა­რატს და­ე­წყო სა­ჯა­რო დის­კუ­სი­ე­ბი.

ამ დის­კუ­სი­ის შე­დე­გად ჩვენ შევ­თან­ხმდე­ბით ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ერ­თი­ან მიდ­გო­მა­ზე, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ერ­თი­ან თავ­დაც­ვით სის­ტე­მად აქ­ცევს.

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო არის ის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ორ­გა­ნო, სა­დაც გან­ვი­ხი­ლავ საბ­ჭოს აპა­რა­ტის მიერ შეს­რუ­ლე­ბულ და­ვა­ლე­ბას და საბ­ჭოს წევ­რებ­თან ერ­თად ვი­თათ­ბი­რებ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ. პა­რა­ლე­ლუ­რად, უნდა გა­ნახ­ლდეს ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცია, შე­მუ­შავ­დეს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გია და და­იხ­ვე­წოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

  • სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა
"ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა რა თქმა უნდა, მარ­ტი­ვი არ არის. მათი გა­და­წყვე­ტა გა­და­ჯაჭ­ვუ­ლია ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­თან. ამ მხრივ კი, ჩვენ ნამ­დვი­ლად წინ გა­დავ­დგით ნა­ბი­ჯე­ბი. გა­სუ­ლი წლის პირ­ვე­ლი ივ­ლი­სი­დან ამოქ­მედ­და ასო­ცი­რე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბი, ძა­ლა­ში შე­ვი­და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზო მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი. მაგ­რამ ჩვენ მიღ­წე­უ­ლით არ უნდა დავ­კმა­ყო­ფილ­დეთ. სა­ქარ­თვე­ლოს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი და სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი ევ­რო­პულ სა­ხელ­მწი­ფო­თა ის­ტო­რი­ულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბაა. იგი­ვეს ად­გენს, გა­სუ­ლი წლის 29 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცია ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის შე­სა­ხებ. მი­ვე­სალ­მე­ბი რე­ზო­ლუ­ცი­ის სუ­ლის­კვე­თე­ბა­სა და მიზ­ნებს. ამი­ტომ, უნდა და­ვი­წყოთ აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის აპ­ლი­კანტ სა­ხელ­მწი­ფოდ ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა დე­მოკ­რა­ტი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა, ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მდგრა­დო­ბა, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვა, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­და რე­ა­ლუ­რად მოქ­მე­დი ევ­რო­პუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის შექ­მნა", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ქვეყ­ნის სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კურ ამო­ცა­ნად რჩე­ბა ევ­რო­პა-აზი­ის სატ­რან­სპორ­ტო დე­რე­ფა­ნის გა­ფარ­თო­ე­ბა და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ახალ პრო­ექ­ტებ­ში მეტი სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თვა, რაც სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­რან­ტი­აა.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, თეთ­რი სახ­ლის ახა­ლი ად­მი­ნის­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ქარ­თუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კის კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ვა­შინგტო­ნის რა­და­რებ­ზე აქ­ტი­უ­რი ასახ­ვა.

"სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის მი­ზა­ნია უზ­რუნ­ველ­ვყოთ მე­გო­ბარ ქვე­ყა­ნა­თა მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სებ­ში და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ბალ­ტი­ის, სკან­დი­ნა­ვი­ის, ვი­შეგ­რა­დის ჯგუ­ფი­სა და მე­გო­ბარ ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სხვა ფორ­მა­ტე­ბი. დღეს, თეთ­რი სახ­ლის ახა­ლი ად­მი­ნის­ტა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ქარ­თუ­ლი პრობ­ლე­მა­ტი­კის კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ვა­შინგტო­ნის რა­და­რებ­ზე აქ­ტი­უ­რი ასახ­ვა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და პარტნი­ო­რებ­თან აქ­ტი­უ­რი პო­ლი­ტი­კის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თია არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და პარტნი­ო­რე­ბი წარ­მა­ტე­ბით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

  • პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წეს­ზე
"სულ ახ­ლა­ხანს მე და­ვი­წყე კამ­პა­ნია "კონ­სტი­ტუ­ცია ყვე­ლა­სია" იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ფე­ნე­ბი აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვა­სა და თან­ხმო­ბის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. იმე­დი მაქვს, რომ ასე­თი დის­კუ­სი­ე­ბი უფრო გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ხალ­ხის ხმა კი, უფრო გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა. ამ შეხ­ვედ­რებ­ზე ცხა­დად ჩანს, რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბა ქვეყ­ნის მო­წყო­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პთან და­კავ­ში­რე­ბით. სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის წევ­რებს მო­გახ­სე­ნებთ, რომ ხალ­ხს უნდა მეტი დე­მოკ­რა­ტია; თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არა შე­სუს­ტე­ბა, არა­მედ გაძ­ლი­ე­რე­ბა; გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა, სა­ყო­ველ­თა­ო­ო­ბა, მეტი არ­ჩე­ვი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა; სა­ზო­გა­დო­ე­ბას სურს მეტი ჩარ­თუ­ლო­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში და კა­ტე­გო­რი­უ­ლი ასახ­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში იმ სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, რო­მე­ლიც ეხე­ბა მათ­თვის მტკივ­ნე­ულ სა­კი­თხებს", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხს წა­ვარ­თვათ პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის უფ­ლე­ბა.

"პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წესი დღე­ვან­დე­ლი ან ხვა­ლინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დღე­ვან­დე­ლი ან ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის სურ­ვილ­ზე კი არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი, არა­მედ ხალ­ხის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და რე­ა­ლუ­რად და­ბა­ლან­სე­ბულ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ზე. გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას ნათ­ლად და­ფიქ­სირ­და ქუ­თა­ი­სის მო­სახ­ლე­ობ­სი სურ­ვი­ლი, რომ პარ­ლა­მენ­ტი დარ­ჩეს ქუ­თა­ის­ში და ცხა­რე კა­მა­თის მი­უ­ხე­და­ვად მე მათ დავ­პირ­დი, რომ მათ სურ­ვილს და­ვა­ფიქ­სი­რებ­დი დღეს აქ. ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი ერ­თი­ა­ნო­ბის გან­ცდა, თა­ნად­გო­მა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამი­ტომ მო­ვუს­მი­ნოთ ხალ­ხს და თუ მო­ვუს­მენთ, მა­შინ ცხა­დი გახ­დე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე­თა რე­ა­ლუ­რი და მწვა­ვე პრობ­ლე­მე­ბი კვლავ გა­და­უჭ­რე­ლი რჩე­ბა, რომ ჯერ კი­დევ ვერ ავა­შე­ნეთ ისე­თი სა­ხელ­მწი­ფო, სა­დაც არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ იცხოვ­რებს ქუ­ჩა­ში, ქუ­ჩა­ში არ იცხოვ­რე­ბენ და იმუ­შა­ვე­ბენ მცი­რე­წლო­ვა­ნე­ბი, სა­დაც ათო­ბით ათა­სი ბავ­შვი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში არ იქ­ნე­ბა, სა­დაც მო­ხუ­ცებს არ ექ­ნე­ბათ უმ­წე­ო­ბის გან­ცდა, სა­დაც არა­ვის შია და არა­ვის სცი­ვა", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

ხი­ლეთ ვი­დეო: "პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წესი დღე­ვან­დე­ლი ან ხვა­ლინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტის სურ­ვილ­ზე არ უნდა იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი" - მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

  • სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე
სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას და პარ­ლა­მენტს დი­ა­ლო­გის­კენ და ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, იმ ფონ­ზე, რომ მმარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ უარი თქვა დი­ა­ლოგ­ზე და ჩა­ი­კე­ტა სა­კუ­თარ თავ­ში, მი­სა­სალ­მე­ბე­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დე­ბა­ტე­ბის გა­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე.

"გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ახალ პარ­ლა­მენტს მივ­მარ­თე. მა­შინ მო­გახ­სე­ნეთ, რომ ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის შექ­მნა აჩენ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის საფრ­თხეს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად აჩენ­და თა­მა­მი რე­ფორ­მე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც. რა მი­ვი­ღეთ რე­ა­ლუ­რად ხუთი თვის თავ­ზე? სა­ვა­რა­უ­დო საფრ­თხე იქცა სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად, ხოლო რე­ფორ­მე­ბის დი­ნა­მი­კა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ არის შთამ­ბეჭ­და­ვი. სამ­წუ­ხა­როა, რომ მმარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ, პრაქ­ტი­კუ­ლად, უარი თქვა დი­ა­ლოგ­ზე და ჩა­ი­კე­ტა სა­კუ­თარ თავ­ში. ამ ფონ­ზე მი­ვე­სალ­მე­ბი დღე­ვან­დელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, პარ­ლა­მენ­ტში ჩა­ტარ­დეს დე­ბა­ტე­ბი.

მე არა­ერ­თხელ მით­ქვამს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის სამ­სა­ხურ­ში ვარ და ყვე­ლა ამომ­რჩევ­ლის პრე­ზი­დენ­ტი ვარ. ზუს­ტად ასე­ვე - თქვენც, პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლას მი­ნის­ტრე­ბი და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი ხართ. მე ვე­ლო­დე­ბი იმ დროს, რო­დე­საც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ძალა და­ი­წყებს მო­კავ­ში­რე­ე­ბის და არა მტრე­ბის ძებ­ნას, რად­გან მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ამ­ბი­ცია, რაც შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კოსს ჰქონ­დეს, ეს ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­თლი­ა­ნე­ბაა. ამი­ტომ, არა­ერ­თხელ მო­გი­წო­დეთ და დღე­საც მო­გი­წო­დებთ დი­ა­ლო­გის­კენ, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: პრე­ზი­დენ­ტი პარ­ტი­ებს - "მო­ძებ­ნეთ ერ­თმა­ნეთ­თან მი­სას­ვლე­ლი გზე­ბი"

პრე­ზი­დენ­ტის მოხ­სე­ნე­ბის შემ­დეგ 2-სა­ა­თი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბა გა­მო­ცხად­და, რის შემ­დე­გაც დე­ბა­ტე­ბის ფორ­მატ­ში, დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"-ის მა­სა­ლე­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

პრეზიდენტის მე-4 ანგარიში პარლამენტში - გიორგი მარგველაშვილის 45-წუთიანი მოხსენების ძირითადი აქცენტები

პრეზიდენტის მე-4 ანგარიში პარლამენტში - გიორგი მარგველაშვილის 45-წუთიანი მოხსენების ძირითადი აქცენტები

საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. ეს არის ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გიორგი მარგველაშვილის რიგით მეოთხე ყოველწლიური ანგარიში, რომლითაც პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან კანონმდებლებსა და საქართველოს მოსახლეობას მიმართა.

გიორგი მარგველაშვილის მოხსენებას 99 დეპუტატი ისმენდა. პლენარულ სხდომას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

პრეზიდენტმა 45-წუთიანი მოხსენების დროს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა:

  • კრიმინალთან ბრძოლა
"რაც შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, რაც ასევე აღელვებს საზოგადოებას: ადრეც მითქვამს, კრიმინალთან ეფექტური ბრძოლისთვის გადამწვეტია უწყებათაშორისი და ამავე დროს, საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც ერთობლივად განხორციელდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ და რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი პროგრამების განხორციელებაში, გიდასტურებთ ჩემს მხარდჭერას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

  • ოკუპირებული ტერიტორიები
ქვეყნის პირველი პირის თქმით, თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ახორციელებენ.

"ამ წარმატების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე, როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადავდგათ შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად. ამავე დროს, არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა.

"მინდა მივმართო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა და გაერთიანებული გერმანიის ლიდერი, აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრი გახდებოდა. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველო ხელოვნურად აღმართულ კედლებს დაანგრევს და ერთიანი საქართველოს ლიდერი, კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება. დადგება დრო, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანდება, როდესაც ქართველები, აფხაზები, ოსები შევძლებთ ვიპოვოთ ის გამაერთიანებელი, რომლითაც დევნილები უსაფრთხოდ უკან დაბრუნდებიან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

  • ეკონომიკური მდგომარეობა
"სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა - სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა. დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან - იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავლშიც შენარჩუნდება. თუმცა ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტური გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები.

პრეზიდენტის განცხადებით, ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო. ამასთან, პრეზიდენტმა პარლამენტს შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების შექმნისაკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის თქმით, ბოლო ხანს შესამჩნევია ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც, რაც, მათ შორის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია.

"თუმცა, აქვე გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა. რადგან, ერთი მხრივ ძვირდება წარმოება და მეორე მხრივ, იკლებს პროდუქტის რეალიზაცია. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა, სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა. ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს, არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას. მეტიც - უნდა აღიქვამდეს თავისივე ფუნქციონირების წინაპირობად და თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციებით უნდა მიმდინარეობდეს. არ უნდა ხდებოდეს. მაშინ, სამუშაო ადგილების შემქმნელი სექტორის მხარდაჭერა, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს. მაშინ, უნდა ამუშავდეს კერძო არბიტრაჟი, როგორც ბიზნესდავების განხილვის, ეფექტური და ალტერნატიული საშუალება. მაშინ კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა მოქმედებდეს. კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ბიზნესის დაჯარიმების გზით არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მოუსმინოთ მათ, ვინც ქმნის ქვეყნის დოვლათს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის აქტიური ძალისხმევით განხორციელდა - "აწარმოე საქართველოში", "Start Up საქართველო", "დანერგე მომავალი" და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოჯისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.

  • ეროვნული უსაფრთხოება
"დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - არის სახელმწიფოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი. სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას, როგორც ტერიტორიის, ისე მისი ღირებულებებისა და ინტერესების, ცხოვრების წესის ირგვლივ. სწორედ ეს თანხმობა აყალიბებს უნარს, შევეწინააღმდეგოთ დამპყრობელს.

თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვაზე შევთანხმდეთ. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებელად დავავალე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს დაეწყო საჯარო დისკუსიები.

ამ დისკუსიის შედეგად ჩვენ შევთანხმდებით ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას, ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს.

ეროვნული უშიშროების საბჭო არის ის კონსტიტუციური ორგანო, სადაც განვიხილავ საბჭოს აპარატის მიერ შესრულებულ დავალებას და საბჭოს წევრებთან ერთად ვითათბირებ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ. პარალელურად, უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

  • საგარეო პოლიტიკა
"ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. მათი გადაწყვეტა გადაჯაჭვულია ევროპული ინტეგრაციის პროცესთან. ამ მხრივ კი, ჩვენ ნამდვილად წინ გადავდგით ნაბიჯები. გასული წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მოკლევადიანი მიმოსვლის რეჟიმი. მაგრამ ჩვენ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა. იგივეს ადგენს, გასული წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მივესალმები რეზოლუციის სულისკვეთებასა და მიზნებს. ამიტომ, უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარებადა რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიაა.

მარგველაშვილის განცხადებით, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა.

"საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვა ფორმატები. დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიური ასახვა. თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

  • პრეზიდენტის არჩევის წესზე
"სულ ახლახანს მე დავიწყე კამპანია "კონსტიტუცია ყველასია" იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი, უფრო გასაგები გახდება. ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია; თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა, საყოველთაოობა, მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში იმ სოციალური დაცვის შესაძლებლობების, რომელიც ეხება მათთვის მტკივნეულ საკითხებს", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის არჩევის უფლება.

"პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე. გუშინ საზოგადოებასთან შეხვედრისას ნათლად დაფიქსირდა ქუთაისის მოსახლეობსი სურვილი, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ცხარე კამათის მიუხედავად მე მათ დავპირდი, რომ მათ სურვილს დავაფიქსირებდი დღეს აქ. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. ამიტომ მოვუსმინოთ ხალხს და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვანები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ხილეთ ვიდეო: "პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული" - მარგველაშვილი

  • საპარლამენტო უმრავლესობაზე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას და პარლამენტს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში, მისასალმებელია გადაწყვეტილება დებატების გამართვის თაობაზე.

"გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა მაინცდამაინც არ არის შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, პრაქტიკულად, უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, პარლამენტში ჩატარდეს დებატები.

მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე - თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და მთლიანად საქართველოს პარლამენტი ხართ. მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი პარტიებს - "მოძებნეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები"

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.

მომზადებული "ინტერპრესნიუსი"-ის მასალებით

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."