სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გაჩერებულს რომ დასდევთ, გაქანებულს გაეკიდეთ" - ნათია ფანჯიკიძე გახშირებულ ავარიებზე
"გაჩერებულს რომ დასდევთ, გაქანებულს გაეკიდეთ" - ნათია ფანჯიკიძე გახშირებულ ავარიებზე

ფსი­ქო­ლო­გი ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე თბი­ლის­ში გახ­ში­რე­ბულ ავა­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"კი­დევ გა­უ­ტა­ნია მან­ქა­ნას ფე­ხით­მო­სი­ა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნი, ამ­ბო­ბენ ზებ­რა­ზეო, რაც ნიშ­ნავს, რომ მსხვერ­პლის ბრა­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. მოკ­ლე ხან­ში ზედ­მე­ტად ბევ­რი შემ­თხვე­ვაა. პატ­რუ­ლი სუ­ლაც არ ზარ­მა­ცობს, ძა­ლი­ან სხარ­ტად რე­ა­გი­რებს უად­გი­ლო ად­გი­ლას გა­ჩე­რე­ბულ მან­ქა­ნებ­ზე. ამას წინ მე­გო­ბარ­მა სახ­ლში მო­მიყ­ვა­ნა, ცალი ფე­ხით მან­ქა­ნი­დან გად­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ დამ­შვი­დო­ბე­ბას ცოტა დიდ­ხანს მო­ვუნ­დით. სად იყო და სად არა, აღ­მო­ცენ­და პატ­რუ­ლი და მშვე­ნი­ე­რი ჯა­რი­მა მი­არ­თვა. არა­ფერს ნიშ­ნავ­და მის­თვის, რომ მძღოლს მან­ქა­ნა არ და­უ­ტო­ვე­ბია. ხოდა რა მინ­და იცით რომ ვი­თხო­ვო ერ­თმა ჩი­ტო­სან­მა მო­ქა­ლა­ქემ? - გა­ჩე­რე­ბულს რომ დას­დევთ, გა­ქა­ნე­ბულს გა­ე­კი­დეთ. ხან­და­ხან ისე ჩა­იშ­ხუ­ი­ლებს გა­და­ჭე­დილ გზა­ზე ვი­ღაც, სიკ­ვდი­ლის აჩ­რდი­ლი­ვით და არც არა­ფე­რი, არას­დროს არა­ვინ და­მი­ნა­ხავს გა­დევ­ნე­ბუ­ლი".

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გაჩერებულს რომ დასდევთ, გაქანებულს გაეკიდეთ" - ნათია ფანჯიკიძე გახშირებულ ავარიებზე

"გაჩერებულს რომ დასდევთ, გაქანებულს გაეკიდეთ" - ნათია ფანჯიკიძე გახშირებულ ავარიებზე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე თბილისში გახშირებულ ავარიებთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"კიდევ გაუტანია მანქანას ფეხითმოსიარულე ადამიანი, ამბობენ ზებრაზეო, რაც ნიშნავს, რომ მსხვერპლის ბრალი არაფერი ყოფილა. მოკლე ხანში ზედმეტად ბევრი შემთხვევაა. პატრული სულაც არ ზარმაცობს, ძალიან სხარტად რეაგირებს უადგილო ადგილას გაჩერებულ მანქანებზე. ამას წინ მეგობარმა სახლში მომიყვანა, ცალი ფეხით მანქანიდან გადმოსული ვიყავი, მაგრამ დამშვიდობებას ცოტა დიდხანს მოვუნდით. სად იყო და სად არა, აღმოცენდა პატრული და მშვენიერი ჯარიმა მიართვა. არაფერს ნიშნავდა მისთვის, რომ მძღოლს მანქანა არ დაუტოვებია. ხოდა რა მინდა იცით რომ ვითხოვო ერთმა ჩიტოსანმა მოქალაქემ? - გაჩერებულს რომ დასდევთ, გაქანებულს გაეკიდეთ. ხანდახან ისე ჩაიშხუილებს გადაჭედილ გზაზე ვიღაც, სიკვდილის აჩრდილივით და არც არაფერი, არასდროს არავინ დამინახავს გადევნებული".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს