სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ვერ ვლაპარაკობდი და ფურცელზე გამუდმებით ვწერდი: "კიდევ ვარ ორსულად?" - გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე უმძიმესი ავარიის შემდგომ პერიოდზე...
"ვერ ვლაპარაკობდი და ფურცელზე გამუდმებით ვწერდი: "კიდევ ვარ ორსულად?" - გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე უმძიმესი ავარიის შემდგომ პერიოდზე...

გა­სუ­ლი წლის 21 ივ­ლი­სი მო­რაგ­ბე გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძი­სა და მისი ცო­ლის, ნუცა გუნ­ცა­ძის­თვის, ცხოვ­რე­ბის ხე­ლახ­ლა ათ­ვლის წერ­ტი­ლად იქცა. ეს თა­რი­ღი ახლა უკვე მათი დიდი ტრა­გე­დი­ი­სა და ამა­ვე დროს, მე­ო­რედ და­ბა­დე­ბის დღეა. იმ დღეს მე­გობ­რებ­თან, მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილ­თან და მის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძეს­თან ერ­თად ბა­თუმ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბოდ­ნენ. ქუ­თა­ი­სი-სამ­ტრე­დი­ის გზა­ზე სა­ში­ნელ ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვნენ. "იქს 5", რო­მელ­საც მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი მარ­თავ­და, და "ჰონ­და ფიტი" ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯახ­ნენ. ავა­რი­ას 5 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა: ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი ნუცა კა­ლან­და­რია და გი­ორ­გი პა­პას­კი­რი და მათი მე­გო­ბა­რი ანი ჩხა­ი­ძე, მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ანა­ნო ბუ­ა­ძე და გი­ორ­გი ლო­მი­ნა­ძის და ნუცა გუნ­ცა­ძის ჯერ და­უ­ბა­დე­ბე­ლი შვი­ლი. თა­ვად გი­ორ­გი და ნუცა სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ურჩნენ... ავა­რი­ის მძი­მე დღე­ებს და შემ­დგომ პე­რი­ოდს წყვი­ლი "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ღმერ­თმა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა. ქუ­თა­ი­სის ექი­მებ­მაც სას­წა­უ­ლე­ბი გა­ა­კე­თეს, ხალ­ხმა კი - სა­ერ­თოდ! ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხალ­ხი სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ასე რომ ერ­თი­ან­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ავა­რი­ას დიდი უბე­დუ­რე­ბა მოჰ­ყვა, 5 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

- მე­ო­რე მან­ქა­ნა­ში მყო­ფი 3 ადა­მი­ა­ნიც თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, არა?

- ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის ძა­ლი­ან ახლო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, უცხო­ე­ბი არ ყო­ფი­ლან. ეს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ისე და­ემ­თხვა, რომ გიო, ნუცა და ანა გარ­და­იც­ვალ­ნენ და აქეთ მან­ქა­ნა­შიც გიო, ნუცა, ანა და მეკო ვის­ხე­დით.გი­ორ­გი პა­პას­კირ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბაც მქონ­და, უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო, არ­ქი­ტექ­ტუ­რა­ში თა­ვი­სი ხედ­ვე­ბი ჰქონ­და.ნუ­ცას ავა­რი­ი­დან და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რის შემ­დე­გი პე­რი­ო­დი ახ­სოვს, მა­ნამ­დე არა­ფე­რი...

- გი­ორ­გი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თქვენც უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­გიყ­ვა­ნეს?

გი­ორ­გი: რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნილს გული გა­მი­ჩერ­და, კო­მა­ში ვი­ყა­ვი. თუ სწო­რად მახ­სოვს, გონს მე­ა­თე დღეს მო­ვე­დი, კო­მი­დან რომ გა­მო­ვე­დი, 2-3 დღე­ში ნუ­ცაც გა­მო­ვი­და კო­მი­დან და თურ­ქეთ­ში წა­ვე­დით. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე ვი­ყა­ვით.

ნუცა: გი­ორ­გიმ არც იცო­და, რა მჭირ­და, ფეხი აქვს მო­ტე­ხი­ლიო თუ რა­ღაც ასეთს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ. მე ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი, მაგ­რამ ფურ­ცელ­ზე გა­მუდ­მე­ბით ვწერ­დი: "კი­დევ ვარ ორ­სუ­ლად? ბავ­შვი ისევ არის?" - მხო­ლოდ ამ კი­თხვებს ვსვამ­დი. მე და გი­ორ­გი თურ­ქეთ­ში რომ მივ­დი­ო­დით, აე­რო­პორ­ტში შეგ­ვახ­ვედ­რეს ერ­თმა­ნეთს.

გი­ორ­გი: ეს ძა­ლი­ან მძი­მე შეხ­ვედ­რა იყო, ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

ნუცა: მე ესეც არ მახ­სოვს.

- გი­ორ­გი, შე­გიძ­ლი­ათ ავა­რი­ის მო­მენ­ტი გა­იხ­სე­ნოთ, რა მოხ­და გზა­ზე?

გი­ორ­გი: ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და... 1 სა­ა­თი და 45 წუთი მან­ქა­ნი­დან ვერ ამოვ­ყავ­დით, გა­ჭე­დი­ლი ვი­ყა­ვი, მან­ქა­ნა გაჭ­რეს და ისე ამო­მიყ­ვა­ნეს. იმ მო­მენ­ტში მხო­ლოდ ნუ­ცა­ზე ვფიქ­რობ­დი, მეტ­ზე ვე­რა­ფერ­ზე, მან­ქა­ნი­დან იყო გა­და­ვარ­დნი­ლი და ვხე­დავ­დი, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

- რო­გო­რია თქვე­ნი ახ­ლან­დე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა?

ნუცა: მე და გი­ორ­გი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვერ ვცხოვ­რობთ, რად­გან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო ძა­ლი­ან ბევრ პრო­ცე­დუ­რა­ზე დავ­დი­ვართ.

ეკა ლე­მონ­ჯა­ვა

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ვერ ვლაპარაკობდი და ფურცელზე გამუდმებით ვწერდი: "კიდევ ვარ ორსულად?" - გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე უმძიმესი ავარიის შემდგომ პერიოდზე...

"ვერ ვლაპარაკობდი და ფურცელზე გამუდმებით ვწერდი: "კიდევ ვარ ორსულად?" - გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე უმძიმესი ავარიის შემდგომ პერიოდზე...

გასული წლის 21 ივლისი მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი ცოლის, ნუცა გუნცაძისთვის, ცხოვრების ხელახლა ათვლის წერტილად იქცა. ეს თარიღი ახლა უკვე მათი დიდი ტრაგედიისა და ამავე დროს, მეორედ დაბადების დღეა. იმ დღეს მეგობრებთან, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილთან და მის მეუღლე ანანო ბუაძესთან ერთად ბათუმში მიემგზავრებოდნენ. ქუთაისი-სამტრედიის გზაზე საშინელ ავტოავარიაში მოყვნენ. "იქს 5", რომელსაც მერაბ კვირიკაშვილი მართავდა, და "ჰონდა ფიტი" ერთმანეთს შეეჯახნენ. ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა: ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ნუცა კალანდარია და გიორგი პაპასკირი და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე და გიორგი ლომინაძის და ნუცა გუნცაძის ჯერ დაუბადებელი შვილი. თავად გიორგი და ნუცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ... ავარიის მძიმე დღეებს და შემდგომ პერიოდს წყვილი "სარკესთან" ინტერვიუში იხსენებს. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

"ღმერთმა გადაგვარჩინა. ქუთაისის ექიმებმაც სასწაულები გააკეთეს, ხალხმა კი - საერთოდ! ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, ხალხი სიცოცხლის გადასარჩენად ასე რომ ერთიანდება. სამწუხაროდ, ამ ავარიას დიდი უბედურება მოჰყვა, 5 ადამიანი გარდაიცვალა.

- მეორე მანქანაში მყოფი 3 ადამიანიც თქვენი მეგობრები იყვნენ, არა?

- ჩვენი მეგობრების ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, უცხოები არ ყოფილან. ეს მთელი ცხოვრება ჩვენი გულისტკივილი იქნება. ისე დაემთხვა, რომ გიო, ნუცა და ანა გარდაიცვალნენ და აქეთ მანქანაშიც გიო, ნუცა, ანა და მეკო ვისხედით. გიორგი პაპასკირთან საქმიანი ურთიერთობაც მქონდა, უნიჭიერესი ადამიანი იყო, არქიტექტურაში თავისი ხედვები ჰქონდა. ნუცას ავარიიდან დაახლოებით თვენახევრის შემდეგი პერიოდი ახსოვს, მანამდე არაფერი...

- გიორგი, საავადმყოფოში თქვენც უგონო მდგომარეობაში მიგიყვანეს?

გიორგი: როგორც მეუბნებიან, საავადმყოფოში მიყვანილს გული გამიჩერდა, კომაში ვიყავი. თუ სწორად მახსოვს, გონს მეათე დღეს მოვედი, კომიდან რომ გამოვედი, 2-3 დღეში ნუცაც გამოვიდა კომიდან და თურქეთში წავედით. საავადმყოფოში დაახლოებით 2 თვე ვიყავით.

ნუცა: გიორგიმ არც იცოდა, რა მჭირდა, ფეხი აქვს მოტეხილიო თუ რაღაც ასეთს ეუბნებოდნენ. მე ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ ფურცელზე გამუდმებით ვწერდი: "კიდევ ვარ ორსულად? ბავშვი ისევ არის?" - მხოლოდ ამ კითხვებს ვსვამდი. მე და გიორგი თურქეთში რომ მივდიოდით, აეროპორტში შეგვახვედრეს ერთმანეთს.

გიორგი: ეს ძალიან მძიმე შეხვედრა იყო, ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

ნუცა: მე ესეც არ მახსოვს.

- გიორგი, შეგიძლიათ ავარიის მომენტი გაიხსენოთ, რა მოხდა გზაზე?

გიორგი: ამაზე საუბარი არ მინდა... 1 საათი და 45 წუთი მანქანიდან ვერ ამოვყავდით, გაჭედილი ვიყავი, მანქანა გაჭრეს და ისე ამომიყვანეს. იმ მომენტში მხოლოდ ნუცაზე ვფიქრობდი, მეტზე ვერაფერზე, მანქანიდან იყო გადავარდნილი და ვხედავდი, რა მდგომარეობაში იყო.

- როგორია თქვენი ახლანდელი ყოველდღიური ცხოვრება?

ნუცა: მე და გიორგი ჩვეულებრივად ვერ ვცხოვრობთ, რადგან რეაბილიტაციისთვის საჭირო ძალიან ბევრ პროცედურაზე დავდივართ.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი