სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
250-ლარიანი ჯარიმა ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს - სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები
250-ლარიანი ჯარიმა ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს - სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები

ბა­თუმ­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს და­კა­ვე­ბულ 4 პირს - მა­მუ­კა ბე­რი­ძეს, ცოტ­ნე აბუ­ლა­ძეს, ალექ­სან­დრე ბა­ზა­ღჩი­ან­სა და ზაზა ქო­ქო­ლა­ძეს სა­სა­მარ­თლომ 250-250-ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა შე­უ­ფარ­და.

საქ­მე მო­სა­მარ­თლე გოჩა ფუტ­კა­რა­ძემ გა­ნი­ხი­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრა­ლი "ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის" 173-ე (პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი გან­კარ­გუ­ლე­ბი­სად­მი ან მო­თხოვ­ნი­სად­მი და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა) და 166-ე მუხ­ლე­ბით (წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბა) აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი.

ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სას და­კა­ვე­ბუ­ლი კი­დევ ერთი პი­რის, ნა­რი­მან ლო­მი­ნა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი კი გა­და­ი­დო. ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გოჩა ფუტ­კა­რა­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ლო­მი­ნა­ძეს და­მა­ტე­ბი­თი დრო მი­ე­ცა, რათა სა­სა­მარ­თლოს იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რუდ­გი­ნოს, რომ ის აქ­ცი­ა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მო­სა­მარ­თლემ პრო­ცე­სი ხვალ, 15:00 სა­ა­თის­თვის და­ნიშ­ნა, სა­დაც და­კა­ვე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა წა­რად­გი­ნოს.

11-12 მარტს, ბა­თუმ­ში აჭა­რის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლოს­თან გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მან­ქა­ნა, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დაწ­ვეს, ასე­ვე გა­ა­ნად­გუ­რეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

იხი­ლეთ ვი­დეო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: რა გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ სა­სა­მარ­თლო­ზე ბა­თუ­მის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

250-ლარიანი ჯარიმა ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს - სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები

250-ლარიანი ჯარიმა ბათუმის აქციაზე დაკავებულ 4 პირს - სასამართლოს გადაწყვეტილების დეტალები

ბათუმში გამართული აქციის დროს დაკავებულ 4 პირს - მამუკა ბერიძეს, ცოტნე აბულაძეს, ალექსანდრე ბაზაღჩიანსა და ზაზა ქოქოლაძეს სასამართლომ 250-250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.

საქმე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განიხილა. დაკავებულებს ბრალი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე მუხლებით (წვრილმანი ხულიგნობა) აქვთ წაყენებული.

ბათუმში განვითარებული მოვლენებისას დაკავებული კიდევ ერთი პირის, ნარიმან ლომინაძის სასამართლო პროცესი კი გადაიდო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, ლომინაძეს დამატებითი დრო მიეცა, რათა სასამართლოს იმის მტკიცებულებები წარუდგინოს, რომ ის აქციაზე არ იმყოფებოდა. მოსამართლემ პროცესი ხვალ, 15:00 საათისთვის დანიშნა, სადაც დაკავებულმა აღნიშნული მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

11-12 მარტს, ბათუმში აჭარის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ავტომანქანა, მათ შორის პოლიციის ავტომობილები დაწვეს, ასევე გაანადგურეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ ასევე: რა განცხადებებს აკეთებენ სასამართლოზე ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ