თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მეუღლის ამერიკაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:
"სანამ მე აქ ჩიტოსანთა ცენტრის გაუმჯობესებაზე და დარგში ინოვაციების დანერგვაზე ვფიქრობ, ჩემი შვილების ახლო ნათესავი სან-ფრანცისკოში რეპავს და მაშურებს. ხმოვან მესიჯად გავუგზავნე ჩემი სოლო ჩართვა "არა ვარ შურიანი, მე ვარ საქმიანი, იეეე, იეეე", - წერს ნათია ფანჯიკიძე ფოტოს აღწერაში.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია საქმიანობას ვაშინგტონში, ბიზნესის სფეროში განაგრძობს.