სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საპროტესტო აქციების მსოფლიო მაგალითები, როცა ვანდალიზმის აღსაკვეთად არმია და მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო
საპროტესტო აქციების მსოფლიო მაგალითები, როცა ვანდალიზმის აღსაკვეთად არმია და მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო

11-12 მარტს ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. მი­ტინ­გე­ბი და აქ­ცი­ე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ად­რეც ყო­ფი­ლა. მაგ­რამ მსგავ­სი შემ­თხვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს. ქვე­ბით "და­ბომ­ბი­ლი" გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და 10-მდე დამ­წვა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი, ქა­ლა­ქის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - მსგავ­სი რამ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჯერ არ მომ­ხდა­რა.

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­წე­რილ ჯა­რი­მას და და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბას საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი მოჰ­ყვა. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი კონ­ტროლს გას­ცდა და ბა­თუ­მის ქუ­ჩე­ბი ჰო­ლი­ვუ­დის სტილ­ში გა­და­ღე­ბულ ბლო­კბას­ტერს და­ემ­სგავ­სა.

მსოფ­ლი­ოს სხვადსხვა ქვე­ყა­ნა­ში მა­სობ­რივ არე­უ­ლო­ბა­ში გა­დაზ­რდი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი საკ­მა­ოდ ხში­რია. მათ სა­ფუძ­ვლად რთუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნა - უდევს. თუმ­ცა ზოგ­ჯერ, ბა­თუ­მის ინ­ცინ­დენ­ტის მსგავ­სად, მა­სობ­რივ არე­უ­ლო­ბას წინ სრუ­ლი­ად ბა­ნა­ლუ­რი და აფ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზი უღძვის.

2002 წლის 9 ივ­ნის მოს­კოვ­ში მომ­ხდა­რი არე­უ­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბა, რო­მელ­შიც 7-დან 8 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რუ­სე­თის ნაკ­რე­ბის მიერ ია­პო­ნი­ას­თან წა­გე­ბუ­ლი მატ­ჩი გახ­და. ნას­ვამ­მა და გა­აფ­თრე­ბულ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც მატ­ჩის მსვე­ლო­ბას მოს­კო­ვის ცენ­ტრში დიდ ეკ­რან­ზე ადევ­ნებ­დნენ თვალს, ახ­ლომ­დე­ბა­რე მა­ღა­ზი­ე­ბის ვიტ­რი­ნე­ბი­სა და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მსხვრე­ვა და­ი­წყეს. წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის­თვის, პო­ლი­ცი­ას ტა­ბე­ლუ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა მო­უხ­და. ბრბომ 40-მდე მა­ღა­ზია და­არ­ბია და 100-ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ლე­წა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პის ის­ტო­რი­ა­ში მას­შტა­ბუ­რი არე­უ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თით­ქმის 1 თვე გაგ­რძელ­და, 2005 წელს საფ­რან­გეთ­ში მოხ­და. მა­სობ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი ორი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბა გახ­და, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ცი­ის­გან მი­მალ­ვას ცდი­ლობ­დნენ. ორი­ო­დე დღის შემ­დეგ დე­მონ­სტრან­ტებ­მა (ძი­რი­თა­დად არა­ბებ­მა) პა­რიზ­ში პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი დაწ­ვეს. მომ­დევ­ნო დღეს დე­და­ქა­ლაქ­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში დამ­წვარ ავ­ტო­მო­ბილ­თა რი­ცხვმა 500-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

ერთი კვი­რის თავ­ზე არე­უ­ლო­ბებ­მა და მა­სობ­რივ­მა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბამ სრუ­ლი­ად საფ­რან­გე­თი (მარ­სე­ლი, ტუ­ლუ­ზა, ბორ­დო, რენე, დი­ჟო­ნი, სტრას­ბურ­გი) მო­იც­ვა. 6 ნო­ემ­ბერს სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბამ პიკს მი­აღ­წია. ერთ ღა­მე­ში 1400-ზე მეტი ავ­ტო­მო­ბი­ლი დაწ­ვეს. წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, მთავ­რო­ბამ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­ა­წე­სა და ქა­ლა­ქებ­ში სა­ჯა­რი­სო და­ნა­ყო­ფე­ბი შე­იყ­ვა­ნა.

მღელ­ვა­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც 126 პო­ლი­ცი­ე­ლი და­შავ­და 16 ნო­ემ­ბერს დას­რულ­და. პო­ლი­ცი­ამ თით­ქმის 3 000 ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა.

გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ამ­ბო­ხი 1992 წელს ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მო­ე­წყო. არც მა­ნამ­დე და არც მას შემ­დეგ, მა­სობ­რივ არე­უ­ლო­ბა­ში გა­დაზ­რდილ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მღელ­ვა­რე­ბას, მსგავ­სი მას­შტა­ბე­ბი არ მი­უ­ღია.

3 მარტს, დევ­ნის შემ­დეგ, პო­ლი­ცი­ამ მან­ქა­ნით მოძ­რა­ვი უმუ­შე­ვა­რი ნარ­კო­მა­ნი, როდ­ნი კინ­გი და­ა­კა­ვა. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო, პო­ლი­ცი­ამ ძალა გა­მო­ი­ყე­ნა. კინგს სა­ხის ძვა­ლი და­უ­ზი­ა­ნეს და ფეხი მო­ტე­ხეს. გამ­ვლე­ლის მიერ, ვი­დე­ო­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ცე­მის კად­რე­ბი პრე­სა­ში მოხ­ვდა. მა­სობ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც 29 აპ­რილს სა­სა­მარ­თლომ პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში საპ­რო­ტეს­ტო დე­მონ­სტრა­ცია, მა­სი­ურ არე­უ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ფე­რად­კა­ნი­ან­მა მო­ზარ­დებ­მა ქვე­ბით თეთრკა­ნი­ა­ნე­ბი­სა და აზი­უ­რი წარ­მო­შო­ბის მო­ქა­ლა­ქე­თა ჩა­ქოლ­ვა და­ი­წყეს. მათ მა­ღა­ზი­ებს ძარ­ცვავ­დენ და წვავ­დნენ.

ერთ დღე­ში, არე­უ­ლო­ბა ქა­ლა­ქის სხვა უბ­ნებ­საც მო­ე­დო. პო­ლი­ცი­ამ უკან და­ი­ხია. ამ­ბო­ხე­ბულ უბ­ნებ­ში ანარ­ქი­ამ და­ი­სად­გუ­რა. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბე­ბი, ძა­ლა­დო­ბა, მკვლე­ლო­ბე­ბი ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნა გახ­და.

2 მა­ისს შო­კი­დან გა­მო­სუ­ლი მთავ­რო­ბა რა­დი­კა­ლურ ქმე­დე­ბებ­ზე გა­და­ვი­და. ქა­ლაქ­ში 7 300 პო­ლი­ცი­ე­ლი, 1 950 შე­რი­ფი, ეროვ­ნუ­ლი გვარ­დის 10 000 ჯა­რის­კა­ცი, 2 000 ქვე­ი­თი სამ­ხედ­რო, 1 500 სა­ზღვაო ქვე­ი­თი და ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძე­ბის 1 700 თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­იყ­ვა­ნეს. სა­ერ­თო ჯამ­ში 25 ათა­სამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი. ჯავ­შან­ტექ­ნი­კის დახ­მა­რე­ბით ქა­ლაქ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის ბრძა­ნე­ბა მა­შინ­დელ­მა პერ­ზი­დენ­ტმა ჯორჯ ბუშ უფ­როს­მა პი­რა­დად გას­ცა.

პო­ლი­ცია და არ­მია მკაც­რად მოქ­მე­დებ­და. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ვე­ლი­ვე გაფრ­თხი­ლე­ბის შემ­დეგ და­მიზ­ნე­ბით ცე­ცხლს ხსნიდ­ნენ. ქა­ლაქ­ში წეს­რი­გი 6 მა­ისს აღ­დგა. 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­რად­კა­ნი­ა­ნებ­მა 5 500-ზე მეტი შე­ნო­ბა დაწ­ვეს. მა­ტე­რი­ა­ლურ­მა ზა­რალ­მა 1,2 მლრდ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით "შავ ამ­ბოხს" 53 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა (2 383 და­იჭ­რა). და­კა­ვე­ბუ­ლი იყო 11 000-ზე მეტი პირი. აქე­დან 400-ზე მეტი დღე­საც ცი­ხე­შია. მათ 25 წლი­ა­ნი სას­ჯე­ლი ან სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საპროტესტო აქციების მსოფლიო მაგალითები, როცა ვანდალიზმის აღსაკვეთად არმია და მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო

საპროტესტო აქციების მსოფლიო მაგალითები, როცა ვანდალიზმის აღსაკვეთად არმია და მძიმე ტექნიკა გახდა საჭირო

11-12 მარტს ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა სრულიად საქართველო შეძრა. მიტინგები და აქციები ჩვენს ქვეყანაში ადრეც ყოფილა. მაგრამ მსგავსი შემთხვევა, საქართველოს თანამედროვე ისტორიას არ ახსოვს. ქვებით "დაბომბილი" განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და 10-მდე დამწვარი ავტომობილი, ქალაქის დაზიანებული ინფრასტრუქტურა - მსგავსი რამ ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ მომხდარა.

საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმას და დაჯარიმებული პირების დაკავებას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. განვითარებული მოვლენები კონტროლს გასცდა და ბათუმის ქუჩები ჰოლივუდის სტილში გადაღებულ ბლოკბასტერს დაემსგავსა.

მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში მასობრივ არეულობაში გადაზრდილი საპროტესტო აქციები საკმაოდ ხშირია. მათ საფუძვლად რთული სოციალური მდგომარეობა, პოლიტიკური უკმაყოფილება, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა - უდევს. თუმცა ზოგჯერ, ბათუმის ინცინდენტის მსგავსად, მასობრივ არეულობას წინ სრულიად ბანალური და აფსურდული მიზეზი უღძვის.

2002 წლის 9 ივნის მოსკოვში მომხდარი არეულობის წინაპირობა, რომელშიც 7-დან 8 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების მიერ იაპონიასთან წაგებული მატჩი გახდა. ნასვამმა და გააფთრებულმა გულშემატკივრებმა, რომლებიც მატჩის მსველობას მოსკოვის ცენტრში დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს, ახლომდებარე მაღაზიების ვიტრინებისა და ავტომობილების მსხვრევა დაიწყეს. წესრიგის დამყარებისთვის, პოლიციას ტაბელური იარაღის გამოყენება მოუხდა. ბრბომ 40-მდე მაღაზია დაარბია და 100-ზე მეტი ავტომობილი დალეწა.

თანამედროვე ევროპის ისტორიაში მასშტაბური არეულობა, რომელიც თითქმის 1 თვე გაგრძელდა, 2005 წელს საფრანგეთში მოხდა. მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი ორი აფროამერიკელი მოზარდის გარდაცვალება გახდა, რომლებიც პოლიციისგან მიმალვას ცდილობდნენ. ორიოდე დღის შემდეგ დემონსტრანტებმა (ძირითადად არაბებმა) პარიზში პირველი ავტომობილები დაწვეს. მომდევნო დღეს დედაქალაქსა და მის შემოგარენში დამწვარ ავტომობილთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

ერთი კვირის თავზე არეულობებმა და მასობრივმა დაუმორჩილებლობამ სრულიად საფრანგეთი (მარსელი, ტულუზა, ბორდო, რენე, დიჟონი, სტრასბურგი) მოიცვა. 6 ნოემბერს სახალხო მღელვარებამ პიკს მიაღწია. ერთ ღამეში 1400-ზე მეტი ავტომობილი დაწვეს. წესრიგის დამყარების მიზნით, მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, კომენდანტის საათი დააწესა და ქალაქებში საჯარისო დანაყოფები შეიყვანა.

მღელვარება, რომლის დროსაც 126 პოლიციელი დაშავდა 16 ნოემბერს დასრულდა. პოლიციამ თითქმის 3 000 ადამიანი დააპატიმრა.

გასულ საუკუნეში ყველაზე მასშტაბური ამბოხი 1992 წელს ლოს-ანჯელესში მოეწყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ, მასობრივ არეულობაში გადაზრდილ საზოგადოებრივ მღელვარებას, მსგავსი მასშტაბები არ მიუღია.

3 მარტს, დევნის შემდეგ, პოლიციამ მანქანით მოძრავი უმუშევარი ნარკომანი, როდნი კინგი დააკავა. დაუმორჩილებლობის გამო, პოლიციამ ძალა გამოიყენა. კინგს სახის ძვალი დაუზიანეს და ფეხი მოტეხეს. გამვლელის მიერ, ვიდეოზე გადაღებული ცემის კადრები პრესაში მოხვდა. მასობრივი უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 აპრილს სასამართლომ პოლიციელებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. რამდენიმე საათში საპროტესტო დემონსტრაცია, მასიურ არეულობაში გადაიზარდა. ფერადკანიანმა მოზარდებმა ქვებით თეთრკანიანებისა და აზიური წარმოშობის მოქალაქეთა ჩაქოლვა დაიწყეს. მათ მაღაზიებს ძარცვავდენ და წვავდნენ.

ერთ დღეში, არეულობა ქალაქის სხვა უბნებსაც მოედო. პოლიციამ უკან დაიხია. ამბოხებულ უბნებში ანარქიამ დაისადგურა. გაუპატიურებები, ძალადობა, მკვლელობები ჩვეული მოვლენა გახდა.

2 მაისს შოკიდან გამოსული მთავრობა რადიკალურ ქმედებებზე გადავიდა. ქალაქში 7 300 პოლიციელი, 1 950 შერიფი, ეროვნული გვარდის 10 000 ჯარისკაცი, 2 000 ქვეითი სამხედრო, 1 500 საზღვაო ქვეითი და ფედერალური გამოძების 1 700 თანამშრომელი შეიყვანეს. საერთო ჯამში 25 ათასამდე შეიარაღებული პირი. ჯავშანტექნიკის დახმარებით ქალაქში წესრიგის დამყარების ბრძანება მაშინდელმა პერზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა პირადად გასცა.

პოლიცია და არმია მკაცრად მოქმედებდა. წინააღმდეგობის შემთხვევაში, პირველივე გაფრთხილების შემდეგ დამიზნებით ცეცხლს ხსნიდნენ. ქალაქში წესრიგი 6 მაისს აღდგა. 5 დღის განმავლობაში ფერადკანიანებმა 5 500-ზე მეტი შენობა დაწვეს. მატერიალურმა ზარალმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური მონაცემებით "შავ ამბოხს" 53 ადამიანი ემსხვერპლა (2 383 დაიჭრა). დაკავებული იყო 11 000-ზე მეტი პირი. აქედან 400-ზე მეტი დღესაც ციხეშია. მათ 25 წლიანი სასჯელი ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"