სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვირტუალური და რეალური აგრესია ქართულ საზოგადოებაში - ფსიქოლოგი "ბრბოს ფსიქოლოგიაზე"
ვირტუალური და რეალური აგრესია ქართულ საზოგადოებაში - ფსიქოლოგი "ბრბოს ფსიქოლოგიაზე"

აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვა ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში უკვე ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის თან­მდე­ვი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია, თუმ­ცა ზოგ­ჯერ გა­უ­გო­ნა­რი სი­სას­ტი­კის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებს ვა­წყდე­ბით. აქ მა­გა­ლი­თის­თვის, ცოტა ხნის წინ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბიც გა­მოდ­გე­ბა...

აგ­რე­სია ჩვენ ცხოვ­რე­ბა­ში ვლინ­დე­ბა ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე, აგ­რე­სი­ას ვუ­ყუ­რებთ ეკ­რან­ზე, მას ადა­მი­ა­ნე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ, როცა და­უ­ფა­რა­ვად და გახ­სნი­ლი ტექ­სტე­ბით ლან­ძღა­ვენ და ქო­ლა­ვენ ერ­თმა­ნეთს... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის კო­რი­ან­ტე­ლია, რა­საც უკუ­რე­აქ­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი ტალ­ღა მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე.

რას­თან გვაქვს ზო­გა­დად საქ­მე და სა­ერ­თოდ, რა­ტომ გახ­შირ­და ირ­გვლივ ამ­დე­ნი აგ­რე­სია და ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცია, ამ სა­კი­თხზე გვე­სა­უბ­რე­ბა რუ­სუ­დან მირ­ცხუ­ლა­ვა, ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი:

- აგ­რე­სია სა­ოც­რად არის მომძლავ­რე­ბუ­ლი, ის იგ­რძნო­ბა არა მარ­ტო ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში, არა­მედ ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე ამის­თვის ერთ-ერთი ას­პა­რე­ზია, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზო­გად გან­წყო­ბას ირეკ­ლავს. მო­ჭარ­ბე­ბულ აგ­რე­სი­ას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს და თან, არა­ერ­თი.

ფსი­ქო­ლო­გია აგ­რე­სი­ას კარ­გა ხა­ნია ინ­ტენ­სი­უ­რად იკ­ვლევს და არა­ერ­თი თე­ო­რი­აც არ­სე­ბობს... რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში ჩემი სა­ლექ­ციო თემა აგ­რე­სი­აა ხოლ­მე, სტუ­დენ­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ინ­ტე­რესს ავ­ლე­ნენ. გრძნო­ბენ, რომ ერთ-ერთი მწვა­ვე სა­კი­თხია ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან არ­სე­ბი­თად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა.

რა­ტომ ვართ აგ­რე­სი­უ­ლე­ბი? ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს:

1. ე.წ. ფრუსტრა­ცი­უ­ლი თე­ო­რი­ის მი­ხედ­ვით, აგ­რე­სი­ას მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბა იწ­ვევს, რო­დე­საც პი­როვ­ნე­ბა ამა თუ იმ მო­თხოვ­ნი­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში რა­ღაც დაბ­რკო­ლე­ბას აწყდე­ბა, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს. უნდა გი­თხრათ, რომ მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის მთე­ლი იერ­არ­ქია არ­სე­ბობს, აქ მხო­ლოდ კვე­ბი­სა და თავ­დაც­ვის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ზე არ არის ლა­პა­რა­კი. ყვე­ლა­ზე პირ­ვე­ლა­დი, ფუნ­და­მენ­ტუ­რი - ბი­ო­ლო­გი­უ­რი, თავ­დაც­ვი­სა და კვე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბია, ანუ რამ­დე­ნად არის ესე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი. რა თქმა უნდა, რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი არ არის. თან, ეს მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­თა ფუნ­და­მენ­ტია, რო­მელ­საც კი­დევ უფრო მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი ეფუძ­ნე­ბა.

2. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტის არ­სე­ბო­ბაა. რო­დე­საც ადა­მი­ანს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს ვიწ­რო, მისი ხედ­ვაც ძალ­ზე რა­კურ­სუ­ლი ხდე­ბა, არა­და, სწო­რედ სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზეა ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, იმის იქით ვე­ღარ იყუ­რე­ბა. გა­ნათ­ლე­ბა ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­თო დი­ა­პა­ზო­ნი ჰქონ­დეს, რომ აღ­მო­ა­ჩი­ნოს ახალ-ახა­ლი სა­ინ­ტე­რე­სო ობი­ექ­ტე­ბი, რის­კე­ნაც ყურ­დღე­ბას მი­მარ­თავ­და, მე­ტიც, გა­ნათ­ლე­ბა ადა­მი­ანს სა­შუ­ლე­ბას აძ­ლევს, პი­როვ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნოს. დიახ, მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი ცოდ­ნის მი­ღე­ბაა, უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

3. "მი­ბა­ძე კა­ტას" ფაქ­ტო­რია, ძვე­ლად "ვერ­თე­რის სინ­დრომს" უწო­დებ­დნენ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იდეა ახ­დენს აგ­რე­სი­ის აკუ­მუ­ლი­რე­ბას აგ­რე­სი­ის დე­მონ­სტრი­რე­ბის გზით. აქ მა­გა­ლი­თის­თვის გა­მოდ­გე­ბა ის ფაქ­ტი, რო­დე­საც მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მუდ­მი­ვად აგ­რე­სი­ულ თე­მებს უტ­რი­ა­ლე­ბენ, რი­თაც ძა­ლა­დო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დე­ნენ. ძა­ლა­დო­ბის უამ­რა­ვი ფორ­მა არ­სე­ბობს, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მა­ინ­ცდა­მა­ინც აჩ­ვე­ნო, რო­გორ მოკ­ლა ერ­თმა ადა­მი­ან­მა მე­ო­რე. აგ­რე­სია ვერ­ბა­ლუ­რი შერ­კი­ნე­ბი­თა და შეხ­ლა-შე­მოხ­ლით აფი­შირ­დე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ამ სა­მი­ვე ფაქ­ტო­რის ზე­მოქ­მე­დე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა.

- ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­დუ­ხ­ჭი­რე, გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი და მე­დი­ის მიერ აგ­რე­სი­ის კუ­მუ­ლი­რე­ბა იწ­ვევს იმ შე­დე­გებს, რაც მწვა­ვე აგ­რე­სი­უ­ლი ფორ­მე­ბით ვლინ­დე­ბა?

- დიახ, ასე. უფრო შორს წა­ვალ და ვი­ტყვი, თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ნი­მუ­მამ­დე არ და­ვი­და, სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის მო­ლო­დი­ნის გან­ცდა მაქვს, რაც ამის ფონ­ზე გა­საკ­ვი­რი სუ­ლაც არ არის.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელს თუ და­ვუბ­რუნ­დე­ბით, იქ აგ­რე­სია პიკს აღ­წევს. ხში­რად უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი გა­ის­მის და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­უ­რა­ცხყო­ფას და­უ­ფიქ­რებ­ლად აყე­ნე­ბენ, მიმ­დი­ნა­რე­ობს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ქვე­ბის სრო­ლა, ჩა­ქოლ­ვა. მა­გა­ლი­თად, გა­სულ კვი­რას ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ამ­ბე­ბის­თვის ბევ­რი რამ იყო მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, ერთ-ერთი ალ­ბათ ელ­ვი­სე­ბუ­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფრა­ზა ("თათ­რებს გვე­ძა­ხი­ან"), რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გავ­რცელ­და, თუმ­ცა მისი ავ­ტო­რი რე­ა­ლუ­რად ვერ გა­მოვ­ლინ­და, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ სი­ტუ­ა­ცია უკი­დუ­რე­სად და­ი­ძა­ბა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი წა­ა­ხა­ლი­სა და ვი­თა­რე­ბა ნე­გა­ტი­ურ ფორ­მებ­ში გა­და­ზარ­და...

- კი, ბა­ტო­ნო, გე­თან­ხმე­ბით და მი­მაჩ­ნია, რომ ეს ჩვენ­მა გა­რე­შე ძა­ლამ აა­გო­რა, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად იცის, რომ აგ­რე­სია ჩვენ­ში მუდ­მი­ვად კუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლია, ოღონდ, პა­ტა­რა ნა­პერ­წკა­ლი სჭირ­დე­ბა, რომ რა­ღაც ფორ­მით იფეთ­ქოს. რომ არ არ­სე­ბობ­დეს შე­სა­ბა­მი­სი მუდ­მი­ვი აგ­რე­სი­უ­ლი მუხ­ტი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი იმოქ­მე­დებ­და და ვე­რა­ვის წა­ა­ქე­ზებ­და.

- ე.ი. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუდ­მი­ვად მზად არის წა­ქე­ზე­ბის­თვის?

- დიახ, სულ მზად არის! ასე­ვე მუდ­მი­ვია მტრის ხა­ტის შექ­მნის მცდე­ლო­ბაც და რაც მთა­ვა­რია, ეს ხატი ჩვე­ნი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­გან, ან ჯგუ­ფის­გან, პარ­ტი­ის­გან, გარ­კვე­უ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, სტი­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის კა­ტე­გო­რის ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იქ­მნე­ბა. რო­დე­საც, მტრის ხატს ქმნი, მთე­ლი აგ­რე­სია მის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა, ანუ ნე­გა­ტი­უ­რი ენერ­გი­ის ობი­ექ­ტზე გა­და­ტა­ნა ხდე­ბა. ამით აგ­რე­სო­რი დესტრუქ­ცი­უ­ლი იმ­პულ­სე­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, მგრამ ბუ­მე­რან­გის ეფექ­ტი მოქ­მე­დებს და შექ­მნი­ლი მტრის ხატი შემ­ქმნელსვე უბ­რუნ­დე­ბა...

- "ბრბო" არას­დროს არა­ფერს არ­კვევს და ეძებს, ხმას ბრმად აყო­ლი­ლი აგ­რე­სი­ას გა­მო­ხა­ტავს, რი­თაც უფსკრუ­ლის­კენ მი­ე­ქა­ნე­ბა...

- რა თქმა უნდა, არა­ფერს არ­კვევს და ეს არის მისი ე.წ. "კა­თარ­ზი­სი" აგ­რე­სი­ის­გან გან­წმენ­და. მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ხა­ტუ­ლი ვერ­ბა­ლუ­რი აგ­რე­სია ინ­დი­ვი­დე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი აგ­რე­სი­ის­გან დრო­ე­ბი­თი გან­მუხ­ტვის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ძა­ლი­ან და­მუხ­ტუ­ლია, ეძებს ნე­ბის­მი­ერ სა­ბაბს, აგ­რე­სი­ის დე­მონ­სტრი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს და ამ მძი­მე იმ­პულ­სე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

რაც აჭა­რა­ში მოხ­და, ეს გა­უ­გო­ნა­რი ამ­ბა­ვია, იმ შე­ძა­ხი­ლებ­ში, რაც ის­მო­და, კარ­გად იკი­თხე­ბო­და, რომ გა­რე­შე ძა­ლის მიერ ჩაგ­დე­ბუ­ლი "თეს­ლი" იყო, რო­მელ­მაც "კარ­გად" გა­ი­ხა­რა...

- ჩვე­ნი სი­ნამ­დვი­ლი­დან კი­დევ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თის გახ­სე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა, თუნ­დაც ცოტა ხნის წინ "აუ­დი­ტო­რია 115"-ის მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნია "ბიბ­ლუ­სის" წი­ნა­აღ­მდეგ - რო­გორც შემ­დეგ გა­ირ­კვა, არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რა­მაც, აგ­რე­სი­ის ტალ­ღა გა­მო­იწ­ვია ფე­ის­ბუქ-სა­ზო­გა­დო­ე­ბის საკ­მა­ოდ დიდ ნა­წილ­ში. თან ამ ტალ­ღას აყო­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არც ინ­ტე­რეს­დე­ბოდ­ნენ სი­მარ­თლით, მე­ო­რე მხა­რის მოს­მე­ნით, ისე­ვე, რო­გორც ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნე­ბი­სას, როცა ფაქ­ტობ­რი­ვად ჭორს - "თათ­რებს გვე­ძა­ხი­ა­ნო", უკვე რე­ა­ლუ­რი ქვე­ბის სრო­ლა და ვან­და­ლიზ­მი მოყ­ვა...

- კი, გე­თან­ხმე­ბით. ეს ზუს­ტად ის შემ­თხვე­ვაა, როცა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის, კუ­თხის, ჯგუ­ფის, კომ­პა­ნი­ის, ქა­ლა­ქის მი­მართ ავ­ლე­ნენ აგ­რე­სი­ას და და­პი­რის­პი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა იქ­მნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი თით­ქოს ფე­ო­და­ლუ­რი და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლო­ბის ხა­ნა­ში გვაბ­რუ­ნებს... ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ანა­ლი­ზი და შე­ფა­სე­ბაც კი პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლია, იდე­ო­ლო­გი­ის ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი. არ­სე­ბობს 2 ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და 2 ხედ­ვა, ანა­ლი­ზიც ამ რა­კურ­სულ ჭრილ­ში ექ­ცე­ვა, რაც დამ­ღუპ­ვე­ლია.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ პრე­ვენ­ცი­ად?

- ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც მა­ტე­რი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი­დან მო­დის, რაც შემ­დგომ ძი­რე­ულ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს. ამი­ტომ, სა­ხელ­მწი­ფოს უნდა გა­აჩ­ნდეს ეკო­ნო­მი­კურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სი, რომ სა­ზო­გა­ო­ე­ბამ პირ­ვე­ლა­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბი მა­ინც და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს. ადა­მი­ა­ნებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად გა­ნათ­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ, თავლსა­წი­ე­რი გა­ი­ფარ­თო­ვონ, პირ­ველ რიგ­ში გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მაა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი (სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბას ვგუ­ლის­ხმობ). უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვმუ­შა­ობ და ვიცი, რა კა­ტე­გო­რი­ის ახალ­გაზ­რდე­ბი მო­დი­ან ჩვენ­თან (შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ბუნ­დო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბით). ამი­ტომ ქვე­ყა­ნა­ში მი­ნის­ტრე­ბის ცვლას აზრი არ აქვს, თუ კონ­ცეფ­ცია, მიდ­გო­მა არ შე­იც­ვა­ლა, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა არ მოხ­და, არა­ფე­რი გა­მო­ვა. მე­დი­ა­მაც უნდა გა­აც­ნი­ო­ბი­ე­როს თა­ვი­სი როლი და მნიშ­ვნე­ლო­ბა.

- კი, მაგ­რამ ქარ­თულ მე­დი­ა­ში ვფიქ­რობ, არა­ფე­რი ხდე­ბა ისე­თი, რაც მსოფ­ლიო მე­დი­ას არ გა­მო­უვ­ლია. ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ის ასა­ხავს რე­ა­ლო­ბას...

- და­სავ­ლურ მე­დი­აც აშუ­ქებს აგ­რე­სი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, მაგ­რამ მათი მიდ­გო­მა არ არის სუ­ბი­ექ­ტუ­რი, მა­ყუ­რე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლი თვი­თონ ირ­ჩევს და აფა­სებს ყვე­ლა­ფერს. ჩვენ­თან არ­ჩე­ვა­ნის მო­მენ­ტი არ არ­სე­ბობს. მა­ყუ­რე­ბე­ლი და მსმე­ნე­ლი ისე­დაც კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია აგ­რე­სი­ა­ზე და კი­დევ ამის და­მა­ტე­ბა ეკ­რა­ნი­დან, სა­ჭი­რო ნამ­დვი­ლად აღარ არის. თუმ­ცა მე­ო­რეც არის, 100 არ­ხი­დან მა­ყუ­რე­ბე­ლი მა­ინც იმას ირ­ჩევს, სა­ი­და­ნაც ქიშ­პო­ბის, შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის ნი­აღ­ვა­რი მო­დის. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ გა­ნათ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ­სე­ბობს.

და­აკ­ვირ­დით, ვინ არი­ან ჩვენ­თან სა­ხე­ე­ბად მიჩ­ნე­უ­ლე­ბი, - აგ­რე­სი­ით სავ­სე პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და ასე­ვე სა­ეჭ­ვო რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე, და­ბა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და ამის შემ­დეგ შე­დე­გე­ბი კი­დევ გვიკ­ვირს?!.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვირტუალური და რეალური აგრესია ქართულ საზოგადოებაში - ფსიქოლოგი "ბრბოს ფსიქოლოგიაზე"

ვირტუალური და რეალური აგრესია ქართულ საზოგადოებაში - ფსიქოლოგი "ბრბოს ფსიქოლოგიაზე"

აგრესიის გამოხატვა ყველგან და ყველაფერში უკვე ჩვენი ცხოვრების თანმდევი, ჩვეულებრივი პროცესია, თუმცა ზოგჯერ გაუგონარი სისასტიკის გამოხატვის ფორმებს ვაწყდებით. აქ მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ ბათუმში განვითარებული ამბებიც გამოდგება...

აგრესია ჩვენ ცხოვრებაში ვლინდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე, აგრესიას ვუყურებთ ეკრანზე, მას ადამიანები ვირტუალურ სამყაროში, სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავენ, როცა დაუფარავად და გახსნილი ტექსტებით ლანძღავენ და ქოლავენ ერთმანეთს... სოციალურ ქსელში ხშირად დაუსაბუთებელი ბრალდებების კორიანტელია, რასაც უკურეაქციის სერიოზული ტალღა მოჰყვება ხოლმე.

რასთან გვაქვს ზოგადად საქმე და საერთოდ, რატომ გახშირდა ირგვლივ ამდენი აგრესია და ნეგატიური ემოცია, ამ საკითხზე გვესაუბრება რუსუდან მირცხულავა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი:

- აგრესია საოცრად არის მომძლავრებული, ის იგრძნობა არა მარტო ინტერნეტსივრცეში, არამედ ზოგადად საზოგადოებაში, ინტერნეტსივრცე ამისთვის ერთ-ერთი ასპარეზია, რომელიც საზოგადოების ზოგად განწყობას ირეკლავს. მოჭარბებულ აგრესიას თავისი მიზეზი აქვს და თან, არაერთი.

ფსიქოლოგია აგრესიას კარგა ხანია ინტენსიურად იკვლევს და არაერთი თეორიაც არსებობს... როდესაც სოციალურ ფსიქოლოგიაში ჩემი სალექციო თემა აგრესიაა ხოლმე, სტუდენტები განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ. გრძნობენ, რომ ერთ-ერთი მწვავე საკითხია ჩვენს საზოგადოებასთან არსებითად დაკავშირებული პრობლემა.

რატომ ვართ აგრესიულები? ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

1. ე.წ. ფრუსტრაციული თეორიის მიხედვით, აგრესიას მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა იწვევს, როდესაც პიროვნება ამა თუ იმ მოთხოვნილების რეალიზების პროცესში რაღაც დაბრკოლებას აწყდება, რასაც სამწუხაროდ, ჩვენთან მასობრივი ხასიათი აქვს. უნდა გითხრათ, რომ მოთხოვნილებების მთელი იერარქია არსებობს, აქ მხოლოდ კვებისა და თავდაცვის მოთხოვნილებაზე არ არის ლაპარაკი. ყველაზე პირველადი, ფუნდამენტური - ბიოლოგიური, თავდაცვისა და კვების მოთხოვნილებებია, ანუ რამდენად არის ესენი საზოგადოებაში რეალიზებული. რა თქმა უნდა, რეალიზებული არ არის. თან, ეს მოთხოვნილებათა ფუნდამენტია, რომელსაც კიდევ უფრო მაღალი მოთხოვნილებები ეფუძნება.

2. საზოგადოებაში განათლების დეფიციტის არსებობაა. როდესაც ადამიანს ღირებულებები აქვს ვიწრო, მისი ხედვაც ძალზე რაკურსული ხდება, არადა, სწორედ საკუთარი მოთხოვნილებების რეალიზებაზეა ფიქსირებული, იმის იქით ვეღარ იყურება. განათლება ადამიანს საშუალებას აძლევს, ღირებულებების ფართო დიაპაზონი ჰქონდეს, რომ აღმოაჩინოს ახალ-ახალი საინტერესო ობიექტები, რისკენაც ყურდღებას მიმართავდა, მეტიც, განათლება ადამიანს საშულებას აძლევს, პიროვნების რეალიზება მოახდინოს. დიახ, მოთხოვნილებების რეალიზების ერთ-ერთი ფუნდამენტური ინსტრუმენტი ცოდნის მიღებაა, უნარ-ჩვევების შემუშავება და განვითარება.

3. "მიბაძე კატას" ფაქტორია, ძველად "ვერთერის სინდრომს" უწოდებდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეა ახდენს აგრესიის აკუმულირებას აგრესიის დემონსტრირების გზით. აქ მაგალითისთვის გამოდგება ის ფაქტი, როდესაც მედიასაშუალებები მუდმივად აგრესიულ თემებს უტრიალებენ, რითაც ძალადობის დემონსტრირებას ახდენენ. ძალადობის უამრავი ფორმა არსებობს, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც აჩვენო, როგორ მოკლა ერთმა ადამიანმა მეორე. აგრესია ვერბალური შერკინებითა და შეხლა-შემოხლით აფიშირდება. წარმოიდგინეთ, რომ საზოგადოებაზე ამ სამივე ფაქტორის ზემოქმედება წლების განმავლობაში გრძელდება.

- ეკონომიკური სიდუხჭირე, განათლების დეფიციტი და მედიის მიერ აგრესიის კუმულირება იწვევს იმ შედეგებს, რაც მწვავე აგრესიული ფორმებით ვლინდება?

- დიახ, ასე. უფრო შორს წავალ და ვიტყვი, თუ ეს ყველაფერი მინიმუმამდე არ დავიდა, სერიოზული კატაკლიზმების მოლოდინის განცდა მაქვს, რაც ამის ფონზე გასაკვირი სულაც არ არის.

- სოციალურ ქსელს თუ დავუბრუნდებით, იქ აგრესია პიკს აღწევს. ხშირად უსაფუძვლო ბრალდებები გაისმის და ადამიანები ერთმანეთს შეურაცხყოფას დაუფიქრებლად აყენებენ, მიმდინარეობს ვირტუალური ქვების სროლა, ჩაქოლვა. მაგალითად, გასულ კვირას ბათუმში განვითარებული ამბებისთვის ბევრი რამ იყო მაპროვოცირებელი ფაქტორი, ერთ-ერთი ალბათ ელვისებურად გავრცელებული ფრაზა ("თათრებს გვეძახიან"), რომელიც სოციალური ქსელითაც გავრცელდა, თუმცა მისი ავტორი რეალურად ვერ გამოვლინდა, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, აქციის მონაწილეები წაახალისა და ვითარება ნეგატიურ ფორმებში გადაზარდა...

- კი, ბატონო, გეთანხმებით და მიმაჩნია, რომ ეს ჩვენმა გარეშე ძალამ ააგორა, რომელმაც მშვენივრად იცის, რომ აგრესია ჩვენში მუდმივად კუმულირებულია, ოღონდ, პატარა ნაპერწკალი სჭირდება, რომ რაღაც ფორმით იფეთქოს. რომ არ არსებობდეს შესაბამისი მუდმივი აგრესიული მუხტი, საზოგადოებაზე ვერავინ და ვერაფერი იმოქმედებდა და ვერავის წააქეზებდა.

- ე.ი. ჩვენი საზოგადოება მუდმივად მზად არის წაქეზებისთვის?

- დიახ, სულ მზად არის! ასევე მუდმივია მტრის ხატის შექმნის მცდელობაც და რაც მთავარია, ეს ხატი ჩვენივე საზოგადოების წარმომადგენლისგან, ან ჯგუფისგან, პარტიისგან, გარკვეული აზროვნების, სტილისა და გემოვნების კატეგორის ადამიანებისგან იქმნება. როდესაც, მტრის ხატს ქმნი, მთელი აგრესია მისკენ მიემართება, ანუ ნეგატიური ენერგიის ობიექტზე გადატანა ხდება. ამით აგრესორი დესტრუქციული იმპულსებისგან თავისუფლდება, მგრამ ბუმერანგის ეფექტი მოქმედებს და შექმნილი მტრის ხატი შემქმნელსვე უბრუნდება...

- "ბრბო" არასდროს არაფერს არკვევს და ეძებს, ხმას ბრმად აყოლილი აგრესიას გამოხატავს, რითაც უფსკრულისკენ მიექანება...

- რა თქმა უნდა, არაფერს არკვევს და ეს არის მისი ე.წ. "კათარზისი" აგრესიისგან განწმენდა. მაგალითად, სოციალურ ქსელში გამოხატული ვერბალური აგრესია ინდივიდების მიერ საკუთარი აგრესიისგან დროებითი განმუხტვის საშუალებაა. ვინაიდან ჩვენი საზოგადოება ძალიან დამუხტულია, ეძებს ნებისმიერ საბაბს, აგრესიის დემონსტრირება მოახდინოს და ამ მძიმე იმპულსებისგან გათავისუფლდეს.

რაც აჭარაში მოხდა, ეს გაუგონარი ამბავია, იმ შეძახილებში, რაც ისმოდა, კარგად იკითხებოდა, რომ გარეშე ძალის მიერ ჩაგდებული "თესლი" იყო, რომელმაც "კარგად" გაიხარა...

- ჩვენი სინამდვილიდან კიდევ არაერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, თუნდაც ცოტა ხნის წინ "აუდიტორია 115"-ის მიერ სოციალური ქსელით დაწყებული კამპანია "ბიბლუსის" წინააღმდეგ - როგორც შემდეგ გაირკვა, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რამაც, აგრესიის ტალღა გამოიწვია ფეისბუქ-საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში. თან ამ ტალღას აყოლილი ადამიანები არც ინტერესდებოდნენ სიმართლით, მეორე მხარის მოსმენით, ისევე, როგორც ბათუმის მოვლენებისას, როცა ფაქტობრივად ჭორს - "თათრებს გვეძახიანო", უკვე რეალური ქვების სროლა და ვანდალიზმი მოყვა...

- კი, გეთანხმებით. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა კონკრეტული ადამიანის, კუთხის, ჯგუფის, კომპანიის, ქალაქის მიმართ ავლენენ აგრესიას და დაპირისპირების აუცილებლობა იქმნება. ყველაფერი კი თითქოს ფეოდალური დაქუცმაცებულობის ხანაში გვაბრუნებს... ჩვენს საზოგადოებაში ანალიზი და შეფასებაც კი პოლიტიზებულია, იდეოლოგიის ჩარჩოებში მოქცეული. არსებობს 2 ჭეშმარიტება და 2 ხედვა, ანალიზიც ამ რაკურსულ ჭრილში ექცევა, რაც დამღუპველია.

- რა მიგაჩნიათ პრევენციად?

- ყველაფერი მაინც მატერიალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან მოდის, რაც შემდგომ ძირეულ ცვლილებებს იწვევს. ამიტომ, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ეკონომიკურ-მატერიალური რესურსი, რომ საზოგაოებამ პირველადი მოთხოვნილებები მაინც დაიკმაყოფილოს. ადამიანებმა აუცილებლად განათლება უნდა მიიღონ, თავლსაწიერი გაიფართოვონ, პირველ რიგში განათლების რეფორმაა ჩასატარებელი (სასკოლო განათლებას ვგულისხმობ). უნივერსიტეტში ვმუშაობ და ვიცი, რა კატეგორიის ახალგაზრდები მოდიან ჩვენთან (შემიძლია ვთქვა, რომ ბუნდოვანი განათლებით). ამიტომ ქვეყანაში მინისტრების ცვლას აზრი არ აქვს, თუ კონცეფცია, მიდგომა არ შეიცვალა, რადიკალური ცვლილება არ მოხდა, არაფერი გამოვა. მედიამაც უნდა გააცნიობიეროს თავისი როლი და მნიშვნელობა.

- კი, მაგრამ ქართულ მედიაში ვფიქრობ, არაფერი ხდება ისეთი, რაც მსოფლიო მედიას არ გამოუვლია. ელემენტარულად, ის ასახავს რეალობას...

- დასავლურ მედიაც აშუქებს აგრესიულ ინფორმაციას, მაგრამ მათი მიდგომა არ არის სუბიექტური, მაყურებელი და მსმენელი თვითონ ირჩევს და აფასებს ყველაფერს. ჩვენთან არჩევანის მომენტი არ არსებობს. მაყურებელი და მსმენელი ისედაც კონცენტრირებულია აგრესიაზე და კიდევ ამის დამატება ეკრანიდან, საჭირო ნამდვილად აღარ არის. თუმცა მეორეც არის, 100 არხიდან მაყურებელი მაინც იმას ირჩევს, საიდანაც ქიშპობის, შელაპარაკებისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი მოდის. რატომ? იმიტომ, რომ განათლების დეფიციტი არსებობს.

დააკვირდით, ვინ არიან ჩვენთან სახეებად მიჩნეულები, - აგრესიით სავსე პოლიტიკოსები და ასევე საეჭვო რეპუტაციის მქონე, დაბალი ღირებულებების მქონე ადამიანები და ამის შემდეგ შედეგები კიდევ გვიკვირს?!.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი