სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ შეხვდა ვერიკო ანჯაფარიძე მაგდანას როლზე დუდუხანა წეროძის დამტკიცებას
როგორ შეხვდა ვერიკო ანჯაფარიძე მაგდანას როლზე დუდუხანა წეროძის დამტკიცებას

მსა­ხი­ობ დუ­დუ­ხა­ნა წე­რო­ძეს თენ­გიზ აბუ­ლა­ძი­სა და რეზო ჩხე­ი­ძის მხატ­ვრულ ფილმ "მაგ­და­ნას ლურ­ჯამ­დე" და მას შემ­დე­გაც არა­ერთ ფილმში უთა­მა­შია, მაგ­რამ ის ყვე­ლას მა­ინც, სამი ობ­ლის დე­დის, ქვრივ მაგ­და­ნას რო­ლით ახ­სოვს. მისი სე­რი­ო­ზუ­ლი კი­ნო­დე­ბი­უ­ტი 1934 წელს, მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის ფილმში - "უკა­ნას­კნე­ლი მას­კა­რა­დი" შედ­გა, რომ­ლის შემ­დე­გაც და­ახ­ლო­ე­ბით 35 ფილმში გა­და­ი­ღეს. მათ შო­რის იყო: "და­კარ­გუ­ლი სა­მო­თხე", "მამ­ლუ­ქი", "უდიპ­ლო­მო სა­სი­ძო", "თო­ჯი­ნე­ბი იცი­ნი­ან", "ჩვე­ნი ეზო" და სხვა.

მო­მა­ვა­ლი მსა­ხი­ო­ბი 1918 წლის 8 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ხუთშ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი თბი­ლი­სი­დან ბა­თუმ­ში გა­და­სახ­ლდა. პა­ტა­რა­ო­ბი­სას დუ­დუ­ხა­ნა მა­მას კი­ნო­ში წა­უყ­ვა­ნია, სა­დაც "ვინ არის დამ­ნა­შა­ვე?" ნა­ხეს. ბავ­შვმა ისე ემო­ცი­უ­რად აღიქ­ვა ფილ­მი, კერ­ძოდ, ის სცე­ნა, რო­მელ­შიც ნატო ვაჩ­ნა­ძის გმი­რი თავს იხ­რჩობს, რომ ტი­რი­ლი და­ი­წყო. მამა იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხდა­რა, აღელ­ვე­ბუ­ლი შვი­ლი დარ­ბა­ზი­დან გა­მო­ეყ­ვა­ნა. პლა­ტო­ნი შე­ე­ცა­და, უფ­რო­სი შვი­ლის­თვის აეხ­სნა, რომ ეს მხო­ლოდ კინო იყო და სი­ნამ­დვი­ლე­ში, მსა­ხი­ო­ბი არ მომ­კვდა­რა. წლე­ბის შემ­დეგ, დუ­დუ­ხა­ნას სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა, ნატო ვაჩ­ნა­ძის გვერ­დით ეთა­მა­შა და ის აღ­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ვი­საც 1996 წელს ქარ­თულ კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის ნატო ვაჩ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია - "ნატო" მი­ე­ნი­ჭა.

სამ­წუ­ხა­როდ, სხვე­ბის მსგავ­სად, წე­რო­ძე­ე­ბი 1937 წელს რეპ­რე­სი­ე­ბის მსხვერ­პლი გახ­დნენ. მა­მის და­ჭე­რის შემ­დეგ დუ­დუ­ხა­ნა სა­ცხოვ­რებ­ლად გუ­რი­ა­ში, სო­ფელ სა­მე­ბა­ში გა­და­ვი­და. ქმრის გა­რე­შე დარ­ჩე­ნილ დუ­დუ­ხა­ნას დე­დას დახ­მა­რე­ბის ხელი მის­მა დამ, მსა­ხი­ობ­მა და მწე­რალ­მა მა­რი­ამ გა­რი­ყულ­მა გა­უ­წო­და: მან პე­პე­ლა და დის­შვი­ლე­ბი თა­ვის სახ­ლში შე­ი­ფა­რა. უჭირ­დათ, რად­გან რეპ­რე­სი­რე­ბულ­თა ოჯა­ხის წევ­რებს ყო­ველ­მხრივ ავიწ­რო­ებ­დნენ და მათ­თვის სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც დუ­დუ­ხა­ნა კი­ნო­ში გა­მოჩ­ნდა, ის ოჯა­ხის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მარ­ჩე­ნა­ლი გახ­და.

სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, დუ­დუ­ხა­ნა კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი გახ­და და სწავ­ლა ვო­კა­ლურ ფა­კულ­ტეტ­ზე და­ი­წყო. ამ დროს მა­რი­ამ გა­რი­ყუ­ლის ოჯახ­ში სტუმ­რად კი­ნოს­ტუ­დი­ი­დან, ჟორა დაფ­ქვი­აშ­ვი­ლი მი­ვი­და. მისი ყუ­რა­დღე­ბა დუ­დუ­ხა­ნას გა­რეგ­ნო­ბამ მი­იქ­ცია და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში და­ი­ბა­რა. გო­გო­ნა ორ­ჭო­ფობ­და, მაგ­რამ დე­ი­დამ ურ­ჩია, ბედი ეცა­და. კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მი­სულს, ეპი­ზო­დი მის­ცეს. ფილმში ნატო ვაჩ­ნა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ახალ­ბე­და მსა­ხი­ო­ბი ამით ორ­მა­გად ბედ­ნი­ე­რი გახ­და. სწო­რედ იმ დროს იღებ­დნენ ის­ტო­რი­უ­ლი ჟან­რის ფილ­მს - "უკა­ნას­კნე­ლი მას­კა­რა­დი" და მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რელ­მა მას­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი როლი შეს­თა­ვა­ზა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ შეხვდა ვერიკო ანჯაფარიძე მაგდანას როლზე დუდუხანა წეროძის დამტკიცებას

როგორ შეხვდა ვერიკო ანჯაფარიძე მაგდანას როლზე დუდუხანა წეროძის დამტკიცებას

მსახიობ დუდუხანა წეროძეს თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მხატვრულ ფილმ "მაგდანას ლურჯამდე" და მას შემდეგაც არაერთ ფილმში უთამაშია, მაგრამ ის ყველას მაინც, სამი ობლის დედის, ქვრივ მაგდანას როლით ახსოვს. მისი სერიოზული კინოდებიუტი 1934 წელს, მიხეილ ჭიაურელის ფილმში - "უკანასკნელი მასკარადი" შედგა, რომლის შემდეგაც დაახლოებით 35 ფილმში გადაიღეს. მათ შორის იყო: "დაკარგული სამოთხე", "მამლუქი", "უდიპლომო სასიძო", "თოჯინები იცინიან", "ჩვენი ეზო" და სხვა.

მომავალი მსახიობი 1918 წლის 8 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. მოგვიანებით, ხუთშვილიანი ოჯახი თბილისიდან ბათუმში გადასახლდა. პატარაობისას დუდუხანა მამას კინოში წაუყვანია, სადაც "ვინ არის დამნაშავე?" ნახეს. ბავშვმა ისე ემოციურად აღიქვა ფილმი, კერძოდ, ის სცენა, რომელშიც ნატო ვაჩნაძის გმირი თავს იხრჩობს, რომ ტირილი დაიწყო. მამა იძულებული გამხდარა, აღელვებული შვილი დარბაზიდან გამოეყვანა. პლატონი შეეცადა, უფროსი შვილისთვის აეხსნა, რომ ეს მხოლოდ კინო იყო და სინამდვილეში, მსახიობი არ მომკვდარა. წლების შემდეგ, დუდუხანას საშუალება მიეცა, ნატო ვაჩნაძის გვერდით ეთამაშა და ის აღმოჩნდა პირველი მსახიობი, ვისაც 1996 წელს ქართულ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემია - "ნატო" მიენიჭა.

სამწუხაროდ, სხვების მსგავსად, წეროძეები 1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. მამის დაჭერის შემდეგ დუდუხანა საცხოვრებლად გურიაში, სოფელ სამებაში გადავიდა. ქმრის გარეშე დარჩენილ დუდუხანას დედას დახმარების ხელი მისმა დამ, მსახიობმა და მწერალმა მარიამ გარიყულმა გაუწოდა: მან პეპელა და დისშვილები თავის სახლში შეიფარა. უჭირდათ, რადგან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს ყოველმხრივ ავიწროებდნენ და მათთვის სამსახურის შოვნა ძალიან რთული იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დუდუხანა კინოში გამოჩნდა, ის ოჯახის ერთ-ერთი მთავარი მარჩენალი გახდა.

სკოლის დასრულების შემდეგ, დუდუხანა კონსერვატორიის სტუდენტი გახდა და სწავლა ვოკალურ ფაკულტეტზე დაიწყო. ამ დროს მარიამ გარიყულის ოჯახში სტუმრად კინოსტუდიიდან, ჟორა დაფქვიაშვილი მივიდა. მისი ყურადღება დუდუხანას გარეგნობამ მიიქცია და კინოსტუდიაში დაიბარა. გოგონა ორჭოფობდა, მაგრამ დეიდამ ურჩია, ბედი ეცადა. კინოსტუდიაში მისულს, ეპიზოდი მისცეს. ფილმში ნატო ვაჩნაძე მონაწილეობდა და ახალბედა მსახიობი ამით ორმაგად ბედნიერი გახდა. სწორედ იმ დროს იღებდნენ ისტორიული ჟანრის ფილმს - "უკანასკნელი მასკარადი" და მიხეილ ჭიაურელმა მასში ერთ-ერთი მთავარი როლი შესთავაზა.

განაგრძეთ კითხვა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დროს ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადება, რომელიც დიდხანს შეუმჩნეველია  - "მისი ყველაზე საშიში გართულება რქოვანას გახვრეტაა"

შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა