სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი წმინდა სინოდში
ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი წმინდა სინოდში

სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნოდ­ში, სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე სვი­მე­ო­ნი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდაა.

ეპის­კო­პო­სი სვი­მე­ო­ნი, ერის­კა­ცო­ბა­ში თე­ი­მუ­რაზ ცა­კაშ­ვი­ლი, 1982 წლის 9 აგ­ვის­ტოს ქა­ლაქ სიღ­ნაღ­ში, თა­მაზ ცა­კაშ­ვი­ლი­სა და ლალი მარ­ტყოფ­ლიშ­ვი­ლის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. 1999 წელს თბი­ლი­სის მე-100 სა­ჯა­რო სკო­ლა და­ამ­თავ­რა. იმა­ვე წელს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მე­ქა­ნი­კა-მან­ქა­ნათმშე­ნებ­ლო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ა­ბა­რა. პა­რა­ლე­ლუ­რად გა­დი­ო­და თე­ო­ლო­გი­ურ სწავ­ლე­ბას.

"2000 წლი­დან სა­თა­ვე­ში ჩა­ვუ­დე­ქი მშობ­ლი­ურ მხა­რე­ში, დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო მა­ჩხა­ა­ნის ორი წმინ­და გი­ორ­გი­სა და ერთი ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რე­ბის აღ­დგე­ნა-რეს­ტავ­რა­ცი­ას. ამ ტაძ­რე­ბი­დან არ­ცერ­თი არ იყო მოქ­მე­დი. ზოგი პი­რუ­ტყვის სად­გო­მად იყო ქცე­უ­ლი, ზო­გიც ბან­ქოს, კარ­ტის სა­თა­მა­შოდ. იმ დრო­ი­სათ­ვის ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი იყო ზო­გა­დად მო­ძღვრის ფუნ­ქცია, ეკ­ლე­სი­ე­ბის აღ­დგე­ნა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა, რად­გან უფ­რო­სი თა­ო­ბის კო­მუ­ნის­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბა გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს ქმნი­და, თუმ­ცა სოფ­ლის დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­თა და თა­ნად­გო­მით ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­კე­თით დას­რულ­და სა­მი­ვე ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცია, სა­დაც დღე­საც აღევ­ლი­ნე­ბა საღ­მრთის­მსა­ხუ­რო წირ­ვა-ლოც­ვე­ბი", - ამ­ბობს მე­უ­ფე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

1999-2003 წლებ­ში ეპის­კო­პო­სი სვი­მე­ო­ნი სწავ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ხის და­მუ­შა­ვე­ბის სა­წარ­მო­თა მო­წყო­ბი­ლო­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლო­ბა­ზე. რამ­დე­ნი­მე წელი ნინო რა­მიშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო სკო­ლა­ში პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და. 1999 წლი­დან კი თბი­ლი­სის მამა და­ვით გა­რე­ჯე­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მრევ­ლი და მგა­ლო­ბე­ლია. ასე­ვე პე­რი­ო­დუ­ლად გა­ლობ­და სვე­ტი­ცხოვ­ლი­სა და სი­ო­ნის სა­პატ­რი­არ­ქო ტაძ­რებ­ში. ამა­ვე წლებ­ში ბოდ­ბის ეპარ­ქი­ა­ში რამ­დე­ნი­მე ტაძ­რის რეს­ტავ­რა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

2004 წლი­დან რუ­ი­სი­სა და ურ­ბნი­სის მიტ­რო­პო­ლიტ იო­ბის (აქი­აშ­ვი­ლი) პი­რად მორ­ჩი­ლე­ბა­შია.

2005 წელს, 23 წლის ასაკ­ში ბე­რად აღ­ვიკ­ვე­ცა. 2006 წლის 4 დე­კემ­ბერს, 24 წლის ასაკ­ში, ქო­ზი­ფის მა­მა­თა მო­ნას­ტერ­ში, ღვთის­მშობ­ლის ტაძ­რად მიყ­ვა­ნე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მის­მა ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბამ რუ­ი­სი­სა და ურ­ბნი­სის მიტ­რო­პო­ლიტ­მა იობ­მა დი­აკ­ვნად და­ას­ხა ხელი.

2006 წლის 1 მარტს, ასე­ვე მიტ­რო­პო­ლიტ­მა იობ­მა ბერ­თუბ­ნის მო­ნას­ტერ­ში, წმინ­და მა­რი­ამ მეგ­ვიპ­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში მღვდლად აკურ­თხა და სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ ამ მო­ნას­ტრის კე­თილ­მო­წე­სედ და­ად­გი­ნა. მა­ლე­ვე და­ად­გი­ნეს დაბა სუ­რა­მის წმი­და იობმ­რა­ვალვნე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრად. ერთი წლის მსა­ხუ­რე­ბის შემ­დგომ, აღ­დგო­მას, ბრწყინ­ვა­ლე შვი­დე­ულ­ში მისი ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით და­ად­გი­ნეს ურ­ბნი­სის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­თან არ­სე­ბუ­ლი რე­ზი­დენ­ცი­ის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრად. აქ მსა­ხუ­რე­ბის დროს, მე­უ­ფე იო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და აწარ­მო­ებ­და ძა­მის ხე­ო­ბის ბერ­მუ­ხის მა­მა­თა მო­ნას­ტრის აღ­დგე­ნა-რეს­ტავ­რა­ცი­ას.

"ურ­ბნის­ში 1 წლი­სა და 2 თვის მოღ­ვა­წე­ო­ბის შემ­დეგ გა­და­მიყ­ვა­ნეს და და­მად­გი­ნეს ყინ­წვი­სის წმი­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრად, სა­დაც 22 მა­ისს იღუ­მე­ნის ხა­რისხში ამიყ­ვა­ნეს და ოქ­როს ჯვრით და­მა­ჯილ­დო­ვეს. საკ­მა­ოდ დიდი ტვირ­თი იყო არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვრო­ბა და მსა­ხუ­რე­ბა. ამას თან და­ერ­თო 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი, სა­დაც ასო­ბით ჯა­რის­კა­ცი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის შე­ფა­რე­ბა, მათი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მოგ­ვიხ­და. მო­ნას­ტერ­ში ბერ­თა სიმ­რავ­ლი­სა და სი­ვიწ­რო­ვის მი­ზე­ზი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ნას­ტრის გა­ფარ­თო­ვე­ბა გა­და­წყდა, რო­მე­ლიც ამა­ვე წლის ზამ­თრის დად­გო­მამ­დე დას­რულ­და", - იხ­სე­ნებს მე­უ­ფე.

მე­უ­ფე სვი­მე­ო­ნი მა­ლე­ვე გა­და­დის სო­ფელ ხცი­სის თავ­ზე მდე­ბა­რე წმინ­და გი­ორ­გის VIII სა­უ­კუ­ნის მი­ტო­ვე­ბულ ნა­მო­ნას­ტრალ­ში. მრევ­ლის თა­ნად­გო­მით, გა­ნახ­ლდა ტა­ძა­რი და მის გვერ­დით შე­იქ­მნა და აშენ­და ახა­ლი მა­მა­თა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მო­ნას­ტე­რი. მო­ნას­ტერს ყო­რან­ქე­დი ეწო­და (სოფ­ლის უხუ­ცე­სებ­თან გა­მო­კი­თხვის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­მოჩ­ნდა, რომ ის მთა, სა­დაც მდე­ბა­რე­ობ­და ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტა­ძა­რი და ნა­მო­ნას­ტრა­ლი, ცნო­ბი­ლი იყო "ყუ­რა­ქე­დის" სა­ხე­ლით. ნა­მო­ნას­ტრა­ლი კი წმინ­და ელია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხელს ატა­რებ­და. იმის გამო, რომ მო­ნას­ტერ­ში და მთის მწვერ­ვალ­ზე ხში­რად ბუ­დობ­დნენ ყორ­ნე­ბი, ეს უკა­ნას­კნელ­ნი კი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კვე­ბავ­დნენ წმინ­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყველს, მო­ნას­ტერს "ყო­რან­ქე­დი" ეწო­და). ამ მო­ნას­ტერ­ში მსა­ხუ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში მო­ნას­ტრის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ, წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის სი­ვიწ­რო­ვის და მრევ­ლის სიმ­რავ­ლის გამო გა­და­წყდა დიდი ზო­მის ტაძ­რის აშე­ნე­ბა. მარ­თლაც აშენ­და ღვთის­მშობ­ლის ჯვარ­გუმ­ბა­თო­ვა­ნი, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ტა­ძა­რი. სარ­თულ­ქვეშ წმი­და ელია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის, წმინ­და ნი­კო­ლო­ზი­სა და წმინ­და პან­ტე­ლე­ი­მონ მკურ­ნა­ლის ტაძ­რე­ბია.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვი­თა და მე­უ­ფე იო­ბის და­ვა­ლე­ბით, მე­უ­ფე სვი­მე­ო­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს და­ვით გა­რე­ჯში არ­სე­ბუ­ლი წმინ­და დოდო გა­რე­ჯე­ლის სა­ხე­ლო­ბის უძ­ვე­ლე­სი სე­ნა­კე­ბი­სა და მო­ნას­ტრის აღ­დგე­ნას, ასე­ვე და­ე­ვა­ლა ბერ­თა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. მე­უ­ფე სვი­მე­ო­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი დრო­უ­ლად დას­რულ­და. ამის შემ­დეგ მე­უ­ფე იობ­მა აკურ­თხა და გა­ნა­ახ­ლა მო­ნას­ტრის შერ­ყე­უ­ლი ტრა­პე­ზი, რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი და­უ­დო სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბის აღ­დგე­ნა­სა და მის წი­ნამ­ძღვრად იღუ­მე­ნი სე­რა­პი­ო­ნი და­ი­ნიშ­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ყო­რან­ქე­დის სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი­სა და მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. იმ დრო­ის­თვის მიტ­რო­პო­ლიტ იო­ბის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, მე­უ­ფე სვი­მე­ო­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს სო­ფელ ხცი­სის წმი­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერს, სო­ფელ კრის­ხე­ვის ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის დე­და­თა მო­ნას­ტერ­სა და წმი­და ნი­კო­ლო­ზის ტა­ძარს.

მამა სვი­მე­ო­ნი (ცა­კაშ­ვი­ლი) 2013 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის წმი­და სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ახ­ლად შექ­მნი­ლი სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქი­ის ეპის­კო­პო­სად აირ­ჩი­ეს.

2014 წლის სექ­ტემ­ბრი­დან ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდე­ლო­ე­სი სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპის­კო­პო­სი სვი­მე­ო­ნი (ცა­კაშ­ვი­ლი) ხა­შურ­ში სა­პატ­რი­არ­ქოს წმი­და დი­მიტ­რი ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა-პან­სი­ონს უძღვე­ბა.

2015 წლის 25 აპ­რილს მე­უ­ფე სვი­მე­ო­ნის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, ხა­შუ­რის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­ი­მარ­თა სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქი­ის პირ­ვე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვი მკვლე­ვა­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი.

2016 წლის 9 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპის­კო­პოს სვი­მე­ო­ნის (ცა­კაშ­ვი­ლი) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ბა­ნას ტაძ­რის მა­კე­ტი­სა და პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. ამ ახა­ლი ეკ­ლე­სი­ის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა ხა­შურ­ში და მიზ­ნად ისა­ხავს ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ბა­ნას ის­ტო­რი­უ­ლი (შე­მორ­ჩე­ნი­ლია ნა­გე­ბო­ბის მხო­ლოდ 20 პრო­ცენ­ტი) ტაძ­რის მსგავ­სის აგე­ბას.

2013 წლი­დან ახ­ლად შექ­მნი­ლი ეპარ­ქი­ის მღვდელმთავ­რის რე­ზი­დენ­ცია დრო­ე­ბით დაბა სუ­რამ­ში გან­თავ­სდა, ხოლო 2017 წლის­თვის სრულ­დე­ბა სო­ფელ ქვიშ­ხეთ­ში, სუმ­ბა­თაშ­ვი­ლე­ბის ყო­ფი­ლი სა­სახ­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­დაც გან­თავ­სდე­ბა სუ­რა­მი­სა და ხა­შუ­რის ეპარ­ქი­ის მღვდელმთავ­რის რე­ზი­დენ­ცია.

ეპარ­ქი­ის მრევ­ლი მე­უ­ფეს მხო­ლოდ და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს. მე­უ­ფე სვი­მე­ონს თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად აქვს შეხ­ვედ­რე­ბი მრევ­ლთან, რაც მრევ­ლი­სა და ეპის­კო­პო­სი­სის კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს.

სტა­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლია ინ­ტერ­ნეტ მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

ლადო გო­გო­ლა­ძე, AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი წმინდა სინოდში

ვინ არის ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი წმინდა სინოდში

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდში, სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონი ყველაზე ახალგაზრდაა.

ეპისკოპოსი სვიმეონი, ერისკაცობაში თეიმურაზ ცაკაშვილი, 1982 წლის 9 აგვისტოს ქალაქ სიღნაღში, თამაზ ცაკაშვილისა და ლალი მარტყოფლიშვილის ოჯახში დაიბადა. 1999 წელს თბილისის მე-100 საჯარო სკოლა დაამთავრა. იმავე წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად გადიოდა თეოლოგიურ სწავლებას.

"2000 წლიდან სათავეში ჩავუდექი მშობლიურ მხარეში, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანის ორი წმინდა გიორგისა და ერთი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრების აღდგენა-რესტავრაციას. ამ ტაძრებიდან არცერთი არ იყო მოქმედი. ზოგი პირუტყვის სადგომად იყო ქცეული, ზოგიც ბანქოს, კარტის სათამაშოდ. იმ დროისათვის ძნელი წარმოსადგენი იყო ზოგადად მოძღვრის ფუნქცია, ეკლესიების აღდგენა და ფუნქციონირება, რადგან უფროსი თაობის კომუნისტური აზროვნება გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა, თუმცა სოფლის დიდი ძალისხმევითა და თანადგომით ოთხი წლის განმავლობაში სიკეთით დასრულდა სამივე ტაძრის რესტავრაცია, სადაც დღესაც აღევლინება საღმრთისმსახურო წირვა-ლოცვები", - ამბობს მეუფე ერთ-ერთ ინტერვიუში.

1999-2003 წლებში ეპისკოპოსი სვიმეონი სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობისა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე. რამდენიმე წელი ნინო რამიშვილის საავტორო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 1999 წლიდან კი თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მრევლი და მგალობელია. ასევე პერიოდულად გალობდა სვეტიცხოვლისა და სიონის საპატრიარქო ტაძრებში. ამავე წლებში ბოდბის ეპარქიაში რამდენიმე ტაძრის რესტავრაციას ხელმძღვანელობდა.

2004 წლიდან რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) პირად მორჩილებაშია.

2005 წელს, 23 წლის ასაკში ბერად აღვიკვეცა. 2006 წლის 4 დეკემბერს, 24 წლის ასაკში, ქოზიფის მამათა მონასტერში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად დაასხა ხელი.

2006 წლის 1 მარტს, ასევე მიტროპოლიტმა იობმა ბერთუბნის მონასტერში, წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის ტაძარში მღვდლად აკურთხა და საჭიროებისამებრ ამ მონასტრის კეთილმოწესედ დაადგინა. მალევე დაადგინეს დაბა სურამის წმიდა იობმრავალვნებულის სახელობის რეზიდენციასთან არსებული მონასტრის წინამძღვრად. ერთი წლის მსახურების შემდგომ, აღდგომას, ბრწყინვალე შვიდეულში მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ლოცვა-კურთხევით დაადგინეს ურბნისის საკათედრო ტაძართან არსებული რეზიდენციის მონასტრის წინამძღვრად. აქ მსახურების დროს, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, ხელმძღვანელობდა და აწარმოებდა ძამის ხეობის ბერმუხის მამათა მონასტრის აღდგენა-რესტავრაციას.

"ურბნისში 1 წლისა და 2 თვის მოღვაწეობის შემდეგ გადამიყვანეს და დამადგინეს ყინწვისის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მონასტრის წინამძღვრად, სადაც 22 მაისს იღუმენის ხარისხში ამიყვანეს და ოქროს ჯვრით დამაჯილდოვეს. საკმაოდ დიდი ტვირთი იყო არსებული ისტორიული მონასტრის წინამძღვრობა და მსახურება. ამას თან დაერთო 2008 წლის აგვისტოს ომი, სადაც ასობით ჯარისკაცისა და მოსახლეობის შეფარება, მათი უზრუნველყოფა მოგვიხდა. მონასტერში ბერთა სიმრავლისა და სივიწროვის მიზეზიდან გამომდინარე, მონასტრის გაფართოვება გადაწყდა, რომელიც ამავე წლის ზამთრის დადგომამდე დასრულდა", - იხსენებს მეუფე.

მეუფე სვიმეონი მალევე გადადის სოფელ ხცისის თავზე მდებარე წმინდა გიორგის VIII საუკუნის მიტოვებულ ნამონასტრალში. მრევლის თანადგომით, განახლდა ტაძარი და მის გვერდით შეიქმნა და აშენდა ახალი მამათა საცხოვრებელი მონასტერი. მონასტერს ყორანქედი ეწოდა (სოფლის უხუცესებთან გამოკითხვის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ის მთა, სადაც მდებარეობდა ზემოთ აღნიშნული ტაძარი და ნამონასტრალი, ცნობილი იყო "ყურაქედის" სახელით. ნამონასტრალი კი წმინდა ელია წინასწარმეტყველის სახელს ატარებდა. იმის გამო, რომ მონასტერში და მთის მწვერვალზე ხშირად ბუდობდნენ ყორნები, ეს უკანასკნელნი კი გადმოცემის თანახმად, კვებავდნენ წმინდა ილია წინასწარმეტყველს, მონასტერს "ყორანქედი" ეწოდა). ამ მონასტერში მსახურობის პერიოდში მონასტრის საჭიროებისამებრ, წმინდა გიორგის ტაძრის სივიწროვის და მრევლის სიმრავლის გამო გადაწყდა დიდი ზომის ტაძრის აშენება. მართლაც აშენდა ღვთისმშობლის ჯვარგუმბათოვანი, ორსართულიანი ტაძარი. სართულქვეშ წმიდა ელია წინასწარმეტყველის, წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრებია.

ამავე პერიოდში უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და მეუფე იობის დავალებით, მეუფე სვიმეონი ხელმძღვანელობს დავით გარეჯში არსებული წმინდა დოდო გარეჯელის სახელობის უძველესი სენაკებისა და მონასტრის აღდგენას, ასევე დაევალა ბერთა საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა. მეუფე სვიმეონის ორგანიზებით, აღნიშნული სამუშაოები დროულად დასრულდა. ამის შემდეგ მეუფე იობმა აკურთხა და განაახლა მონასტრის შერყეული ტრაპეზი, რამაც საფუძველი დაუდო სამონასტრო ცხოვრების აღდგენასა და მის წინამძღვრად იღუმენი სერაპიონი დაინიშნა. პარალელურად მიმდინარეობდა ყორანქედის საცხოვრებლებისა და მეურნეობის განვითარება. იმ დროისთვის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით, მეუფე სვიმეონი ხელმძღვანელობს სოფელ ხცისის წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერს, სოფელ კრისხევის ყოვლადწმიდა სამების დედათა მონასტერსა და წმიდა ნიკოლოზის ტაძარს.

მამა სვიმეონი (ცაკაშვილი) 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად აირჩიეს.

2014 წლის სექტემბრიდან ყოვლადუსამღვდელოესი სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი) ხაშურში საპატრიარქოს წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონს უძღვება.

2015 წლის 25 აპრილს მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, ხაშურის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა სურამისა და ხაშურის ეპარქიის პირველი სამეცნიერო ინტერდისციპლინარული კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი მკვლევარები და სტუდენტები.

2016 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში სურამისა და ხაშურის ეპისკოპოს სვიმეონის (ცაკაშვილი) ხელმძღვანელობით, ბანას ტაძრის მაკეტისა და პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ამ ახალი ეკლესიის აშენება იგეგმება ხაშურში და მიზნად ისახავს ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ბანას ისტორიული (შემორჩენილია ნაგებობის მხოლოდ 20 პროცენტი) ტაძრის მსგავსის აგებას.

2013 წლიდან ახლად შექმნილი ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია დროებით დაბა სურამში განთავსდა, ხოლო 2017 წლისთვის სრულდება სოფელ ქვიშხეთში, სუმბათაშვილების ყოფილი სასახლის რეაბილიტაცია, სადაც განთავსდება სურამისა და ხაშურის ეპარქიის მღვდელმთავრის რეზიდენცია.

ეპარქიის მრევლი მეუფეს მხოლოდ დადებითად ახასიათებს. მეუფე სვიმეონს თითქმის ყოველდღიურად აქვს შეხვედრები მრევლთან, რაც მრევლისა და ეპისკოპოსისის კარგ ურთიერთობაზე მიუთითებს.

სტატია მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით

ლადო გოგოლაძე, AMBEBI.GE

"აგრო ფუდ ტრეიდი" ახალი სამოსავლო წლიდან მომხმარებელს უამრავ სიახლეს შესთავაზებს

თამარ ბაჩალიაშვილი იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც სწავლობდა ( ფოტო)

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაკრძალეს