სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შს მინისტრმა გაათავისუფლა 9 თანამშრომელი იმის გამო, რომ მათ არ შესრულეს ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა" - ნუგზარ წიკლაური
"შს მინისტრმა გაათავისუფლა 9 თანამშრომელი იმის გამო, რომ მათ არ შესრულეს ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა" - ნუგზარ წიკლაური

"არა მხო­ლოდ არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერე­ვა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და პი­რა­დად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, სხვა­დას­ხვა პოსტზე ადა­მი­ა­ნე­ბის და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არა­მედ ახლა უკვე - მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც" - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის მტკი­ცე­ბით, შარ­დენ­ზე კლუბ­ში მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი დაც­ვის წევ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ი­თხო­ვა, რა­საც პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ.

ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რის გან­ცხა­დე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მომ­ხდა­რი ინ­ცინ­დენ­ტის გამო პო­ლი­ცი­ის ცხრა თა­ნამ­შრო­მე­ლი უკა­ნო­ნოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

"4 თე­ბერ­ვალს შარ­დენ­ზე, კლუბ "ელ ცენ­ტრო­ში" ჩხუ­ბი მოხ­და, რო­მელ­შიც ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვე­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, თორ­ნი­კე ზუ­რი­აშ­ვი­ლი, კლუ­ბის ბარ­მე­ნი და დაც­ვის წევ­რე­ბი. რო­დე­საც ჩხუ­ბი და­ი­წყო, პო­ლი­ცი­ელ­მა სხვა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გა­მო­ი­ძა­ხა იმის­თვის, რომ და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ წეს­რი­გი. მარ­თლაც, მი­ვიდ­ნენ მთაწ­მინ­და კრწა­ნი­სის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი რა­მაზ თა­თა­რაშ­ვი­ლი, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ოპე­რე­ბი. თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კლუ­ბის დაც­ვის წევ­რი, ვინ­მე ალე­კო და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბის შემ­დეგ შსს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ე­ლებ­თან და უთხრეს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ, რად­გან ეს იყო ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი.

პა­სუ­ხად პო­ლი­ცი­ელ­მა უთხრა, რომ მას თა­ვა­დაც ჰქონ­და ე.წ. "ხოდი" ბერა ივა­ნიშ­ვილ­თან და არ შე­ას­რუ­ლებ­და გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნას.

და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ გან­ხორ­ცი­ელ­და ზარი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი გე­ნე­რა­ლურ ისნ­პექ­ცი­ა­ში და­ი­ბა­რეს, სა­დაც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი დახ­ვდათ, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო იმის გამო, რომ არ შე­ას­რუ­ლეს ბე­რას და­ვა­ლე­ბა. მი­ნის­ტრმა პო­ლი­ცი­ელს იქვე ჩა­მო­არ­თვა პი­რა­დი ნივ­თე­ბი და უთხრა, რომ ის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი იყო. ამა­ვე დღეს, შს მი­ნის­ტრმა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა - რა­მაზ თა­თა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და­კა­ვე­ბა; მთაწ­მინ­დის პო­ლი­ცი­ის სა­უბ­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი კახა გალ­და­ვა; პირ­ვე­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი კობა ნარ­მა­ნია, ვე­რის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი ზაზა იო­სე­ფაშ­ვი­ლი, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე თორ­ნი­კე ძუ­ლი­აშ­ვი­ლი და მათ­თან ერ­თად ოთხი ოპე­რა­ტი­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. ცხრა ადა­მი­ა­ნის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მოხ­და იმის გამო, რომ მათ არ შეს­რუ­ლეს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უკა­ნო­ნო მო­თხოვ­ნა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აცხა­დებს, რომ ის ფაქ­ტე­ბი, რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ცი­ელ­თა ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვას, მათ აბუ­ჩად აგ­დე­ბას (შე­გახ­სე­ნებთ რა სი­ტყვე­ბი იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მხრი­დან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ, რო­დე­საც მან თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს უწო­და "ბა­ლას­ტი"), ან­გრევს ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს. ამი­ტომ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ყო­ველ­თვის და ყველ­გან და­ი­ცავს ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის ღირ­სე­ბას, ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბებს, რად­გან მიგ­ვაჩ­ნია, რომ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტი­ტუ­ცია, ფუნ­და­მენ­ტი არის პო­ლი­ცია", - გა­ნა­ცხა­და ნუგ­ზარ წიკ­ლა­ურ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"შს მინისტრმა გაათავისუფლა 9 თანამშრომელი იმის გამო, რომ მათ არ შესრულეს ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა" - ნუგზარ წიკლაური

"შს მინისტრმა გაათავისუფლა 9 თანამშრომელი იმის გამო, რომ მათ არ შესრულეს ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა" - ნუგზარ წიკლაური

"არა მხოლოდ არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი ერევა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობაში და პირადად იღებს გადაწყვეტილებებს, სხვადასხვა პოსტზე ადამიანების დანიშვნასთან დაკავშირებით, არამედ ახლა უკვე - მისი ოჯახის წევრებიც" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნუგზარ წიკლაურის მტკიცებით, შარდენზე კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარი ინცინდენტის გამო პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა.

"4 თებერვალს შარდენზე, კლუბ "ელ ცენტროში" ჩხუბი მოხდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერის განყოფილების უფროსის მოადგილე, თორნიკე ზურიაშვილი, კლუბის ბარმენი და დაცვის წევრები. როდესაც ჩხუბი დაიწყო, პოლიციელმა სხვა პოლიციელები გამოიძახა იმისთვის, რომ დაემყარებინათ წესრიგი. მართლაც, მივიდნენ მთაწმინდა კრწანისის სამმართველოს უფროსი რამაზ თათარაშვილი, პოლიციის თანამშრომლები და ოპერები. თანამშრომლებმა კლუბის დაცვის წევრი, ვინმე ალეკო დააკავეს. დაკავების შემდეგ შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მივიდნენ პოლიციელებთან და უთხრეს, რომ დაკავებული აუცილებლად უნდა გაეთავისუფლებინათ, რადგან ეს იყო ბერა ივანიშვილის პირადი ინტერესი.

პასუხად პოლიციელმა უთხრა, რომ მას თავადაც ჰქონდა ე.წ. "ხოდი" ბერა ივანიშვილთან და არ შეასრულებდა გენერალური ინსპექციის თანამშრომლების უკანონო მოთხოვნას.

დაკავებული პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. შემდეგ განხორციელდა ზარი, პოლიციელები გენერალურ ისნპექციაში დაიბარეს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი დახვდათ, რომელიც გაბრაზებული იყო იმის გამო, რომ არ შეასრულეს ბერას დავალება. მინისტრმა პოლიციელს იქვე ჩამოართვა პირადი ნივთები და უთხრა, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო. ამავე დღეს, შს მინისტრმა გაათავისუფლა - რამაზ თათარაშვილი, რომელმაც განახორციელა დაკავება; მთაწმინდის პოლიციის საუბნო განყოფილების უფროსი კახა გალდავა; პირველი განყოფილების უფროსი კობა ნარმანია, ვერის განყოფილების უფროსი ზაზა იოსეფაშვილი, განყოფილების უფროსის მოადგილე თორნიკე ძულიაშვილი და მათთან ერთად ოთხი ოპერატიული თანამშრომელი. ცხრა ადამიანის გათავისუფლება მოხდა იმის გამო, რომ მათ არ შესრულეს ბერა ივანიშვილის უკანონო მოთხოვნა.

"ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ ის ფაქტები, რაც შეეხება პოლიციელთა ღირსების შელახვას, მათ აბუჩად აგდებას (შეგახსენებთ რა სიტყვები იქნა გამოყენებული შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან პოლიციელების მიმართ, როდესაც მან თავის თანამშრომლებს უწოდა "ბალასტი"), ანგრევს ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის და ყველგან დაიცავს ქართული პოლიციის ღირსებას, ქართველი პოლიციელების უფლებებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, ფუნდამენტი არის პოლიცია", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."