რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

კომპანია "ინტერტრანსის" რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები კომპანიის მხრიდან ყოველდღიური მოსაკრებლის 70 ლარიდან 80 ლარამდე გაზრდას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ თანხის გადახდა მგზავრთა მცირე ნაკადის გამო ისედაც უჭირდათ.

კომპანია "ინტერტრანსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, სოფო ცერცვაძის განცხადებით, კომპანიამ კეთილი ნება გამოიჩინა და ზამთარში, იმის გამო, რომ მგზავრთა ნაკადი ნაკლებია, ყოველდღიური მოსაკრებელი შეამცირა და ახლა მგზავრთა ნაკადის გაზრდასთან ერთად ისევ პირვანდელი მოსაკრებელი შემოიღო. მძღოლთა ნაწილმა ამ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა და აქცია გამართა, თუმცა რუსთავი-ვარკეთილის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანის პროცესი ამით არ შეფერხებულა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი