თბილისში ახალი პარკები მოეწყობა - რას ითვალისწინებს გენერალური გეგმა

თბილისში ახალი პარკები მოეწყობა - რას ითვალისწინებს გენერალური გეგმა

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რეკრეაციული ზონების მოწყობასაც გულისხმობს. პროექტზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს და კონკრეტული ლოკაციებიც განისაზღვრა.

გენგეგმის პროექტის ჩაბარების ბოლო ვადა 15 აპრილია, ორგანიზაციის ხელმძღვანელის ვარაუდით გეგმას საკრებულო რამდენიმე თვეში დაამტკიცებს.

თბილისის გენგეგმაზე "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორი, მამუკა სალუქვაძე მუშაობს. მისი თქმით, რეკრეაციული ზონების მოწყობა დიდუბეში, თემქაზე, ელიავას ტერიტორიაზე, იპოდრომზე და დიღომში იგეგმება. სალუქვაძის განცახდებით, ქალაქის პერიფერიებმა თავიანთი დატვირთვა უნდა შეიძინონ.

ბიზნესცენტრების გადატანა

"სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორის თქმით, ბიზნესცენტრები, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებშია მოწყობილი, რის გამოც, პერიფერიებში მაცხოვრებლებს მომსახურების მისაღებად დიდი მანძილის გავლა უწევთ. "ერთ-ერთ ასეთ უბნად, დიდუბე განისაზღვრა, სადაც დიდუბე-ნავთლუღის დამაკავშირებელი რკინიგზისგან გათავისუფლების შემდეგ, რეკრეაციული ზონის მოწყობა იგეგმება. უბანი თავის დატვირთვას შეიძენს,"-განმარტავს ის. სპეციალისტის თქმით, ქალაქი პოლიცენტრული უნდა გახდეს, რაც ხელს მის განვითარებასა და მოსახლეობის მიერ მომსახურების კომფორტულად მიღებას შეუწყობს. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი