სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გუკას და ლელას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება" - ვახტანგ რჩეულიშვილი ახალშობილ შვილიშვილზე, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობაზე...
"გუკას და ლელას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება" - ვახტანგ რჩეულიშვილი ახალშობილ შვილიშვილზე, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობაზე...

პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილ­სა და ლელა კი­ლა­ძეს, 3 მარტს გო­გო­ნა - თრი­ნი­თი შე­ე­ძი­ნათ. რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის­თვის ეს მე­ო­რე შვი­ლია, ლელა კი­ლა­ძის­თვის - მე­ო­თხე. გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი - კატო, რო­მე­ლიც პრო­დი­უ­სერს მსა­ხი­ობ ნუცა კუ­ხი­ა­ნი­ძეს­თან ჰყავს, ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში, ნუ­ცას დე­დას­თან ცხოვ­რობს.

გუ­კას მა­მამ ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა ბავ­შვის და­ბა­დე­ბის, ყო­ფილ და ახ­ლან­დელ რძლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და გუ­კა­სა და ნუ­ცას და­შო­რე­ბის დე­ტა­ლებ­ზე ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- გუ­კას უფ­როს­მა შვილ­მა რო­გორ მი­ი­ღო ლელა და რო­გორ შეხ­ვდა დის შე­ძე­ნას?

- თა­ვი­დან კა­ტომ დიდი ტრავ­მა მი­ი­ღო გუ­კა­სა და ნუ­ცას და­შო­რე­ბით. კა­ტომ კი არა, მეც და მთელ­მა ოჯახ­მა, მაგ­რამ კა­ტომ - გან­სა­კუთ­რე­ბით. კა­ტომ შექ­მნა მტრის ხატი ლე­ლას­გან - ჩვენს ოჯა­ში რა უნდა, ბო­რო­ტია, დედა ნერ­ვი­უ­ლობს და ასე შემ­დეგ. ბავ­შვია და გა­საკ­ვი­რი არაა. მაგ­რამ, ნუ­ცა­მაც ძა­ლი­ან შე­უ­წყო ხელი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი­ყო. უკვე, რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, კა­ტომ თქვა, რომ ჩემი და იბა­დე­ბაო და აქ­ტი­უ­რად შე­მოტ­რი­ალ­და. ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე ამე­რი­კი­დან მომ­წე­რა, სა­ხე­ლი მე და­მარ­ქმე­ვი­ნეთ ჩემი დის­თვის - ლოლა მინ­და, და­ვარ­ქვაო. მე ვუ­თხა­რი: არც შენ­თვის, არც ჩემ­თვის და არც მა­ი­ას­თვის არ უკი­თხავთ, ბავ­შვს რა და­არ­ქვან, გუ­კამ გა­და­წყვი­ტა და თვი­თონ არ­ქმევს-მეთ­ქი. ჯერ არ იც­ნობს ლე­ლას, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად შევა კონ­ტაქ­ტში. თა­ვი­სი და ხომ უნდა გა­იც­ნოს და შე­სა­ბა­მი­სად, დის დე­დას­თა­ნაც ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა.. ნუ­ცა­მაც და­უ­რე­კა ლე­ლას და მი­უ­ლო­ცა.

- რო­გო­რი მა­მამ­თი­ლი ხართ, რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ ახ­ლან­დელ და ყო­ფილ რძლებ­თან?

- სა­ო­ცა­რი გო­გოა ლელა, ძა­ლი­ან თბი­ლი. გუ­კას და მის ურ­თი­ერ­თო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, გული სი­ხა­რუ­ლით მევ­სე­ბა. ახალ­გაზ­რდუ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბა აქვთ. მათ სიყ­ვა­რულ­სა და რო­მან­ტი­კას ისიც ამ­ძაფ­რებს, რომ გუკა შორ­საა. თუმ­ცა, ეს სი­ტუ­ა­ცია უცხო არ არის და არ აკ­ლია ლე­ლას წინა ქმრის­გან. მაგ­რამ, ცხოვ­რე­ბა ასე­თია. ლე­ლას­თან ძა­ლი­ან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, მა­ი­ას გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს. ძა­ლი­ან ოჯა­ხუ­რი გო­გოა. გუ­კას მი­მართ ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია. ამ­ხე­ლა მუც­ლით აკი­თხავ­და და ნა­ხუ­ლობ­და. იქ კი ხვდე­ბოდ­ნენ "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" ე.წ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კლი­ენ­ტე­ბი - წყევ­ლიდ­ნენ, ლან­ძღავ­დნენ. მე ლე­ლას და ნუ­ცას ერ­თნა­ი­რად ვუ­ყუ­რებ. კი და­შორ­დნენ ნუცა და გუკა, მაგ­რამ ნუცა ხომ ჩემს შვი­ლად დარ­ჩა ისევ. რად უნდა ამას ლა­პა­რა­კი, რძა­ლი იგი­ვე შვი­ლია. ლე­ლაც ჩემი შვი­ლია. ერ­თმა­ნეთ­თან რო­გორ იქ­ნე­ბი­ან, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა, გული მეტ­კი­ნოს ან პი­რი­ქით, სი­ხა­რუ­ლი ვიგ­რძნო, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა ოჯა­ხის წევ­რია.

ლელა კი­დევ იმი­ტომ გვიყ­ვარს, რომ შალ­ვა, ლე­ლას მამა, ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. მათ­თან, სახ­ლში რომ დავ­დი­ო­დით, ლელა ბავ­შვო­ბი­დან გვახ­სოვს. ლე­ლას­თა­ნაც და ნუ­ცას­თა­ნაც სულ მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა... მე სულ ვა­მა­ყობ­დი ნუ­ცა­თი, მისი გა­რეგ­ნო­ბით, ადა­მი­ა­ნო­ბით, მაგ­რამ ლელა სხვა ტი­პია. ბავ­შვო­ბი­დან იდე­ა­ლუ­რი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს. ლელა ბევ­რად უფრო თბი­ლია ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, გა­მო­ხატ­ვა­ში. ნუცა უფრო ცი­ვია, მაგ­რამ ამა­ვე დროს, რომ გა­გი­ჭირ­დე­ბა, ნუ­ცაც გვერ­დში და­გიდ­გე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში და ლე­ლაც. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ნუცა კა­ტოს დე­დაა და იმე­დია, ასე­ვე, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, რომ ლელა ჩემი პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლის დე­დაა.

ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"გუკას და ლელას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება" - ვახტანგ რჩეულიშვილი ახალშობილ შვილიშვილზე, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობაზე...

"გუკას და ლელას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება" - ვახტანგ რჩეულიშვილი ახალშობილ შვილიშვილზე, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობაზე...

პატიმრობაში მყოფ გუკა რჩეულიშვილსა და ლელა კილაძეს, 3 მარტს გოგონა - თრინითი შეეძინათ. რჩეულიშვილისთვის ეს მეორე შვილია, ლელა კილაძისთვის - მეოთხე. გუკა რჩეულიშვილის უფროსი ქალიშვილი - კატო, რომელიც პროდიუსერს მსახიობ ნუცა კუხიანიძესთან ჰყავს, ამჟამად ამერიკაში, ნუცას დედასთან ცხოვრობს.

გუკას მამამ ვახტანგ რჩეულიშვილმა ბავშვის დაბადების, ყოფილ და ახლანდელ რძლებთან ურთიერთობისა და გუკასა და ნუცას დაშორების დეტალებზე ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

- გუკას უფროსმა შვილმა როგორ მიიღო ლელა და როგორ შეხვდა დის შეძენას?

- თავიდან კატომ დიდი ტრავმა მიიღო გუკასა და ნუცას დაშორებით. კატომ კი არა, მეც და მთელმა ოჯახმა, მაგრამ კატომ - განსაკუთრებით. კატომ შექმნა მტრის ხატი ლელასგან - ჩვენს ოჯაში რა უნდა, ბოროტია, დედა ნერვიულობს და ასე შემდეგ. ბავშვია და გასაკვირი არაა. მაგრამ, ნუცამაც ძალიან შეუწყო ხელი, რომ ეს ყველაფერი დალაგებულიყო. უკვე, რაღაც პერიოდის შემდეგ, კატომ თქვა, რომ ჩემი და იბადებაო და აქტიურად შემოტრიალდა. ბავშვის დაბადებამდე ამერიკიდან მომწერა, სახელი მე დამარქმევინეთ ჩემი დისთვის - ლოლა მინდა, დავარქვაო. მე ვუთხარი: არც შენთვის, არც ჩემთვის და არც მაიასთვის არ უკითხავთ, ბავშვს რა დაარქვან, გუკამ გადაწყვიტა და თვითონ არქმევს-მეთქი. ჯერ არ იცნობს ლელას, მაგრამ აუცილებლად შევა კონტაქტში. თავისი და ხომ უნდა გაიცნოს და შესაბამისად, დის დედასთანაც ექნება ურთიერთობა.. ნუცამაც დაურეკა ლელას და მიულოცა.

- როგორი მამამთილი ხართ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ახლანდელ და ყოფილ რძლებთან?

- საოცარი გოგოა ლელა, ძალიან თბილი. გუკას და მის ურთიერთობას რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ახალგაზრდული შეყვარებულობა აქვთ. მათ სიყვარულსა და რომანტიკას ისიც ამძაფრებს, რომ გუკა შორსაა. თუმცა, ეს სიტუაცია უცხო არ არის და არ აკლია ლელას წინა ქმრისგან. მაგრამ, ცხოვრება ასეთია. ლელასთან ძალიან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, მაიას განსაკუთრებით უყვარს. ძალიან ოჯახური გოგოა. გუკას მიმართ ძალიან ყურადღებიანია. ამხელა მუცლით აკითხავდა და ნახულობდა. იქ კი ხვდებოდნენ "ცენტრ-პოინტის" ე.წ დაზარალებული კლიენტები - წყევლიდნენ, ლანძღავდნენ. მე ლელას და ნუცას ერთნაირად ვუყურებ. კი დაშორდნენ ნუცა და გუკა, მაგრამ ნუცა ხომ ჩემს შვილად დარჩა ისევ. რად უნდა ამას ლაპარაკი, რძალი იგივე შვილია. ლელაც ჩემი შვილია. ერთმანეთთან როგორ იქნებიან, არ ვიცი, შეიძლება, გული მეტკინოს ან პირიქით, სიხარული ვიგრძნო, მაგრამ ჩემთვის ყველა ოჯახის წევრია.

ლელა კიდევ იმიტომ გვიყვარს, რომ შალვა, ლელას მამა, ჩემი ბავშვობის მეგობარია. მათთან, სახლში რომ დავდიოდით, ლელა ბავშვობიდან გვახსოვს. ლელასთანაც და ნუცასთანაც სულ მაქვს ურთიერთობა... მე სულ ვამაყობდი ნუცათი, მისი გარეგნობით, ადამიანობით, მაგრამ ლელა სხვა ტიპია. ბავშვობიდან იდეალური, არაჩვეულებრივი ხასიათი აქვს. ლელა ბევრად უფრო თბილია ურთიერთობაში, გამოხატვაში. ნუცა უფრო ცივია, მაგრამ ამავე დროს, რომ გაგიჭირდება, ნუცაც გვერდში დაგიდგება ყველაფერში და ლელაც. მე ბედნიერი ვარ, რომ ნუცა კატოს დედაა და იმედია, ასევე, ბედნიერი ვიქნები, რომ ლელა ჩემი პატარა შვილიშვილის დედაა.

ხათუნა კორთხონჯია

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება