"მოსკოვიდან სოჭში - 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ქალაქში ჩაფრენას დაახლოებით ორსაათნახევარი სჭირდება. რუსეთის უკიდურეს სამხრეთში მდებარე სოჭი თავისი 350 ათასი მცხოვრებით, შავიზღვისპირეთის ["კავკასიის რივიერის"] ყველაზე პოპულარულ კურორტს წარმოადგენს. აქ დაიწერა ივანე ბუნინის, ბორის პასტერნაკისა და ისააკ ბაბელის რომანები... ილუმინატორში კავკასიის მთები გამოჩნდა, ე.ი. მალე სოჭის [ადლერის] აეროპორტში დავფრინდებით. თვითმფრინავმა შავ ზღვაზე ნახევარწრე გააკეთა და დავეშვით. აეროპორტი თანამედროვე შთაბეჭდილებას ტოვებს, მოდერნიზება რამდენიმე წლის წინ განხორციელდა. ტერმინალის იქით ტაქსისტები დგანან, რომლებიც მზად არიან მგზავრებისთვის ნახტომი გააკეთონ, თუმცა აფხაზეთამდე მაინცდამაინც შორი მანძილი არ არის, სულ რაღაც ათიოდე კილომეტრი, ზღვის ნაპირით", - წერს გაზეთ Financial Times-ის შტატგარეშე კორესპონდენტი სოფი როილი, რომელიც აფხაზეთში სულ ბოლოს 2014 წელს იყო ჩასული და ახლაც რუსეთის მეზობელი სეპარატისტული რეგიონისაკენ მიემართება.
"მკაცრსახიან რუს მესაზღვრეს ჩემი პასპორტი სადღაც მიაქვს, ამოწმებს და ნახევარი საათის შემდეგ მიბრუნებს. საზღვრის აფხაზური მხარე უფრო იოლად გადასასვლელია - ჯარისკაცი ყველაფერს სწრაფად აკეთებს. და აი, აფხაზი ძაღლები ყეფით მესალმებიან - ისინი, როგორც წესი, აფხაზეთის პირველი მაცხოვრებლები არიან, რომლებიც სტუმრებს ხვდებიან", - იუმორისტულად აღნიშნავს ავტორი და შემდეგ უკვე სერიოზულად წერს: "სუბტროპიკული აფხაზეთის შავიზღვისპირა გზაზე სუსტნერვებიანი ადამიანისთვის მგზავრობა ძნელია - ხშირად გადად-გადმოდიან ძროხები და ცხენები, საქონელი შუაგზაზეც წევს... მაგრამ სიჩქარის შემზღუდავი ნიშნები არ ჩანს. მოკლედ, როგორც გინდა, ისეთი სიჩქარით იარე. საერთოდ კი, ნორმალურად სოხუმამდე ორი საათის სავალია. განაგრძეთ კითხვა