სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ავიასაცობის საფრთხე?! - რა პრობლემები ელის საქართველოს ავიაციას შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ
ავიასაცობის საფრთხე?! - რა პრობლემები ელის საქართველოს ავიაციას შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ

ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ, სა­ა­ვი­ა­ციო სფე­რო ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგე­ბა. აპ­რი­ლი­დან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მგზავ­რთა ნა­კა­დის გაზ­რდას ელო­დე­ბი­ან. ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში ავი­ა­ცი­ის ინ­დუსტრია უკე­თე­სად გან­ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტე­ბი მგზავ­რთა გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის­თვის მზად არ არის.

იასე ზა­უ­ტაშ­ვი­ლი, ავი­აც­იის დარ­გის ექ­სპერ­ტი: "ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი, მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლები, ექ­სპერ­ტე­ბი და არა­სამთ­ავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გან­ვი­ხი­ლავთ იმ გა­მოწ­ვე­ვებ­სა და სი­ახ­ლე­ებს, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო დად­გე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­თან უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ცა და აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბაც ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, მგზავ­რთა ნა­კა­დი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში 48-50%-ით გა­იზ­რდე­ბა.

მხო­ლოდ სამი რე­ი­სი ერ­თდრო­უ­ლად შარ­შან თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან მგზავ­რთა ტრა­ფიკ­მა 2 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, წლე­ულს კი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ეს მო­ნა­ცე­მი 3-დან 4 მი­ლი­ო­ნამ­დე გა­იზ­რდე­ბა. შთამ­ბეჭ­და­ვი ციფ­რე­ბია, მაგ­რამ პირ­და­პირ უნდა ით­ქვას იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის წი­ნა­შეც, შე­საძ­ლოა, 28 მარ­ტის შემ­დეგ აღ­მოვ­ჩნდეთ. თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი და მისი ოპე­რა­ტო­რი თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია "ტავ ურ­ბან ჯორ­ჯია" ვერ პა­სუ­ხო­ბენ დღეს არ­სე­ბულ სტან­დარ­ტებ­სა თუ მო­თხოვ­ნებს და მით უფრო, შე­საძ­ლოა, ვერ შეძ­ლონ ეს ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ. მა­გა­ლი­თად, როცა თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის მარ­თვა­ში შე­მო­დი­ო­და, ქარ­თუ­ლი მხა­რის ერთ-ერთი მო­თხოვ­ნა იყო, რომ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის გამ­ტა­რუ­ნა­რი­ა­ნო­ბა 1 სა­ათ­ში 1 500 მგზავ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბამ­დე გაზ­რდი­ლი­ყო, მაგ­რამ ეს არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. დღეს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტს ერ­თდრო­უ­ლად მხო­ლოდ სამი რე­ი­სის მომ­სა­ხუ­რე­ბა შე­უძ­ლია - რო­გორც ჩა­მომ­სვლე­ლის, ისე გამფრე­ნის. პი­კის სა­ა­თე­ბი ევ­რო­პა­ში გამფრე­ნი რე­ი­სე­ბის­თვის კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა ღა­მის 5-დან დი­ლის 9 სა­ა­თამ­დე. ახ­ლაც კი, დღე­ვან­დე­ლი მგზავ­რთა ნა­კა­დის პი­რო­ბებ­ში, დღე-ღა­მის ამ მო­ნაკ­ვეთ­ში შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ, რა ხდე­ბა აე­რო­პორ­ტის ავ­ტო­სად­გო­მებ­ზე, რე­გის­ტრა­ცი­ის დროს ხალ­ხის ტევა არ არის.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ავიასაცობის საფრთხე?! - რა პრობლემები ელის საქართველოს ავიაციას შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ

ავიასაცობის საფრთხე?! - რა პრობლემები ელის საქართველოს ავიაციას შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ

ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საავიაციო სფერო ახალი შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე დგება. აპრილიდან სპეციალისტები მგზავრთა ნაკადის გაზრდას ელოდებიან. ავიაკომპანიების წარმომადგენლებისა და ექსპერტების თქმით, ვიზალიბერალიზაციის შედეგად საქართველოში ავიაციის ინდუსტრია უკეთესად განვითარდება, თუმცა მიიჩნევენ, რომ ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები მგზავრთა გაზრდილი რაოდენობისთვის მზად არ არის.

იასე ზაუტაშვილი, ავიაც­იის დარგის ექსპერტი: "ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები, მთავრობის წარმომადგენ­ლები, ექსპერტები და არასამთ­ავრობო ორგანიზაციები განვიხილავთ იმ გამოწვევებსა და სიახლეებს, რომელთა წინაშეც ჩვენი სახელმწიფო დადგება ევროკავშირის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ. ეკონომიკის სამინისტროცა და აეროპორტების გაერთიანებაც ვარაუდობენ, რომ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მგზავრთა ნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 48-50%-ით გაიზრდება.

მხოლოდ სამი რეისი ერთდროულად შარშან თბილისის საერთა­შორისო აეროპორტიდან მგზავრთა ტრაფიკმა 2 მილიონს გადააჭარბა, წლეულს კი ვარაუდობენ, რომ ეს მონაცემი 3-დან 4 მილიონამდე გაიზრდება. შთამბეჭდავი ციფრებია, მაგრამ პირდაპირ უნდა ითქვას იმ პრობლემების შესახებ, რომლის წინაშეც, შესაძლოა, 28 მარტის შემდეგ აღმოვჩნდეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და მისი ოპერატორი თურქული კომპანია "ტავ ურბან ჯორჯია" ვერ პასუხობენ დღეს არსებულ სტანდარტებსა თუ მოთხოვნებს და მით უფრო, შესაძლოა, ვერ შეძლონ ეს ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ. მაგალითად, როცა თურქული კომპანია საქართველოს აეროპორტების მართვაში შემოდიოდა, ქართული მხარის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 1 საათში 1 500 მგზავრის მომსახურებამდე გაზრდილიყო, მაგრამ ეს არ შესრულებულა. დღეს თბილისის აეროპორტს ერთდროულად მხოლოდ სამი რეისის მომსახურება შეუძლია - როგორც ჩამომსვლელის, ისე გამფრენის. პიკის საათები ევროპაში გამფრენი რეისებისთვის კონცენტრირდება ღამის 5-დან დილის 9 საათამდე. ახლაც კი, დღევანდელი მგზავრთა ნაკადის პირობებში, დღე-ღამის ამ მონაკვეთში შეგიძლიათ ნახოთ, რა ხდება აეროპორტის ავტოსადგომებზე, რეგისტრაციის დროს ხალხის ტევა არ არის.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი